ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (16)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
|
1. ეს წესი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდეგში – სკოლა) სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების (შემდეგში − გრიფირება) წესსა და პირობებს.
2. გრიფირების მიზანია ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელების ხელშეწყობა მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის გზით. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
|
ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტორი/თანაავტორი (შემდეგში – ავტორი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი; ბ) საჩივრის განხილვა − განმცხადებლის მიერ, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზიაზე საკუთარი წერილობითი საჩივრის წარდგენის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი; გ) საავტორო უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები, რომელსაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასკოლო სახელმძღვანელოზე გააჩნია ავტორის ქონებრივი უფლებები;
დ) სასკოლო სახელმძღვანელო (შემდეგში – სახელმძღვანელო) − ავტორის შეხედულებით „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში − ეროვნული სასწავლო გეგმა), მასში შემავალი საგნობრივი სასწავლო გეგმის/გეგმების მიხედვით ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასისათვის შედგენილი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც განკუთვნილია ამავე ეროვნული სასწავლო გეგმითა და შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. სახელმძღვანელოს სახეებია: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, ელექტრონული რესურსი მოსწავლის ან მასწავლებლის წიგნისათვის; ე) სახელმძღვანელოს კომპლექტი (შემდეგში − კომპლექტი) − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისა და კონკრეტული კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ერთი ან ერთზე მეტი სახე (ნაკრები); ვ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი − განმცხადებლის მიერ, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი სახელმძღვანელო/სერია; ზ) სერია – ერთი და იმავე კონცეფციის შესაბამისად აგებული ერთი საგნის რამდენიმე კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების ერთობლიობა ზოგადი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში; თ) სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა (შემდეგში − ანკეტა) − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ. ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდეგში − მინისტრი); ი) რეცენზენტი – პირი (მასწავლებელი, დარგის მეცნიერი, ფილოლოგი (ქართული ენის), ფსიქოლოგი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის სტანდარტის შემუშავებაში გამოცდილების მქონე პირი/ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ან სხვა სპეციალისტი), რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით ახორციელებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას;
კ) მასწავლებლის წიგნი – მასწავლებლისათვის განკუთვნილი მეთოდური რესურსი, რომელიც გამოიყენება ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის; ლ) მოსწავლის რვეული – კონკრეტული კლასისა და საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი ამოცანების, სავარჯიშოების, ტესტების ან/და კროსვორდების კრებული, რომელშიც მოსწავლეს საჭიროებისამებრ ჩაწერის, ჩახატვის, ჩახაზვის, ამოჭრის, გაფერადების ან ჩაწებების შესაძლებლობა აქვს; მ) მოსწავლის წიგნი – კონკრეტული კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსი; ნ) საგნობრივი სასწავლო გეგმა – ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული საგნისთვის დადგენილი მოთხოვნები, რომლებშიც წარმოდგენილია ამ საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება, საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით და საგნობრივი წლიური პროგრამები, რომლებშიც ნაჩვენებია სტანდარტის მოთხოვნების მიღწევის ერთ-ერთი გზა; ო) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმი-სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შინაარსობრივი და ტექნიკური მახასიათებლების შესაფასებლად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოთხოვნები ან/და ინდიკატორები; პ) რეცენზია − რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებითა და სავალდებულო რეკომენდაციით/მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჟ) განმცხადებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში − სამინისტრო) წარუდგენს გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით; რ) გრიფირების განაცხადი (შემდეგში − განაცხადი) − განმცხადებლის მიერ კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების მიზნით სამინისტროში წარდგენილი ელექტრონული განცხადება. განაცხადის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ს) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია − სახელმძღვანელო/სერია, რომელსაც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს გრიფი. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია სასწავლო პროცესში წარმოადგენს ძირითად საგანმანათლებლო რესურსს; ტ) რეცენზირება − პროცესი, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან; უ) საბეჭდი ფაილი – სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი სრული, გამოსაცემად გამზადებული (რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების/მითითებების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისად კორექტირებული) ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ3 600, შესაბამის ელექტრონულ რესურსთან ერთად; ფ) შესარჩევი ერთეული − კომპლექტი, რომელსაც გრიფირების გამოცხადებისას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი; ქ) სააპელაციო კომისია − განმცხადებელთა საჩივრების მიღებისა და განხილვის მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი კომისია; ღ) ელექტრონული რესურსი მასწავლებლის ან მოსწავლის წიგნისათვის − საგნობრივი სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების პროცესის მიზნებისათვის მოსწავლის ან მასწავლებლისათვის განკუთვნილი კონკრეტული კლასის/კლასების აუდიო/ვიდეო მასალა, სავარჯიშოების კრებული, თვალსაჩინოება ან ნებისმიერი სხვა რესურსი ციფრულ ფორმატში;
ყ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება − გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და სხვა ხასიათის ცვლილება სასწავლო პროცესში მისი დანერგვის შედეგების ან სხვა საჭიროების (არქეოლოგიური აღმოჩენა, სამეცნიერო ინოვაცია და სხვა) საფუძველზე; შ) სალიცენზიო ხელშეკრულება − სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს/მფლობელებს შორის ამ წესისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადებული ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების შესახებ; ჩ) გარანტორი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობას და მის გასაჯაროებას სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით; ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანო − საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში − რესურსცენტი) ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში; ძ) გადამუშავება − სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სახელმძღვანელოს/სერიის ბრაილის ფორმატში გადაყვანას, გახმოვანებას, თარგმნას და სხვა; წ) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ); ჭ) საავტორო ჰონორარი – გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლების (რეპროდუცირება, გავრცელება/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება) გადაცემისათვის, საბაზისო (ფიქსირებული) ან საბაზისო (ფიქსირებული) და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ტირაჟის ოდენობის მიხედვით, გრიფის მოქმედების ვადით, საავტორო უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფინანსური სარგებელი. უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ფინანსურ სარგებელს შესაძლებელია დაემატოს დამატებითი ჰონორარი; ხ) საიდენტიფიკაციო ჭდე − გრიფმინიჭებული მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის (შემდეგში – პროგრამა) ფარგლებში ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით; ჯ) სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი – საავტორო უფლების მფლობელის მიერ შექმნილი და ადმინისტრირებადი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის უსაფრთხო და სანდო ინფორმაციის შემცველი აქტიური ვებგვერდი, რომელიც გამოიყენება ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის; ჰ) (ამოღებულია - 19.10.2020, №108/ნ); ჰ1) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფცია – სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სასწავლო ერთეულის აგების პრინციპების განმარტება, სარჩევითა და ერთი საჩვენებელი თავით. ჰ2) საჯარო განხილვა – ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ( ანონიმური ეგზემპლარი) საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნების ან/და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
|
მუხლი 3.
ინტერესთა კონფლიქტი
|
1. გრიფირებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით აკრძალულია:
ა) განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ან ავტორი იყოს სამინისტროს ან მისი სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი ან ამ თანამდებობის პირის ნათესავი; ბ) რეცენზენტი იყოს განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ფიზიკური პირი ან ავტორი, მათი ნათესავი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ სუბიექტის თანამშრომელი, რომელსაც ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაევალა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შექმნა; გ) რეცენზენტი და სააპელაციო კომისიის წევრები იყვნენ ერთი და იგივე პირები ან ერთმანეთის ნათესავები; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად ჩაითვლება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის (აღმავალი, დამავალი) ნათესავი; ბ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები; გ) მეუღლე; დ) მეუღლის და-ძმა და მათი შვილები; ე) მეუღლის აღმავალი ხაზის ნათესავი. 4. გრიფირების მიმდინარეობისას, ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ განაცხადონ ამის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) რეცენზენტის აცილება – რა დროსაც სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისათვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს; ბ) რეცენზიის გაუქმება – იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირება სხვა რეცენზენტის მიერ ვერ განხორციელდება დროის უკმარისობის გამო; გ) განაცხადის განუხილველად დატოვება, თუკი დასტურდება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის არსებობის განზრახი დაფარვა; დ) სააპელაციო კომისიის წევრის აცილება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისთვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირების დროის უკმარისობის გამო თუ რეცენზიის გაუქმება საფრთხეს უქმნის გრიფირებას ან სამინისტროს მიერ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს რეცენზია მხედველობაში არ მიიღება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
მუხლი 4.
გრიფირების პრინციპები
|
1. ამ წესით რეგულირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) საჯაროობა (შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით); ბ) თანამშრომლობა; გ) კომპეტენტურობა; დ) ობიექტურობა; ე) თანასწორობა; ვ) კეთილსინდისიერება; ზ) კორექტულობა; თ) კოლეგიურობა; ი) კანონიერება; კ) სამართლიანობა. 2. დაინტერესებული პირებისათვის გრიფირებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. |
მუხლი 5.
გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა
|
1. გრიფირების პროცესის წარმართვისათვის სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ქმნის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას – grifireba.emis.ge, უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას, უსაფრთხოებას, პერიოდულ განახლებას, მასში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობას, გრიფირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის წარმოებასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.
2. გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოების დაცვის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციოს სისტემის უფროსი. 3. განმცხადებელს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე ხელმისაწვდომობა უწყდება გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
მუხლი 6.
სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების ეტაპები
|
1. გრიფირების ეტაპებია:
ა) I ეტაპი − გრიფირების გამოცხადება; ბ) II ეტაპი − განაცხადების რეგისტრაცია; გ) III ეტაპი − განაცხადების შემოწმება; დ) IV ეტაპი – რეცენზირება/საჩივრების განხილვა; ე) V ეტაპი − გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფირების მომდევნო ეტაპზე გადადის მხოლოდ წინა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
თავი II
გრიფირების გამოცხადება
|
მუხლი 7.
გრიფირების გამოცხადება
|
1.
გრიფირება ცხადდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება გრიფირების პირობები (შესარჩევი ერთეულები, განაცხადის რეგისტრაციის და სხვა ვადები, საავტორო ჰონორარის ოდენობა და ა.შ.).
2. გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის/კლასების სახელმძღვანელოზე/სახელმძღვანელოებზე. 3. სამინისტრო უზრუნველყოფს გრიფირების გამოცხადების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას შემდეგ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. |
თავი III
განაცხადების რეგისტრაცია
|
მუხლი 8. განაცხადების მიღება
|
1. განაცხადების რეგისტრაციის ეტაპზე განმცხადებელი განაცხადს სამინისტროს წარუდგენს (არეგისტრირებს) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემდეგ მისამართზე www.grifireba.emis.ge. განაცხადს რეგისტრაციისას ენიჭება უნიკალური კოდი. ინფორმაცია განმცხადებლის, რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის შესახებ აისახება სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში.
