ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №13-43 - ვებგვერდი, 22.02.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №13-43 - ვებგვერდი, 22.02.2018 წ.
|
+
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1-5
2017 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და 75-ე მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 8 თებერვლის №05.13.146 განკარგულების პირველი პუნქტით დადგენილი საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები, დანართი №1-ის შესაბამისად.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 27 მარტის №19.354.475 განკარგულების პირველი პუნქტით დადგენილი საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები, დანართის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №13-43 - ვებგვერდი, 22.02.2018 წ.
+
მუხლი 11🔗
დამტკიცდეს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დანართი №2-ის შესაბამისად ქუჩები და მათზე ავტობუსების (M2 კატეგორია) გაჩერებების ადგილები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №40-20 - ვებგევრდი, 02.04.2019 წ.
+
მუხლი 11. (ამოღებულია)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №13-43 - ვებგვერდი, 22.02.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №40-20 - ვებგევრდი, 02.04.2019 წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (რუსთავი-თბილისის მარშრუტი) დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M2 კატეგორიის ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.16.1468 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“, №1-5, 20.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016361 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3554017-1/