ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2017 ბოლო ცვლილება 04.11.2022
ნომერი
№1-5
სარეგისტრაციო კოდი
310060000.35.101.016361
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1-5

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-75 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და 75-ე მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-75 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის პირველი ივლისის №20.689.866 განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტები, დანართის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №13-43 - ვებგვერდი, 22.02.2018 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №40-20  - ვებგევრდი, 02.04.2019 წ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილება №60-75 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
+
მუხლი 1​1. (ამოღებულია)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №13-43 - ვებგვერდი, 22.02.2018 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №40-20  - ვებგევრდი, 02.04.2019 წ.


+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (რუსთავი-თბილისის მარშრუტი) დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M2 კატეგორიის ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.16.1468 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“, №1-5, 20.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016361 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3554017-3/