2. (ამოღებულია - 26.09.2019, №202/ნ). 3. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს: ა) განაცხადი (შევსებული ელექტრონულად, შესაბამისი რეკვიზიტების დაცვით, პრინციპით: ერთი შესარჩევი ერთეული − ერთი განაცხადი); ბ) ანკეტა (შევსებული ელექტრონულად, პრინციპით: ერთი სახელმძღვანელოს მაკეტი − ერთი ანკეტა); გ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის: გ.ა) ორი ნაბეჭდი ეგზემპლარი იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება; გ.ბ) ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი (PDF ფორმატში, სასურველია DPI − არაუმეტეს 600), შესაბამისი ელექტრონული რესურსით (არსებობის შემთხვევაში) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება, ამასთან ყოველ გვერდზე წარწერით „Don’t Copy“; დ) ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის/მფლობელების თანხმობა (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზე, რომ: დ.ა) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარდგენილ იქნეს გრიფის მინიჭებაზე, ხოლო გრიფის მინიჭების შემთხვევაში − სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი უარს აცხადებს სამინისტროსთან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა წარმოადგენს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის სამინისტროს მიერ რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების განხორციელების საფუძველს; დ.ბ) განახორციელოს ამ წესის მე-9 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილებები/კორექტურა; ე) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ატვირთული ელექტრონულად), თუკი განმცხადებელი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ავტორი ფიზიკური პირი/პირებია, ხოლო იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში − მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი (ატვირთული ელექტრონულად) და ინფორმაცია (ატვირთული ელექტრონულად), რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის/პირების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის/მათ ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა რეგისტრაციის ფაქტის, ასევე იმის შესახებ, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების (სათავო ოფისის) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის/მათ ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. ასეთ შემთხვევაში ცნობა დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; ვ) განმცხადებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრონულად) და წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელექტრონულად), თუ განმცხადებელი რამდენიმე ფიზიკური პირია, ან განმცხადებელს განაცხადი შემოაქვს წარმომადგენლის მეშვეობით ან განმცხადებელი იურიდიული პირი/პირებია). არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში − შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი მსგავსი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)); ზ) არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში − თავისი რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზედ, რომ არ ხორციელდება ამ იურიდიული პირის/პირების (სათავო ოფისი) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის/მათ ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. იგი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; თ) უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში – განმცხადებელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი, განცხადების რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების წარმოდგენას, მისი შუამდგომლობის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია, მის წარმოასადგენად დაადგინოს დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს შინაარსობრივი რეცენზირების პირველი ეტაპის დასასრულს. 31. განმცხადებელი უფლებამოსილია სამინისტროს წარუდგინოს: ა) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფცია, გრიფირების განაცხადის და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარდგენამდე, მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში; ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის სარედაქციო ჯგუფის წევრთა ჩამონათვალი, განაცხადის რეგისტრაციისას. 4. გრიფირების განაცხადის წარმოდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ: ა) ეთანხმება ამ წესის პირობებს და აცხადებს, რომ გრიფირების მიმდინარეობისას, ისევე, როგორც გრიფის მოქმედების (იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს მიენიჭება გრიფი) მთელი პერიოდის განმავლობაში დაიცავს ამ წესის მოთხოვნებს; ბ) თანახმაა, სამინისტრომ გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილ განაცხადში, ანკეტაში და შესაბამის დოკუმენტებსა და მასალებში მითითებული ინფორმაციის სისწორე და შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ; გ) თანახმაა, გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და მისი დანართები გრიფირების დასრულების შემდეგაც დარჩეს სამინისტროში საქმისწარმოების წესებით გათვალისწინებული ვადით; დ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება; ე) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ); ე1) თანახმაა, საჯარო განხილვის მიზნებისათვის გასაჯაროვდეს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი); ვ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამინისტროსთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების დაკვეთის შესასრულებლად, ხოლო დაკვეთის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − ამ სახელმძღვანელოზე შესაბამისი უფლება ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით მიზნობრივად გადასცეს სამინისტროს ან სამინისტროს მიერ შერჩეულ მესამე პირს;
ზ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლებისათვის თავისუფლად და შეუზღუდავად ხელმისაწვდომი გახადოს მასწავლებლის წიგნი ელექტრონულ ფორმატში და მასწავლებლის/მოსწავლის წიგნის ელექტრონული რესურსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) თანახმაა, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ანონიმურ ეგზემპლარში ანონიმურობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის საფუძველზე სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მხედველობაში იღებს, რომ შედეგად სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფირების შემდგომ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას კარგავს; ი) განაცხადის წარდგენის მომენტში არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში და გრიფირების განმავლობაში ამ საკითხის მიმართ იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და თანამშრომლობის პრინციპებით; კ) თანახმაა, სამინისტროს წარუდგინოს გრიფმინჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი ამ წესით დადგენილი პერიოდისათვის.
5. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამ მუხლით დადგენილი დოკუმენტაციისა და მასალებისა, სავალდებულოა განაცხადი ერთდროულად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი − მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, ელექტრონული რესურსი მოსწავლის წიგნისათვის უნდა იყოს განკუთვნილი საგნის ერთი კლასისთვის. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მასწავლებლის წიგნზე/მასწავლებლის წიგნის ელექტრონულ რესურსზე/პირველი კლასის უცხოური ენის საგნის სახელმძღვანელოს მაკეტზე. ამ შემთხვევაში დასაშვებია ერთი სახელმძღვანელო შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს ორ კლასს; ბ) სახელმძღვაელოს/სერიის მაკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს შესარჩევი ერთეულების შესაბამისად; გ) სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში გრიფის მინიჭებისთვის დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასში შემავალი თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი; დ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო არ უნდა შეიცავდეს (ნებისმიერი ფორმით) მითითებას ან/და მოთხოვნას იმ საგანმანათლებლო რესურსის შესახებ, რომელიც შექმნილია ან მომავალში შეიქმნება გრიფირებისთვის წარმოსადგენი სახელმძღვანელოს მაკეტის კომპლექტს მიღმა და მისი გამოუყენებლობა შექმნის სირთულეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად გამოყენებისა და სასწავლო პროცესის წარმართვის საკითხში; ე) განაცხადის სამინისტროში რეგისტრაციის დროისათვის არ უნდა მიმდინარეობდეს საავტორო უფლების მფლობელი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და არც მის ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა/აკრძალვა; ვ) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ). 6. განმცხადებელი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლში მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სამინისტროს გადასცეს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტურობის დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტური, სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს ამ ხარვეზის აღმოფხვრის ვადა. ამ დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის ან სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განაცხადის რეგისტრაცია ჩაითვლება ბათილად.
7. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაფასებლად გადაცემამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს მის განაცხადზე წარმოების შეწყვეტა. საქმისწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადი დანართებითურთ რჩება სამინისტროში. 8. განმცხადებელი განაცხადების რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, გარანტორს წარუდგენს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ საავტორო ჰონორარზე მისთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტულ) ოდენობას. აღნიშნული ფასდაკლება ძალაშია გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში. 9. (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ. |
მუხლი 81. განაცხადების შემოწმება
|
1. განაცხადების შემოწმების ეტაპზე დგინდება განაცხადის შესაბამისობა ამ წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.
2. მინისტრის მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში, სამინისტრო ვალდებულია განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 3. განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადის წარდგენის შემდეგ მასში ცვლილება შეიტანოს მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის საფუძველზე. 4. სამინისტრო განუხილველად ტოვებს განაცხადს თუკი იგი არ აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს ან/და განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა დადგენილი ხარვეზი. ამით სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი კარგავს გრიფირების შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლებას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
მუხლი 82. კონცეფციის წარმოდგენა და შეფასება
|
1. განმცხადებელი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციას წარადგენს სამინისტროს წინაშე.
2. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის წარმოდგენისას განმცხადებელი უთითებს ინფორმაციას განმცხადებლის/წარმომადგენლის შესახებ (სახელი, გვარი/დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა) და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესახებ (საგნობრივი ჯგუფი, საგანი, საგნის სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი), კლასი, სახელმძღვანელოს ენა და სექტორი, სახელმძღვანელოს დასახელება, მაკეტის კომპლექტის შემადგენლობა და ნაწილები, ავტორი/ავტორები). უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის წარმოდგენისას, განმცხადებელი უფლებამოსილია, წარმოადგინოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ, რა დროსაც დგინდება წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი კონცეფცია არ შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, განმცხადებელს შეფასების შედეგები ეცნობება შესაბამისი დასაბუთების/რეკომენდაციის თანხლებით. 4. კონცეფციის შეფასება ხორციელდება შემფასებლისა და განმცხადებლის/სახელმძღვანელოს მაკეტის ავტორის/ავტორების ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვით. 5. სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფციის წარმოდგენის, მისი შეფასებისა და შედეგების გაცნობის ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. კონცეფციის შეფასების შედეგები არ გაითვალისწინება წინამდებარე წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების მიმდინარეობისას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
თავი IV რეცენზირება/საჩივრების განხილვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
მუხლი 9. რეცენზირება
|
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირება მოიცავს შინაარსობრივ და ტექნიკურ რეცენზირებას.
2. შინაარსობრივი რეცენზირება გულისხმობს ორ ეტაპს: ა) I ეტაპი – ძირითადი რეცენზირება, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა შინაარსობრივ კრიტერიუმებთან. ბ) II ეტაპი – სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება, რა დროსაც მიმდინარეობს I ეტაპზე მიღებული რეკომენდაციის (დასაბუთების თანმხლებით) განხილვა განმცხადებელს/ავტორს/ავტორთა ჯგუფსა და შინაარსობრივ რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს შორის, გაცემული რეკომენდაციის (დასაბუთების თანმხლებით) გაუქმება/სხვაგვარი ფორმულირება, სახელმძღვანელოს მაკეტის ცვლილება, განხორციელებული ცვლილების გაცემულ რეკომენდაციასთან ავთენტურობის შემოწმება და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საბოლოო შეფასება. აღნიშნული ეტაპის გავლას არ საჭიროებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპზე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტმა მიიღო მაქსიმალური ჯამური ქულა – 100% და „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება. 3. ტექნიკური რეცენზირება გულისხმობს ორ ეტაპს: ა) I ეტაპი – ძირითადი რეცენზირება, რა დროსაც ხორციელდება სახელმძღვანელოს/სერიის (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) მაკეტის შესაბამისობის დადგენა ტექნიკურ კრიტერიუმებთან; ბ) II ეტაპი – შეუსაბამობის გამოსწორება (არსებობის შემთხვევაში), რა დროსაც მიმდინარეობს I ეტაპზე გაცემული დასაბუთების/მითითების განხილვა ავტორს/ავტორთა ჯგუფსა და ტექნიკურ რეცენზენტს/რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს შორის, გაცემული დასაბუთების/მითითების გაუქმება/სხვაგვარი ფორმულირება, სახელმძღვანელოს მაკეტის ცვლილება, განხორციელებული ცვლილების გაცემულ მითითებასთან ავთენტურობის შემოწმება და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საბოლოო შეფასება. აღნიშნული ეტაპის გავლას არ საჭიროებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი იმ შემთხვევაში, თუ I ეტაპზე ტექნიკური რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ დადგენილია რომ „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა ტექნიკურ კრიტერიუმს. 4. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ შინაარსობრივი რეცენზირების II ეტაპზე გადასულ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს, ასევე, იმ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს რომელმაც შინაარსობრივი რეცენიზრების I ეტაპზე მიიღო მაქსიმალური ჯამური ქულა - 100% და „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება. 5. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (სერიის შემთხვევაში – სერიაში შემავალი თითოეული კლასის მაკეტი) შინაარსობრივი რეცენზირების II ეტაპზე გადადის იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს მაკეტმა (სერიის შემთხვევაში – სერიაში შემავალი თითოეული კლასის მაკეტმა) გადალახა შინაარსობრივი კრიტერიუმებისთვის (ცალკე მაკეტისთვის და ცალკე სერიისთვის) დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულების 90%-იანი ზღვარი (ბარიერი) და „ნაწილობრივ აკმაყოფილებს“ ან/და „სრულად აკმაყოფილებს“ თითოეულ იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება. 6. შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების II ეტაპზე, განმცხადებელი/ავტორი/ავტორთა ჯგუფი ვალდებულია, ითანამშრომლოს შესაბამის რეცენზენტთან/რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფთან და მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისი ცვლილება (შინაარსობრივი, ტექნიკური), თუკი აღნიშნულზე პირდაპირ რეკომენდაციას/მითითებას შეიცავს რეცენზია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე. 7. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეცენზენტი ან/და რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფი, რომელსაც თავმჯდომარეობს მინისტრის მიერ განსაზღვრული რეცენზენტი ამავე საგნობრივი ჯგუფიდან. 8. რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის საქმიანობას წინამდებარე წესთან და რეცენზირების წესთან მიმართებით, კოორდინირებას უწევს რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარე. 9. რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის წევრთა საქმიანობის ზედამხედველობას და კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო და მართვის სისტემა. 10. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 11. რეცენზენტთა ერთი საგნობრივი ჯგუფი აფასებს გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი ერთი და იმავე საგნის და კლასის/კლასების ყველა სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიულ მაკეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი რეცენზირებისათვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული დრო ვერ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ხარისხიან რეცენზირებას. ასეთ შემთხვევაში, სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამისი საგნის/კლასის სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული მაკეტის შესაფასებლად საჭირო საგნობრივი ჯგუფების სათანადო რაოდენობას. 12. რეცენზენტის ვინაობა, გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მონაწილე სამინისტროს/სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისა, ყველასათვის კონფიდენციალურია ამ წესით დადგენილი ვადის განმავლობაში. პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა ამ ვადაში ვალდებულია არ გაახმაუროს ან არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია გრიფირების მიზნების საწინააღმდეგოდ. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ შინაარსობრივი ან/და ტექნიკური რეცენზირების I ეტაპზე ცნობილი გახდა მის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის რეცენზენტის ვინაობა, ვალდებულია განაცხადოს აღნიშნულის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) რეცენზენტის აცილება – რა დროსაც სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისთვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს; ბ) რეცენზიის გაუქმება – იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირება სხვა რეცენზენტის მიერ ვერ განხორციელდება დროის უკმარისობის გამო. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული ინფორმაცია საჯაროვდება სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისი განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით. 14. განმცხადებლისათვის/ავტორისათვის/ავტორთა ჯგუფისათვის მის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის რეცენზენტის/რეცენზენტების ვინაობა შესაძლებელია ცნობილი გახდეს სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და ტექნიკური რეცენზირების II ეტაპზე გადასვლის შესახებ საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
|
მუხლი 91.
(ამოღებულია) |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. |
მუხლი 92. (ამოღებულია) |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ. |
მუხლი 93. საჯარო განხილვა |
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი), მინისტრის მიერ დადგენილი ვადით ქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.
2. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე (ანონიმურ ეგზემპლარზე) საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება დააფიქსიროს ელექტრონულად. 3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის. 4. საჯარო განხილვის შედეგების გაზიარების შესახებ რეკომენდაცია მიიღება რეცენზენტთა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ. |
მუხლი 10. საჩივრების განხილვა
|
1. განმცხადებელი უფლებამოსილია, შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეულ რეცენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო კომისიას წარუდგინოს (ელექტრონულად) თავისი დასაბუთებული საჩივარი.
2. საჩივრის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე, გადაწყვეტილების შესრულების ვადები და სააპელაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. განმცხადებლის საჩივრის განხილვაში, სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩართულ იქნენ შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტები ან/და შესაბამისი საგნის/დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. აღნიშნული პირები არ მონაწილეობენ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. 4. საჩივრების წარდგენა და განხილვა წარიმართება რეცენზენტისა და განმცხადებლის ვინაობის კონფიდენციალობის დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) განიხილება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტში ანონიმურობის დარღვევის საკითხი; ბ) სააპელაციო კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება განხილვის პროცესში შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტების ჩართვის შესახებ. 5. იმ განმცხადებლის მიერ, რომელთაც ვერ გადალახეს შინაარსოობრივი რეცენზირების I ეტაპი, სააპელაციო კომისიისათვის მიუმართაობის შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
თავი V
გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გასაჩივრება
|
მუხლი 11.
გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
|
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების საფუძველია შემდეგი პირობების ერთობლიობა:
ა) სახელმძღვანელოს/სერიის თითოეულმა სახელმძღვანელოს მაკეტმა შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპზე გადალახა შინაარსობრივი კრიტერიუმებისთვის (ცალკე მაკეტისთვის და ცალკე სერიისთვის) დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულების 90%-იანი ზღვარი (ბარიერი), „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება და საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მაკეტში განხორციელებული ცვლილების ავთენტურობის დადგენის შესახებ გაცემულ რეკომენდაციასთან მიმართებით (არსებობის შემთხვევში); ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი „სრულად აკმაყოფილებს“ ტექნიკური კრიტერიუმებს /მოთხოვნებს და რეცენზენტის/საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მაკეტში განხორციელებული ცვლილების ავთენტურობის დადგენის შესახებ გაცემულ რეკომენდაციასთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში). 2. გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge. გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება მხოლოდ განაცხადის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით. 3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღინიშნება: ა) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ); ბ) საგნობრივი ჯგუფი; გ) საგანი; დ) საგნის სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი); ე) კლასი; ვ) სექტორი (ქართულენოვანი თუ არაქართულენოვანი (სომხური, რუსული, აზერბაიჯანული)); ზ) სახელმძღვანელოს დასახელება; თ) განმცხადებელი; ი) ავტორი/ავტორები; კ) სახელმძღვანელოს ენა; ლ) კომპლექტის შემადგენლობა; მ) სხვა რაიმე არსებითი მახასიათებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. გრიფირების განმავლობაში განმცხადებელს ეკრძალება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირებისათვის წარმოდგენილ რედაქციაში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის კორექტირება, გარდა ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ან/და სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებისას. 5. გრიფირების ჩაშლის (სამინისტროში არცერთი განაცხადი არ დარეგისტრირებულა ან ამა თუ იმ მიზეზით განაცხადზე შეწყდა წარმოება ან განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს) შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ხელახლა გამოაცხადოს გრიფირება ამავე სახელმძღვანელოზე/სერიაზე; ბ) გამოიყენოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
მუხლი 12.
გრიფირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება
|
გრიფირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 13.
სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით
|
1.
სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით გულისხმობს მინისტრის უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე.
2. მინისტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭება: ა) ემსახურება სკოლებში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნებს; ბ) გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან; გ) შეეხება სახელმძღვანელოს/სერიას, რომელიც შექმნილია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაცემული დავალების საფუძველზე (სამსახურებრივი ნაწარმოები). 3. მინისტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის თანხმობით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის მიმართ ეს წესი ვრცელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცალკეული შემთხვევისთვის დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. |
თავი VI უფლებამოსილებათა გამიჯვნა, უფლებები და ვალდებულებები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
მუხლი 14. უფლებამოსილებათა გამიჯვნა, უფლებები და ვალდებულებები
|
1. სამინისტრო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელო ს/ სერიის მაკეტის ობიექტური რეცენზირებ ა , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა დ ; ბ) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, დადოს სალიცენზიო ხელშეკრულება და გან ახორციელ ო ს მისი შესრულების მონიტორინგ ი; გ) შეარჩ იო ს გარანტორ ი, აწარმო ო ს მასთან მოლაპარაკებებ ი და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგ ი; დ) გაიღ ო ს გარანტორის მომსახურების ხარჯებ ი; ე) განსაზღვრ ო ს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელ ი მოთხოვნებ ი, მათ შორის, სახელმძღვანელოს ბეჭდვის პარამეტრებ ი (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა), ბეჭდვის სპეციფიკაციებთან დაკავშირებული რეკომენდაციები; ვ) გრიფმინიჭებულ ი სახელმძღვანელო/სერია გამოიყენოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით; ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შე ქმნ ა ს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრ ი, დაგეგმილი გრიფირების შესახებ გა ავრცელ ო ს ინფორმაცია და კოორდინაცია გაუწიოს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს პოტენციური ავტორებისთვის; თ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 2. სამინისტრო უფლებამოსილია: ა) საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოოს მოლაპარაკებები გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების შესახებ; ბ) ამ წესით დადგენილ შემთხვევებში იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობის წინაშე კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების შესახებ თანხმობის მისაღებად; გ) გრიფირების პროცესის ადმინისტრირებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დაავალოს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; დ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე დამატებითი მოსაზრებების მოპოვების მიზნით, რეცენზირების ეტაპზე ჩართოს შესაბამისი საგნის/დარგის სპეციალისტები და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები; ე) მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად; ვ) საავტორო უფლების მფლობელის ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხელ ი შეუწყოს საჯარო სკოლებში გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე ინფორმაციის გავრცელებას (პრესითა და ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება ხდება თანაბრად, ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მიმართ; ზ) განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება; თ) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან; ი) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები; კ) საავტორო უფლების მფლობელს, არაუგვიანეს გრიფირების IV ეტაპის და წყებამდე, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ფორმატით წარმოდგენა; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 3. სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგ ში- სააგენტო) ვალდებულია: ა) განახორციელოსგრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი; ბ) ყოველწლიურად დაამტკიცოს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა და განსაზღვროს ამ პროგრამის ბენეფიციარები; გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 4. სააგენტო უფლებამოსილია: ა) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან; გ) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 5 . მართვის სისტემა ვალდებულია : ა) წინამდებარე წესითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახელმძღვანელოს სერიის/მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს რეცენზირების პროცეს ი; ბ) უზრუნველყოს სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ელექტრონული შერჩევის ტექნიკური მხარდაჭერა; გ) სახელმძღვანელოების ბეჭდვის მიზნებიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად, განახორციელოს სკოლების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირება, ანალიზი, რანჟირება და სამინისტროსთვის ან/და სააგენტოსთვის მიწოდება; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს შერჩეულ რეცენზენტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 6. მართვის სისტემა უფლებამოსილია: ა) საავტორო უფლების მფლობელისგან მიიღოს საბეჭდი ფაილი და ატვირთოს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, შეამოწმოს მისი შესაბამისობა წინამდებარე წესი ს დანართი თ გათვალისწინებულ სახელმძღვანელოს დიზაინ თან და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს მისი აღმოფხვრა; ბ) წინამდებარე წესის ფარგლებში, გან მ ცხადებელს/საავტორო უფლების მფლობელს გაუწიოს ტექნიკური ხასიათის კონსულტაცია ან/და დახმარება; ბ1) საჯარო განხილვის მიზნით, გაასაჯაროვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) და განახორციელოს განხილვის პროცესის მონიტორინგი; გ) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 7 . საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობა კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, მათი არჩევანის გათვალისწინებით; ბ) გარანტორს გადასცეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობის კონფიდენციალობის დაცვით; გ ) სახელმძღვანელოში არ დაუშვას რაიმე სახის სოციალურ ი , პოლიტიკური ა ნ/ და კომერციული რეკლამის ან სასაქონლო ( სავაჭრ ო ) ნიშნის გამოყენება ( გარდა იმ შემთხვევის ა , თუ იგი ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებ ს ). რეკლამის გამოყენების დასაბუთება სავალდებულოა გამომდინარეობდეს საგანმანათლებლო მიზნებიდან და სათანადოდ იყოს არგუმენტირებული ავტორის მიე რ ; დ ) სამინისტროს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია გრიფირებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მისი აღმოჩენისთანავ ე ; ე) დაბეჭდოს/გამოსცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია იმ სახით, რა სახითაც იგი გრიფმინიჭებულია ან მისი გადამუშავება შეითანხმა სამინისტრომ; ვ) სახელმძღვანელო/სერია ან მისი მაკეტი გამოიყენოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით; ზ) საბეჭდი ფაილის შედგენისას გაითვალისწინოს ამ წესის დანართში განსაზღვრული მოთხოვნები; თ) სამინისტროს დაინტერესების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში და ითანამშრომლოს მასთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუკი საავტორო უფლების მფლობელი ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყვის სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების ვალდებულების აღებაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული საავტორო უფლება მიზნობრივად, ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს სამინისტროს მიერ შერჩეულ პირს. თარგმანთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულებით; ი) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის, გრიფმინიჭებული რედაქციისაგან განსხვავებული რედაქციით რეპროდუცირება, გრიფის მინიჭების შემდეგ ლიცენზიის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, საბეჭდ ფაილში არსებული ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე უარის თქმა) სამინისტროს აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მას არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან; კ) სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში; ლ) გადაუხადოს საავტორო ჰონორარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ავტორებს და სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორებს (იმ შემთხვევაში, თუ თავად არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ან ამ სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორი); მ ) სამინისტროს მოთხოვნით, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, უზრუნველყოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად; ნ ) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განათავსოს ან მართვის სისტემას გადასცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს იდენტური საბეჭდი ფაილი. წარდგენილი ან ატვირთული საბეჭდი ფაილის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოსთან იდენტურობასა და სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საავტორო უფლების მფლობელს; ო ) შესაბამისი საგნის ერთი საფეხურის ფარგლებში ერთი კლასის სახელმძღვანელოს მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ამავე საფეხურის ფარგლებში შემდგომი კლასის/კლასების სახელმძღვანელოების შესარჩევად გამოცხადებულ გრიფირებაში; პ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 8. საავტორო უფლების მფლობელი უფლებამოსილია: ა) გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა და იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენენ უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ბ) სამინისტროსგან მოითხოვოს სალიცენზიო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მისთვის მიწოდება და გაცნობის ხელშეწყობა; გ) შეუზღუდავად და დამოუკიდებლად გამოსცეს და გაავრცელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის; დ) გადაამუშავოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია; ე) მოითხოვოს საავტორო ჰონორარის გადახდა სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ოდენობით; ვ) ამ წესითა და სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით, სამინისტროს თანხმობით გრიფის მინიჭების შემდეგ საკუთარი უფლება- მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს; ზ) სამინისტროსგან მოითხოვოს და მიიღოს მ ათი მხრიდან ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მიყენებული ზიანი ს ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება მათ არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან; თ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით; ი) გან ახორციელ ო ს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგ ი; კ) განახორციელოს ამ წესით, სალიცენზიო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 9. სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად, გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში გამოიყენოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში)/სამინისტროს მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო რესურსი. 10. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით. 11. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია, უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით. 12. სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები. სკოლა, განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისთვის დადგენილ ვადაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ. |
თავი VII
სალიცენზიო ხელშეკრულება
|
მუხლი 15.
სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები
|
1. სამინისტრო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას საავტორო უფლების მფლობელთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადით სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ.
2. მინისტრი სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე საავტორო უფლების მფლობელებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს ვადას სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის (მისამართი) წარმოსადგენად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. |
თავი VIII
გრიფის მოქმედების ვადა და სახელმძღვანელოს/სერიის
გადამუშავება/განახლება |
მუხლი 16.
გრიფის მოქმედების ვადა
|
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების პერიოდით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. |
მუხლი 17.
სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება
|
1.
თითოეულ საგანში შინაარსობრივ რეცენზირებაში საუკეთესო შედეგების მქონე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია შესაძლებელია ითარგმნოს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისათვის. თარგმანი ხორციელდება პრინციპით: 1 საგანი − 1 სახელმძღვანელო/სერია. იგივე პრინციპი გამოიყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის გადასამუშავებელი სახელმძღვანელოს განსასაზღვრად. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი რეცენზირებისას საუკეთესო შედეგის მქონე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რაოდენობა ერთზე მეტია, თარგმნას/გადამუშავებას ექვემდებარება ერთი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი, რომელიც გამოვლინდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შინაარსობრივი რეცენზირებისას საუკეთესო შედეგის მქონე სახელმძღვანელოს/სერიის ავტორ-გამომცემლობებისა და სამინისტროს წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანდასწრებით.
2. გრიფმინიჭებული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს/სერიის თარგმანი, თუკი მისი გამოყენება საქართველოს სკოლებში იგეგმება, თარგმანის ავთენტურობის შესამოწმებლად და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირების განსახორციელებლად წარედგინება სამინისტროს. 3. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება, ასევე, შეიძლება განხორციელდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. 4. სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შესაძლებელია განხორციელდეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიების შექმნა, რისთვისაც სამინისტრო ადგენს სპეციალურ ტექნიკურ პარამეტრებს, გავრცელების პირობებს, წყაროს (ვებგვერდი), საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოებს მოლაპარაკებას ანაზღაურებასა და სხვა დამატებით პირობებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ. |
მუხლი 18.
სახელმძღვანელოს/სერიის განახლება
|
1.
გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ცვლილების ინიციატორი შეიძლება იყოს საავტორო უფლების მფლობელი, სამინისტრო ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი, საავტორო უფლების მფლობელთან შეთანხმებით.
2. სახელმძღვანელოს/სერიის ბეჭდვის მიზნებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს სახელმძღვანელოს/სერიის ტექნიკური/კორექტურული და საგამომცემლო სპეციფიკის აუცილებლობით განპირობებული ცვლილებები. 3. დაუშვებელია სამინისტროს თანხმობის გარეშე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში რაიმე ცვლილების (გარდა ტექნიკური/კორექტურული და საგამომცემლო სპეციფიკის აუცილებლობით განპირობებული ცვლილებებისა) შეტანა. 4. სავალდებულოა, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში რაიმე ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივა იყოს არგუმენტირებული, სამეცნიერო ან პრაქტიკული მოსაზრებებით გამყარებული. 5. გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია განახლებული საბეჭდი ფაილი გადასცეს მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს განახლებული საბეჭდი ფაილის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განთავსებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. |
თავი IX (ამოღებულია)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
მუხლი 19. (ამოღებულია) |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
მუხლი 20. (ამოღებულია)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
თავი X
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
|
მუხლი 21.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
|
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანება;
2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებით გათვალისწინებული სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელის უფლებები და ვალდებულებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის ვადით. 3. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების შესაბამისი ნორმები. 4. ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც გრიფი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული, გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდეთ იმავე საგნისა და კლასის სახელმძღვანელოსათვის მინისტრის მიერ ახალი გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. |
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისბრძანება №28/ნ
2017 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
+ მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
დანართიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+ მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗1. ეს წესი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდეგში – სკოლა) სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების (შემდეგში − გრიფირება) წესსა და პირობებს.2. გრიფირების მიზანია ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელების ხელშეწყობა მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის გზით. + მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორი/თანაავტორი (შემდეგში – ავტორი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი; ბ) საჩივრის განხილვა − განმცხადებლის მიერ, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზიაზე საკუთარი წერილობითი საჩივრის წარდგენის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი; გ) საავტორო უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები, რომელსაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასკოლო სახელმძღვანელოზე გააჩნია ავტორის ქონებრივი უფლებები; დ) სასკოლო სახელმძღვანელო (შემდეგში – სახელმძღვანელო) − ავტორის შეხედულებით „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში − ეროვნული სასწავლო გეგმა), მასში შემავალი საგნობრივი სასწავლო გეგმის/გეგმების მიხედვით ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასისათვის შედგენილი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც განკუთვნილია ამავე ეროვნული სასწავლო გეგმითა და შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. სახელმძღვანელოს სახეებია: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, ელექტრონული რესურსი მოსწავლის ან მასწავლებლის წიგნისათვის; ე) სახელმძღვანელოს კომპლექტი (შემდეგში − კომპლექტი) − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისა და კონკრეტული კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ერთი ან ერთზე მეტი სახე (ნაკრები); ვ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი − განმცხადებლის მიერ, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი სახელმძღვანელო/სერია; ზ) სერია – ერთი და იმავე კონცეფციის შესაბამისად აგებული ერთი საგნის რამდენიმე კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების ერთობლიობა ზოგადი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში; თ) სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა (შემდეგში − ანკეტა) − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ. ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდეგში − მინისტრი); ი) რეცენზენტი – პირი (მასწავლებელი, დარგის მეცნიერი, ფილოლოგი (ქართული ენის), ფსიქოლოგი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის სტანდარტის შემუშავებაში გამოცდილების მქონე პირი/ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ან სხვა სპეციალისტი), რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით ახორციელებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას; კ) მასწავლებლის წიგნი – მასწავლებლისათვის განკუთვნილი მეთოდური რესურსი, რომელიც გამოიყენება ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის; ლ) მოსწავლის რვეული – კონკრეტული კლასისა და საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი ამოცანების, სავარჯიშოების, ტესტების ან/და კროსვორდების კრებული, რომელშიც მოსწავლეს საჭიროებისამებრ ჩაწერის, ჩახატვის, ჩახაზვის, ამოჭრის, გაფერადების ან ჩაწებების შესაძლებლობა აქვს; მ) მოსწავლის წიგნი – კონკრეტული კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსი; ნ) საგნობრივი სასწავლო გეგმა – ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული საგნისთვის დადგენილი მოთხოვნები, რომლებშიც წარმოდგენილია ამ საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება, საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით და საგნობრივი წლიური პროგრამები, რომლებშიც ნაჩვენებია სტანდარტის მოთხოვნების მიღწევის ერთ-ერთი გზა; ო) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმი-სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შინაარსობრივი და ტექნიკური მახასიათებლების შესაფასებლად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოთხოვნები ან/და ინდიკატორები; პ) რეცენზია − რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებითა და სავალდებულო რეკომენდაციით/მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჟ) განმცხადებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში − სამინისტრო) წარუდგენს გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით; რ) გრიფირების განაცხადი (შემდეგში − განაცხადი) − განმცხადებლის მიერ კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების მიზნით სამინისტროში წარდგენილი ელექტრონული განცხადება. განაცხადის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ს) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია − სახელმძღვანელო/სერია, რომელსაც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს გრიფი. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია სასწავლო პროცესში წარმოადგენს ძირითად საგანმანათლებლო რესურსს; ტ) რეცენზირება − პროცესი, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან; უ) საბეჭდი ფაილი – სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი სრული, გამოსაცემად გამზადებული (რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების/მითითებების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისად კორექტირებული) ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ3 600, შესაბამის ელექტრონულ რესურსთან ერთად; ფ) შესარჩევი ერთეული − კომპლექტი, რომელსაც გრიფირების გამოცხადებისას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი; ქ) სააპელაციო კომისია − განმცხადებელთა საჩივრების მიღებისა და განხილვის მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი კომისია; ღ) ელექტრონული რესურსი მასწავლებლის ან მოსწავლის წიგნისათვის − საგნობრივი სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების პროცესის მიზნებისათვის მოსწავლის ან მასწავლებლისათვის განკუთვნილი კონკრეტული კლასის/კლასების აუდიო/ვიდეო მასალა, სავარჯიშოების კრებული, თვალსაჩინოება ან ნებისმიერი სხვა რესურსი ციფრულ ფორმატში; ყ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება − გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და სხვა ხასიათის ცვლილება სასწავლო პროცესში მისი დანერგვის შედეგების ან სხვა საჭიროების (არქეოლოგიური აღმოჩენა, სამეცნიერო ინოვაცია და სხვა) საფუძველზე; შ) სალიცენზიო ხელშეკრულება − სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს/მფლობელებს შორის ამ წესისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადებული ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების შესახებ; ჩ) გარანტორი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობას და მის გასაჯაროებას სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით; |
ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა;
ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანო − საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში − რესურსცენტი) ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
ძ) გადამუშავება − სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სახელმძღვანელოს/სერიის ბრაილის ფორმატში გადაყვანას, გახმოვანებას, თარგმნას და სხვა;
წ) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ);
ჭ) საავტორო ჰონორარი – გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლების (რეპროდუცირება, გავრცელება/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება) გადაცემისათვის, საბაზისო (ფიქსირებული) ან საბაზისო (ფიქსირებული) და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ტირაჟის ოდენობის მიხედვით, გრიფის მოქმედების ვადით, საავტორო უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფინანსური სარგებელი. უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ფინანსურ სარგებელს შესაძლებელია დაემატოს დამატებითი ჰონორარი;
ხ) საიდენტიფიკაციო ჭდე − გრიფმინიჭებული მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის (შემდეგში – პროგრამა) ფარგლებში ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით;
ჯ) სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი – საავტორო უფლების მფლობელის მიერ შექმნილი და ადმინისტრირებადი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის უსაფრთხო და სანდო ინფორმაციის შემცველი აქტიური ვებგვერდი, რომელიც გამოიყენება ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის;
ჰ) მშობელთა ჩართულობა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის მშობლისთვის ან კანონიერი წარმომადგენლისთვის (შემდეგში – მშობელი) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) გაცნობისა და მათზე არგუმენტირებული შენიშვნა/რეკომენდაციის წარდგენის შესაძლებლობა;
ჰ) (ამოღებულია - 19.10.2020, №108/ნ);
ჰ1) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფცია – სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სასწავლო ერთეულის აგების პრინციპების განმარტება, სარჩევითა და ერთი საჩვენებელი თავით.
ჰ2) საჯარო განხილვა – ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ( ანონიმური ეგზემპლარი) საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნების ან/და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
+
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი🔗
1. გრიფირებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით აკრძალულია:
ა) განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ან ავტორი იყოს სამინისტროს ან მისი სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი ან ამ თანამდებობის პირის ნათესავი;
ბ) რეცენზენტი იყოს განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ფიზიკური პირი ან ავტორი, მათი ნათესავი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ სუბიექტის თანამშრომელი, რომელსაც ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაევალა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შექმნა;
გ) რეცენზენტი და სააპელაციო კომისიის წევრები იყვნენ ერთი და იგივე პირები ან ერთმანეთის ნათესავები;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად ჩაითვლება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის (აღმავალი, დამავალი) ნათესავი;
ბ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები;
გ) მეუღლე;
დ) მეუღლის და-ძმა და მათი შვილები;
ე) მეუღლის აღმავალი ხაზის ნათესავი.
4. გრიფირების მიმდინარეობისას, ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ განაცხადონ ამის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) რეცენზენტის აცილება – რა დროსაც სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისათვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს;
ბ) რეცენზიის გაუქმება – იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირება სხვა რეცენზენტის მიერ ვერ განხორციელდება დროის უკმარისობის გამო;
გ) განაცხადის განუხილველად დატოვება, თუკი დასტურდება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის არსებობის განზრახი დაფარვა;
დ) სააპელაციო კომისიის წევრის აცილება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისთვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირების დროის უკმარისობის გამო თუ რეცენზიის გაუქმება საფრთხეს უქმნის გრიფირებას ან სამინისტროს მიერ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს რეცენზია მხედველობაში არ მიიღება.

მუხლი 4. გრიფირების პრინციპები🔗
1. ამ წესით რეგულირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) საჯაროობა (შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით); ბ) თანამშრომლობა; გ) კომპეტენტურობა; დ) ობიექტურობა; ე) თანასწორობა; ვ) კეთილსინდისიერება; ზ) კორექტულობა; თ) კოლეგიურობა; ი) კანონიერება; კ) სამართლიანობა. 2. დაინტერესებული პირებისათვის გრიფირებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.+
მუხლი 5. გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა🔗
1. გრიფირების პროცესის წარმართვისათვის სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ქმნის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას – grifireba.emis.ge, უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას, უსაფრთხოებას, პერიოდულ განახლებას, მასში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობას, გრიფირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის წარმოებასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.
2. გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოების დაცვის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციოს სისტემის უფროსი.
3. განმცხადებელს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე ხელმისაწვდომობა უწყდება გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 6. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების ეტაპები🔗
1. გრიფირების ეტაპებია:
ა) I ეტაპი − გრიფირების გამოცხადება;
ბ) II ეტაპი − განაცხადების რეგისტრაცია;
გ) III ეტაპი − განაცხადების შემოწმება;
დ) IV ეტაპი – რეცენზირება/საჩივრების განხილვა;
ე) V ეტაპი − გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფირების მომდევნო ეტაპზე გადადის მხოლოდ წინა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
თავი II
გრიფირების გამოცხადება
+ მუხლი 7. გრიფირების გამოცხადება🔗1. გრიფირება ცხადდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება გრიფირების პირობები (შესარჩევი ერთეულები, განაცხადის რეგისტრაციის და სხვა ვადები, საავტორო ჰონორარის ოდენობა და ა.შ.). 2. გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის/კლასების სახელმძღვანელოზე/სახელმძღვანელოებზე. 3. სამინისტრო უზრუნველყოფს გრიფირების გამოცხადების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას შემდეგ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. +
|
ე1) თანახმაა, საჯარო განხილვის მიზნებისათვის გასაჯაროვდეს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი);
ვ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამინისტროსთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების დაკვეთის შესასრულებლად, ხოლო დაკვეთის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − ამ სახელმძღვანელოზე შესაბამისი უფლება ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით მიზნობრივად გადასცეს სამინისტროს ან სამინისტროს მიერ შერჩეულ მესამე პირს;
ზ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლებისათვის თავისუფლად და შეუზღუდავად ხელმისაწვდომი გახადოს მასწავლებლის წიგნი ელექტრონულ ფორმატში და მასწავლებლის/მოსწავლის წიგნის ელექტრონული რესურსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) თანახმაა, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ანონიმურ ეგზემპლარში ანონიმურობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის საფუძველზე სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მხედველობაში იღებს, რომ შედეგად სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფირების შემდგომ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას კარგავს;
ი) განაცხადის წარდგენის მომენტში არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში და გრიფირების განმავლობაში ამ საკითხის მიმართ იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და თანამშრომლობის პრინციპებით;
კ) თანახმაა, სამინისტროს წარუდგინოს გრიფმინჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი ამ წესით დადგენილი პერიოდისათვის.
5. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამ მუხლით დადგენილი დოკუმენტაციისა და მასალებისა, სავალდებულოა განაცხადი ერთდროულად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი − მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, ელექტრონული რესურსი მოსწავლის წიგნისათვის უნდა იყოს განკუთვნილი საგნის ერთი კლასისთვის. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მასწავლებლის წიგნზე/მასწავლებლის წიგნის ელექტრონულ რესურსზე/პირველი კლასის უცხოური ენის საგნის სახელმძღვანელოს მაკეტზე. ამ შემთხვევაში დასაშვებია ერთი სახელმძღვანელო შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს ორ კლასს;
ბ) სახელმძღვაელოს/სერიის მაკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს შესარჩევი ერთეულების შესაბამისად;
გ) სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში გრიფის მინიჭებისთვის დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასში შემავალი თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი;
დ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო არ უნდა შეიცავდეს (ნებისმიერი ფორმით) მითითებას ან/და მოთხოვნას იმ საგანმანათლებლო რესურსის შესახებ, რომელიც შექმნილია ან მომავალში შეიქმნება გრიფირებისთვის წარმოსადგენი სახელმძღვანელოს მაკეტის კომპლექტს მიღმა და მისი გამოუყენებლობა შექმნის სირთულეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად გამოყენებისა და სასწავლო პროცესის წარმართვის საკითხში;
ე) განაცხადის სამინისტროში რეგისტრაციის დროისათვის არ უნდა მიმდინარეობდეს საავტორო უფლების მფლობელი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და არც მის ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა/აკრძალვა;
ვ) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ).
6. განმცხადებელი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლში მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სამინისტროს გადასცეს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტურობის დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტური, სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს ამ ხარვეზის აღმოფხვრის ვადა. ამ დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის ან სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განაცხადის რეგისტრაცია ჩაითვლება ბათილად.
7. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაფასებლად გადაცემამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს მის განაცხადზე წარმოების შეწყვეტა. საქმისწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადი დანართებითურთ რჩება სამინისტროში.
8. განმცხადებელი განაცხადების რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, გარანტორს წარუდგენს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ საავტორო ჰონორარზე მისთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტულ) ოდენობას. აღნიშნული ფასდაკლება ძალაშია გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში.
9. (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
+
მუხლი 81. განაცხადების შემოწმება🔗
1. განაცხადების შემოწმების ეტაპზე დგინდება განაცხადის შესაბამისობა ამ წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.
2. მინისტრის მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში, სამინისტრო ვალდებულია განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3. განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადის წარდგენის შემდეგ მასში ცვლილება შეიტანოს მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის საფუძველზე.
4. სამინისტრო განუხილველად ტოვებს განაცხადს თუკი იგი არ აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს ან/და განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა დადგენილი ხარვეზი. ამით სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი კარგავს გრიფირების შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 82. კონცეფციის წარმოდგენა და შეფასება🔗
1. განმცხადებელი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციას წარადგენს სამინისტროს წინაშე.
2. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის წარმოდგენისას განმცხადებელი უთითებს ინფორმაციას განმცხადებლის/წარმომადგენლის შესახებ (სახელი, გვარი/დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა) და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესახებ (საგნობრივი ჯგუფი, საგანი, საგნის სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი), კლასი, სახელმძღვანელოს ენა და სექტორი, სახელმძღვანელოს დასახელება, მაკეტის კომპლექტის შემადგენლობა და ნაწილები, ავტორი/ავტორები). უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის წარმოდგენისას, განმცხადებელი უფლებამოსილია, წარმოადგინოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ, რა დროსაც დგინდება წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი კონცეფცია არ შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, განმცხადებელს შეფასების შედეგები ეცნობება შესაბამისი დასაბუთების/რეკომენდაციის თანხლებით.
4. კონცეფციის შეფასება ხორციელდება შემფასებლისა და განმცხადებლის/სახელმძღვანელოს მაკეტის ავტორის/ავტორების ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვით.
5. სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფციის წარმოდგენის, მისი შეფასებისა და შედეგების გაცნობის ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. კონცეფციის შეფასების შედეგები არ გაითვალისწინება წინამდებარე წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების მიმდინარეობისას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
რეცენზირება/საჩივრების განხილვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
1
მუხლი 9. რეცენზირება1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირება მოიცავს შინაარსობრივ და ტექნიკურ რეცენზირებას.
2. შინაარსობრივი რეცენზირება გულისხმობს ორ ეტაპს:
ა) I ეტაპი – ძირითადი რეცენზირება, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა შინაარსობრივ კრიტერიუმებთან.
ბ) II ეტაპი – სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება, რა დროსაც მიმდინარეობს I ეტაპზე მიღებული რეკომენდაციის (დასაბუთების თანმხლებით) განხილვა განმცხადებელს/ავტორს/ავტორთა ჯგუფსა და შინაარსობრივ რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს შორის, გაცემული რეკომენდაციის (დასაბუთების თანმხლებით) გაუქმება/სხვაგვარი ფორმულირება, სახელმძღვანელოს მაკეტის ცვლილება, განხორციელებული ცვლილების გაცემულ რეკომენდაციასთან ავთენტურობის შემოწმება და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საბოლოო შეფასება. აღნიშნული ეტაპის გავლას არ საჭიროებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპზე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტმა მიიღო მაქსიმალური ჯამური ქულა – 100% და „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება.
3. ტექნიკური რეცენზირება გულისხმობს ორ ეტაპს:
ა) I ეტაპი – ძირითადი რეცენზირება, რა დროსაც ხორციელდება სახელმძღვანელოს/სერიის (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) მაკეტის შესაბამისობის დადგენა ტექნიკურ კრიტერიუმებთან;
ბ) II ეტაპი – შეუსაბამობის გამოსწორება (არსებობის შემთხვევაში), რა დროსაც მიმდინარეობს I ეტაპზე გაცემული დასაბუთების/მითითების განხილვა ავტორს/ავტორთა ჯგუფსა და ტექნიკურ რეცენზენტს/რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს შორის, გაცემული დასაბუთების/მითითების გაუქმება/სხვაგვარი ფორმულირება, სახელმძღვანელოს მაკეტის ცვლილება, განხორციელებული ცვლილების გაცემულ მითითებასთან ავთენტურობის შემოწმება და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საბოლოო შეფასება. აღნიშნული ეტაპის გავლას არ საჭიროებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი იმ შემთხვევაში, თუ I ეტაპზე ტექნიკური რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ დადგენილია რომ „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა ტექნიკურ კრიტერიუმს.
4. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ შინაარსობრივი რეცენზირების II ეტაპზე გადასულ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს, ასევე, იმ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს რომელმაც შინაარსობრივი რეცენიზრების I ეტაპზე მიიღო მაქსიმალური ჯამური ქულა - 100% და „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება.
5. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (სერიის შემთხვევაში – სერიაში შემავალი თითოეული კლასის მაკეტი) შინაარსობრივი რეცენზირების II ეტაპზე გადადის იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს მაკეტმა (სერიის შემთხვევაში – სერიაში შემავალი თითოეული კლასის მაკეტმა) გადალახა შინაარსობრივი კრიტერიუმებისთვის (ცალკე მაკეტისთვის და ცალკე სერიისთვის) დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულების 90%-იანი ზღვარი (ბარიერი) და „ნაწილობრივ აკმაყოფილებს“ ან/და „სრულად აკმაყოფილებს“ თითოეულ იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება.
6. შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების II ეტაპზე, განმცხადებელი/ავტორი/ავტორთა ჯგუფი ვალდებულია, ითანამშრომლოს შესაბამის რეცენზენტთან/რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფთან და მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისი ცვლილება (შინაარსობრივი, ტექნიკური), თუკი აღნიშნულზე პირდაპირ რეკომენდაციას/მითითებას შეიცავს რეცენზია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.
7. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეცენზენტი ან/და რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფი, რომელსაც თავმჯდომარეობს მინისტრის მიერ განსაზღვრული რეცენზენტი ამავე საგნობრივი ჯგუფიდან.
8. რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის საქმიანობას წინამდებარე წესთან და რეცენზირების წესთან მიმართებით, კოორდინირებას უწევს რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარე.
9. რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის წევრთა საქმიანობის ზედამხედველობას და კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო და მართვის სისტემა.
10. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. რეცენზენტთა ერთი საგნობრივი ჯგუფი აფასებს გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი ერთი და იმავე საგნის და კლასის/კლასების ყველა სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიულ მაკეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი რეცენზირებისათვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული დრო ვერ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ხარისხიან რეცენზირებას. ასეთ შემთხვევაში, სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამისი საგნის/კლასის სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული მაკეტის შესაფასებლად საჭირო საგნობრივი ჯგუფების სათანადო რაოდენობას.
12. რეცენზენტის ვინაობა, გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მონაწილე სამინისტროს/სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისა, ყველასათვის კონფიდენციალურია ამ წესით დადგენილი ვადის განმავლობაში. პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა ამ ვადაში ვალდებულია არ გაახმაუროს ან არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია გრიფირების მიზნების საწინააღმდეგოდ. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ შინაარსობრივი ან/და ტექნიკური რეცენზირების I ეტაპზე ცნობილი გახდა მის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის რეცენზენტის ვინაობა, ვალდებულია განაცხადოს აღნიშნულის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) რეცენზენტის აცილება – რა დროსაც სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისთვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს;
ბ) რეცენზიის გაუქმება – იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირება სხვა რეცენზენტის მიერ ვერ განხორციელდება დროის უკმარისობის გამო.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული ინფორმაცია საჯაროვდება სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისი განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით.
14. განმცხადებლისათვის/ავტორისათვის/ავტორთა ჯგუფისათვის მის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის რეცენზენტის/რეცენზენტების ვინაობა შესაძლებელია ცნობილი გახდეს სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და ტექნიკური რეცენზირების II ეტაპზე გადასვლის შესახებ საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 91. (ამოღებულია)🔗

მუხლი 92. მშობელთა ჩართულობა რეცენზირების პროცესში
1. საზოგადოებრივი საწყისებიდან გამომდინარე, შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპზე ხორციელდება მშობლების ჩართულობა, რაც გულისხმობს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) გაცნობასა და მათზე არგუმენტირებული შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენას.
მუხლი 92. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
2. რეცენზირების პროცესში მშობელთა შერჩევის, მათი ჩართულობის წესი და პირობები განისაზღვრება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
3. მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით, თუკი მაკეტზე გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაცია მიმართულია მაკეტის გაუმჯობესებისკენ, საკმარისად დასაბუთებულია და მისი გათვალისწინება განპირობებულია აუცილებლობით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 93. საჯარო განხილვა🔗
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი), მინისტრის მიერ დადგენილი ვადით ქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.2. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე (ანონიმურ ეგზემპლარზე) საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება დააფიქსიროს ელექტრონულად.
3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.
4. საჯარო განხილვის შედეგების გაზიარების შესახებ რეკომენდაცია მიიღება რეცენზენტთა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
+
მუხლი 10. საჩივრების განხილვა1. განმცხადებელი უფლებამოსილია, შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეულ რეცენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო კომისიას წარუდგინოს (ელექტრონულად) თავისი დასაბუთებული საჩივარი.
2. საჩივრის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე, გადაწყვეტილების შესრულების ვადები და სააპელაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. განმცხადებლის საჩივრის განხილვაში, სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩართულ იქნენ შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტები ან/და შესაბამისი საგნის/დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. აღნიშნული პირები არ მონაწილეობენ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.
4. საჩივრების წარდგენა და განხილვა წარიმართება რეცენზენტისა და განმცხადებლის ვინაობის კონფიდენციალობის დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) განიხილება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტში ანონიმურობის დარღვევის საკითხი;
ბ) სააპელაციო კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება განხილვის პროცესში შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტების ჩართვის შესახებ.
5. იმ განმცხადებლის მიერ, რომელთაც ვერ გადალახეს შინაარსოობრივი რეცენზირების I ეტაპი, სააპელაციო კომისიისათვის მიუმართაობის შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
თავი V
გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გასაჩივრება
+ მუხლი 11. გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება🔗1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების საფუძველია შემდეგი პირობების ერთობლიობა: ა) სახელმძღვანელოს/სერიის თითოეულმა სახელმძღვანელოს მაკეტმა შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპზე გადალახა შინაარსობრივი კრიტერიუმებისთვის (ცალკე მაკეტისთვის და ცალკე სერიისთვის) დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულების 90%-იანი ზღვარი (ბარიერი), „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება და საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მაკეტში განხორციელებული ცვლილების ავთენტურობის დადგენის შესახებ გაცემულ რეკომენდაციასთან მიმართებით (არსებობის შემთხვევში); ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი „სრულად აკმაყოფილებს“ ტექნიკური კრიტერიუმებს /მოთხოვნებს და რეცენზენტის/საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მაკეტში განხორციელებული ცვლილების ავთენტურობის დადგენის შესახებ გაცემულ რეკომენდაციასთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში). 2. გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge. გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება მხოლოდ განაცხადის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით. 3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღინიშნება: ა) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ); ბ) საგნობრივი ჯგუფი; გ) საგანი; დ) საგნის სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი); ე) კლასი; ვ) სექტორი (ქართულენოვანი თუ არაქართულენოვანი (სომხური, რუსული, აზერბაიჯანული)); ზ) სახელმძღვანელოს დასახელება; თ) განმცხადებელი; ი) ავტორი/ავტორები; კ) სახელმძღვანელოს ენა; ლ) კომპლექტის შემადგენლობა; მ) სხვა რაიმე არსებითი მახასიათებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. გრიფირების განმავლობაში განმცხადებელს ეკრძალება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირებისათვის წარმოდგენილ რედაქციაში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის კორექტირება, გარდა ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ან/და სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებისას. 5. გრიფირების ჩაშლის (სამინისტროში არცერთი განაცხადი არ დარეგისტრირებულა ან ამა თუ იმ მიზეზით განაცხადზე შეწყდა წარმოება ან განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს) შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ხელახლა გამოაცხადოს გრიფირება ამავე სახელმძღვანელოზე/სერიაზე; ბ) გამოიყენოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. + მუხლი 12. გრიფირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება🔗გრიფირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.+ მუხლი 13. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით🔗1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით გულისხმობს მინისტრის უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე. 2. მინისტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭება: ა) ემსახურება სკოლებში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნებს; ბ) გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან;გ) შეეხება სახელმძღვანელოს/სერიას, რომელიც შექმნილია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაცემული დავალების საფუძველზე (სამსახურებრივი ნაწარმოები). 3. მინისტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის თანხმობით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის მიმართ ეს წესი ვრცელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცალკეული შემთხვევისთვის დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. + თავი VI
უფლებამოსილებათა გამიჯვნა, უფლებები და ვალდებულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. + მუხლი 14. უფლებამოსილებათა გამიჯვნა, უფლებები და ვალდებულებები1. სამინისტრო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/ სერიის მაკეტის ობიექტური რეცენზირება , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ; ბ) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, დადოს სალიცენზიო ხელშეკრულება და გან ახორციელ ო ს მისი შესრულების მონიტორინგ ი; გ) შეარჩიოს გარანტორი, აწარმოოს მასთან მოლაპარაკებები და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი; დ) გაიღოს გარანტორის მომსახურების ხარჯები; ე) განსაზღვროს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელი მოთხოვნები, მათ შორის, სახელმძღვანელოს ბეჭდვის პარამეტრები (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა), ბეჭდვის სპეციფიკაციებთან დაკავშირებული რეკომენდაციები; ვ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია გამოიყენოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით; ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შე ქმნას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრი, დაგეგმილი გრიფირების შესახებ გა ავრცელოს ინფორმაცია და კოორდინაცია გაუწიოს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს პოტენციური ავტორებისთვის; თ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 2. სამინისტრო უფლებამოსილია: ა) საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოოს მოლაპარაკებები გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების შესახებ; ბ) ამ წესით დადგენილ შემთხვევებში იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობის წინაშე კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების შესახებ თანხმობის მისაღებად; გ) გრიფირების პროცესის ადმინისტრირებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დაავალოს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; დ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე დამატებითი მოსაზრებების მოპოვების მიზნით, რეცენზირების ეტაპზე ჩართოს შესაბამისი საგნის/დარგის სპეციალისტები და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები; ე) მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად; ვ) საავტორო უფლების მფლობელის ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხელი შეუწყოს საჯარო სკოლებში გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე ინფორმაციის გავრცელებას (პრესითა და ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება ხდება თანაბრად, ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მიმართ; ზ) განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება; თ) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან; ი) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები; კ) საავტორო უფლების მფლობელს, არაუგვიანეს გრიფირების IV ეტაპის დაწყებამდე, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ფორმატით წარმოდგენა; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 3. სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგ ში- სააგენტო) ვალდებულია: ა) განახორციელოსგრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი; ბ) ყოველწლიურად დაამტკიცოს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა და განსაზღვროს ამ პროგრამის ბენეფიციარები; გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 4. სააგენტო უფლებამოსილია: ა) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან; გ) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. 5 . მართვის სისტემა ვალდებულია : ა) წინამდებარე წესითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახელმძღვანელოს სერიის/მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს რეცენზირების პროცესი; ბ) უზრუნველყოს სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ელექტრონული შერჩევის ტექნიკური მხარდაჭერა; გ) სახელმძღვანელოების ბეჭდვის მიზნებიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად, განახორციელოს სკოლების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირება, ანალიზი, რანჟირება და სამინისტროსთვის ან/და სააგენტოსთვის მიწოდება; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს შერჩეულ რეცენზენტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. 6. მართვის სისტემა უფლებამოსილია: ა) საავტორო უფლების მფლობელისგან მიიღოს საბეჭდი ფაილი და ატვირთოს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, შეამოწმოს მისი შესაბამისობა წინამდებარე წესის დანართით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოს დიზაინთან და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს მისი აღმოფხვრა; ბ) წინამდებარე წესის ფარგლებში, განმცხადებელს/საავტორო უფლების მფლობელს გაუწიოს ტექნიკური ხასიათის კონსულტაცია ან/და დახმარება; |
ბ1) საჯარო განხილვის მიზნით, გაასაჯაროვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) და განახორციელოს განხილვის პროცესის მონიტორინგი;
გ) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
7 . საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია:
ა) ყოველწლიურად უზრუნველყოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობა კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, მათი არჩევანის გათვალისწინებით;
ბ) გარანტორს გადასცეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობის კონფიდენციალობის დაცვით;
გ ) სახელმძღვანელოში არ დაუშვას რაიმე სახის სოციალური , პოლიტიკური ან/ და კომერციული რეკლამის ან სასაქონლო ( სავაჭრო ) ნიშნის გამოყენება ( გარდა იმ შემთხვევისა , თუ იგი ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს ). რეკლამის გამოყენების დასაბუთება სავალდებულოა გამომდინარეობდეს საგანმანათლებლო მიზნებიდან და სათანადოდ იყოს არგუმენტირებული ავტორის მიერ ;
დ ) სამინისტროს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია გრიფირებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მისი აღმოჩენისთანავე ;
ე) დაბეჭდოს/გამოსცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია იმ სახით, რა სახითაც იგი გრიფმინიჭებულია ან მისი გადამუშავება შეითანხმა სამინისტრომ;
ვ) სახელმძღვანელო/სერია ან მისი მაკეტი გამოიყენოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;
ზ) საბეჭდი ფაილის შედგენისას გაითვალისწინოს ამ წესის დანართში განსაზღვრული მოთხოვნები;
თ) სამინისტროს დაინტერესების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში და ითანამშრომლოს მასთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუკი საავტორო უფლების მფლობელი ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყვის სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების ვალდებულების აღებაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული საავტორო უფლება მიზნობრივად, ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს სამინისტროს მიერ შერჩეულ პირს. თარგმანთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულებით;
ი) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის, გრიფმინიჭებული რედაქციისაგან განსხვავებული რედაქციით რეპროდუცირება, გრიფის მინიჭების შემდეგ ლიცენზიის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, საბეჭდ ფაილში არსებული ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე უარის თქმა) სამინისტროს აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მას არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
კ) სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში;
ლ) გადაუხადოს საავტორო ჰონორარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ავტორებს და სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორებს (იმ შემთხვევაში, თუ თავად არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ან ამ სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორი);
მ ) სამინისტროს მოთხოვნით, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, უზრუნველყოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;
ნ ) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განათავსოს ან მართვის სისტემას გადასცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს იდენტური საბეჭდი ფაილი. წარდგენილი ან ატვირთული საბეჭდი ფაილის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოსთან იდენტურობასა და სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საავტორო უფლების მფლობელს;
ო ) შესაბამისი საგნის ერთი საფეხურის ფარგლებში ერთი კლასის სახელმძღვანელოს მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ამავე საფეხურის ფარგლებში შემდგომი კლასის/კლასების სახელმძღვანელოების შესარჩევად გამოცხადებულ გრიფირებაში;
პ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
8. საავტორო უფლების მფლობელი უფლებამოსილია:
ა) გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა და იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენენ უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ბ) სამინისტროსგან მოითხოვოს სალიცენზიო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მისთვის მიწოდება და გაცნობის ხელშეწყობა;
გ) შეუზღუდავად და დამოუკიდებლად გამოსცეს და გაავრცელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის;
დ) გადაამუშავოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია;
ე) მოითხოვოს საავტორო ჰონორარის გადახდა სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ოდენობით;
ვ) ამ წესითა და სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით, სამინისტროს თანხმობით გრიფის მინიჭების შემდეგ საკუთარი უფლება- მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს;
ზ) სამინისტროსგან მოითხოვოს და მიიღოს მათი მხრიდან ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება მათ არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
თ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით;
ი) განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგი;
კ) განახორციელოს ამ წესით, სალიცენზიო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
9. სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად, გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში გამოიყენოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში)/სამინისტროს მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო რესურსი.
10. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლასა და მართვის სისტემას. მართვის სისტემა უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველებზე სკოლის ხელმისაწვდომობას. ამ ვადის განმავლობაში, სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის შესახებ. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროგრამის ბენეფიციარი სკოლის მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიისა და მათი ცვლილების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
10. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
11. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია, უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.
12. სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები. სკოლა, განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისთვის დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
+
თავი VII
სალიცენზიო ხელშეკრულება
+ მუხლი 15. სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები🔗1. სამინისტრო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას საავტორო უფლების მფლობელთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადით სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ. 2. მინისტრი სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე საავტორო უფლების მფლობელებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს ვადას სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის (მისამართი) წარმოსადგენად.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. +
|
1. თითოეულ საგანში შინაარსობრივ რეცენზირებაში საუკეთესო შედეგების მქონე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია შესაძლებელია ითარგმნოს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისათვის. თარგმანი ხორციელდება პრინციპით: 1 საგანი − 1 სახელმძღვანელო/სერია. იგივე პრინციპი გამოიყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის გადასამუშავებელი სახელმძღვანელოს განსასაზღვრად. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი რეცენზირებისას საუკეთესო შედეგის მქონე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რაოდენობა ერთზე მეტია, თარგმნას/გადამუშავებას ექვემდებარება საუკეთესო თანაბარი შედეგის მქონე ყველა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი.
1. თითოეულ საგანში შინაარსობრივ რეცენზირებაში საუკეთესო შედეგების მქონე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია შესაძლებელია ითარგმნოს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისათვის. თარგმანი ხორციელდება პრინციპით: 1 საგანი − 1 სახელმძღვანელო/სერია. იგივე პრინციპი გამოიყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის გადასამუშავებელი სახელმძღვანელოს განსასაზღვრად. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი რეცენზირებისას საუკეთესო შედეგის მქონე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რაოდენობა ერთზე მეტია, თარგმნას/გადამუშავებას ექვემდებარება ერთი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი, რომელიც გამოვლინდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შინაარსობრივი რეცენზირებისას საუკეთესო შედეგის მქონე სახელმძღვანელოს/სერიის ავტორ-გამომცემლობებისა და სამინისტროს წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანდასწრებით.
2. გრიფმინიჭებული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს/სერიის თარგმანი, თუკი მისი გამოყენება საქართველოს სკოლებში იგეგმება, თარგმანის ავთენტურობის შესამოწმებლად და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირების განსახორციელებლად წარედგინება სამინისტროს.
3. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება, ასევე, შეიძლება განხორციელდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
4. სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შესაძლებელია განხორციელდეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიების შექმნა, რისთვისაც სამინისტრო ადგენს სპეციალურ ტექნიკურ პარამეტრებს, გავრცელების პირობებს, წყაროს (ვებგვერდი), საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოებს მოლაპარაკებას ანაზღაურებასა და სხვა დამატებით პირობებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
+
მუხლი 18. სახელმძღვანელოს/სერიის განახლება🔗
1. გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ცვლილების ინიციატორი შეიძლება იყოს საავტორო უფლების მფლობელი, სამინისტრო ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი, საავტორო უფლების მფლობელთან შეთანხმებით.
2. სახელმძღვანელოს/სერიის ბეჭდვის მიზნებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს სახელმძღვანელოს/სერიის ტექნიკური/კორექტურული და საგამომცემლო სპეციფიკის აუცილებლობით განპირობებული ცვლილებები. 3. დაუშვებელია სამინისტროს თანხმობის გარეშე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში რაიმე ცვლილების (გარდა ტექნიკური/კორექტურული და საგამომცემლო სპეციფიკის აუცილებლობით განპირობებული ცვლილებებისა) შეტანა. 4. სავალდებულოა, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში რაიმე ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივა იყოს არგუმენტირებული, სამეცნიერო ან პრაქტიკული მოსაზრებებით გამყარებული.5. გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია განახლებული საბეჭდი ფაილი გადასცეს მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს განახლებული საბეჭდი ფაილის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. + მუხლი 19. (ამოღებულია) |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. + მუხლი 20. (ამოღებულია)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ. +
|
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №28/ნ
2017 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1 დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.🔗
+
მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა
+
დანართი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი
+
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდეგში – სკოლა) სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების (შემდეგში − გრიფირება) წესსა და პირობებს.
2. გრიფირების მიზანია ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელების ხელშეწყობა მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის გზით.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტორი/თანაავტორი (შემდეგში – ავტორი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შეიქმნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი;
ბ) საჩივრის განხილვა − განმცხადებლის მიერ, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზიაზე საკუთარი წერილობითი საჩივრის წარდგენის, განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
გ) საავტორო უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები, რომელსაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასკოლო სახელმძღვანელოზე გააჩნია ავტორის ქონებრივი უფლებები;
დ) სასკოლო სახელმძღვანელო (შემდეგში – სახელმძღვანელო) − ავტორის შეხედულებით „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში − ეროვნული სასწავლო გეგმა), მასში შემავალი საგნობრივი სასწავლო გეგმის/გეგმების მიხედვით ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასისათვის შედგენილი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც განკუთვნილია ამავე ეროვნული სასწავლო გეგმითა და შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. სახელმძღვანელოს სახეებია: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, ელექტრონული რესურსი მოსწავლის ან მასწავლებლის წიგნისათვის;
დ) სასკოლო სახელმძღვანელო (შემდგომ – სახელმძღვანელო) − ავტორის შეხედულებით „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომ − ეროვნული სასწავლო გეგმა), მასში შემავალი საგნობრივი სასწავლო გეგმის/გეგმების მიხედვით ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასისათვის შედგენილი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც განკუთვნილია ამავე ეროვნული სასწავლო გეგმითა და შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. სახელმძღვანელოს სახეებია: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, ელექტრონული რესურსი მოსწავლის ან მასწავლებლის წიგნისათვის;
ე) სახელმძღვანელოს კომპლექტი (შემდეგში − კომპლექტი) − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისა და კონკრეტული კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ერთი ან ერთზე მეტი სახე (ნაკრები);
ვ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი − განმცხადებლის მიერ, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი სახელმძღვანელო/სერია;
ზ) სერია – ერთი და იმავე კონცეფციის შესაბამისად აგებული ერთი საგნის რამდენიმე კლასისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების ერთობლიობა ზოგადი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში;
თ) სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა (შემდეგში − ანკეტა) − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ. ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდეგში − მინისტრი);
თ) სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა (შემდგომ − ანკეტა) − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ. ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ − მინისტრი);
ი) რეცენზენტი – პირი (მასწავლებელი, დარგის მეცნიერი, ფილოლოგი (ქართული ენის), ფსიქოლოგი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის სტანდარტის შემუშავებაში გამოცდილების მქონე პირი/ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ან სხვა სპეციალისტი), რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით ახორციელებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას;
კ) მასწავლებლის წიგნი – მასწავლებლისათვის განკუთვნილი მეთოდური რესურსი, რომელიც გამოიყენება ერთი ან ერთდროულად რამდენიმე კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის შესაბამისად სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისათვის;
ლ) მოსწავლის რვეული – კონკრეტული კლასისა და საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი ამოცანების, სავარჯიშოების, ტესტების ან/და კროსვორდების კრებული, რომელშიც მოსწავლეს საჭიროებისამებრ ჩაწერის, ჩახატვის, ჩახაზვის, ამოჭრის, გაფერადების ან ჩაწებების შესაძლებლობა აქვს;
ლ) მოსწავლის რვეული – კონკრეტული კლასისა და საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი ამოცანების, სავარჯიშოების, ტესტების ან/და კროსვორდების და ა.შ. კრებული, რომელშიც მოსწავლეს საჭიროებისამებრ ჩაწერის, ჩახატვის, ჩახაზვის, ამოჭრის, გაფერადების ან ჩაწებების შესაძლებლობა აქვს;
მ) მოსწავლის წიგნი – კონკრეტული კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსი;
მ1) მოსწავლის წიგნის დანართი − კონკრეტული კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის, მათ შორის არჩევითი (გაღრმავებული) კურსის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი რესურსი, რომელშიც დეტალური მასალა მოცემულია მოსწავლის წიგნში არსებული საკითხების შესაბამისად და რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს ცოდნის კონსტრუირება.
ნ) საგნობრივი სასწავლო გეგმა – ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული საგნისთვის დადგენილი მოთხოვნები, რომლებშიც წარმოდგენილია ამ საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება, საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით და საგნობრივი წლიური პროგრამები, რომლებშიც ნაჩვენებია სტანდარტის მოთხოვნების მიღწევის ერთ-ერთი გზა;
ო) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმი-სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შინაარსობრივი და ტექნიკური მახასიათებლების შესაფასებლად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოთხოვნები ან/და ინდიკატორები;
პ) რეცენზია − რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებითა და სავალდებულო რეკომენდაციით/მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჟ) განმცხადებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში − სამინისტრო) წარუდგენს გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით;
ჟ) განმცხადებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) წარუდგენს/წარუდგენენ გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით;
რ) გრიფირების განაცხადი (შემდეგში − განაცხადი) − განმცხადებლის მიერ კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების მიზნით სამინისტროში წარდგენილი ელექტრონული განცხადება. განაცხადის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;
ს) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია − სახელმძღვანელო/სერია, რომელსაც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს გრიფი. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია სასწავლო პროცესში წარმოადგენს ძირითად საგანმანათლებლო რესურსს;
ტ) რეცენზირება − პროცესი, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან;
უ) საბეჭდი ფაილი – სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი სრული, გამოსაცემად გამზადებული (რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების/მითითებების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისად კორექტირებული) ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ3 600, შესაბამის ელექტრონულ რესურსთან ერთად;
ფ) შესარჩევი ერთეული − კომპლექტი, რომელსაც გრიფირების გამოცხადებისას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი;
ქ) სააპელაციო კომისია − განმცხადებელთა საჩივრების მიღებისა და განხილვის მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი კომისია;
ღ) ელექტრონული რესურსი მასწავლებლის ან მოსწავლის წიგნისათვის − საგნობრივი სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების პროცესის მიზნებისათვის მოსწავლის ან მასწავლებლისათვის განკუთვნილი კონკრეტული კლასის/კლასების აუდიო/ვიდეო მასალა, სავარჯიშოების კრებული, თვალსაჩინოება ან ნებისმიერი სხვა რესურსი ციფრულ ფორმატში;
ყ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება − გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და სხვა ხასიათის ცვლილება სასწავლო პროცესში მისი დანერგვის შედეგების ან სხვა საჭიროების (არქეოლოგიური აღმოჩენა, სამეცნიერო ინოვაცია და სხვა) საფუძველზე;
ყ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება − გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და სხვა ხასიათის ცვლილება სასწავლო პროცესში მისი დანერგვის შედეგების, სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი განვითარების მიზნით ჩატარებული კვლევის ან სხვა საჭიროების (არქეოლოგიური აღმოჩენა, სამეცნიერო ინოვაცია და სხვა) საფუძველზე;
შ) სალიცენზიო ხელშეკრულება − სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს/მფლობელებს შორის ამ წესისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადებული ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების შესახებ;
ჩ) გარანტორი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობას და მის გასაჯაროებას სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით;
ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანო − საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში − რესურსცენტი) ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა. სკოლის მიერ შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არ/ვერ არჩევის შემთხვევაში, სკოლის მიმართვის საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომ − რესურსცენტი) მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული არჩევანი;
ძ) გადამუშავება − სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სახელმძღვანელოს/სერიის ბრაილის ფორმატში გადაყვანას, გახმოვანებას, თარგმნას და სხვა;
წ) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ);
ჭ) საავტორო ჰონორარი – გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლების (რეპროდუცირება, გავრცელება/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება) გადაცემისათვის, საბაზისო (ფიქსირებული) ან საბაზისო (ფიქსირებული) და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ტირაჟის ოდენობის მიხედვით, გრიფის მოქმედების ვადით, საავტორო უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფინანსური სარგებელი. უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ფინანსურ სარგებელს შესაძლებელია დაემატოს დამატებითი ჰონორარი;
ხ) საიდენტიფიკაციო ჭდე − გრიფმინიჭებული მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის (შემდეგში – პროგრამა) ფარგლებში ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით;
ხ) საიდენტიფიკაციო ჭდე − გრიფმინიჭებული მოსწავლის წიგნის, მოსწავლის წიგნის დანართის, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდენტიფიცირებელი და განმასხვავებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით;
ჯ) სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი – საავტორო უფლების მფლობელის მიერ შექმნილი და ადმინისტრირებადი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის უსაფრთხო და სანდო ინფორმაციის შემცველი აქტიური ვებგვერდი, რომელიც გამოიყენება ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის;
ჰ) (ამოღებულია - 19.10.2020, №108/ნ);
ჰ1) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფცია – სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სასწავლო ერთეულის აგების პრინციპების განმარტება, სარჩევითა და ერთი საჩვენებელი თავით.
ჰ1) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფცია – სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სასწავლო ერთეულის აგების პრინციპების განმარტება, სარჩევითა და ერთი საჩვენებელი თავით.
ჰ2) საჯარო განხილვა – ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ( ანონიმური ეგზემპლარი) საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნების ან/და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.
ჰ2) საჯარო განხილვა – ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ( ანონიმური ეგზემპლარი) საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნების ან/და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი
1. გრიფირებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით აკრძალულია:
ა) განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ან ავტორი იყოს სამინისტროს ან მისი სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი ან ამ თანამდებობის პირის ნათესავი;
ბ) რეცენზენტი იყოს განმცხადებელი, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საავტორო უფლების მფლობელი ფიზიკური პირი ან ავტორი, მათი ნათესავი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ სუბიექტის თანამშრომელი, რომელსაც ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაევალა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შექმნა;
გ) რეცენზენტი და სააპელაციო კომისიის წევრები იყვნენ ერთი და იგივე პირები ან ერთმანეთის ნათესავები;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად ჩაითვლება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) თანამდებობის პირი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის (აღმავალი, დამავალი) ნათესავი;
ბ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები;
გ) მეუღლე;
დ) მეუღლის და-ძმა და მათი შვილები;
ე) მეუღლის აღმავალი ხაზის ნათესავი.
4. გრიფირების მიმდინარეობისას, ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ განაცხადონ ამის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) რეცენზენტის აცილება – რა დროსაც სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისათვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს;
ბ) რეცენზიის გაუქმება – იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირება სხვა რეცენზენტის მიერ ვერ განხორციელდება დროის უკმარისობის გამო;
გ) განაცხადის განუხილველად დატოვება, თუკი დასტურდება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის არსებობის განზრახი დაფარვა;
დ) სააპელაციო კომისიის წევრის აცილება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისთვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირების დროის უკმარისობის გამო თუ რეცენზიის გაუქმება საფრთხეს უქმნის გრიფირებას ან სამინისტროს მიერ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს რეცენზია მხედველობაში არ მიიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 4. გრიფირების პრინციპები
1. ამ წესით რეგულირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) საჯაროობა (შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით);
ბ) თანამშრომლობა;
გ) კომპეტენტურობა;
დ) ობიექტურობა;
ე) თანასწორობა;
ვ) კეთილსინდისიერება;
ზ) კორექტულობა;
თ) კოლეგიურობა;
ი) კანონიერება;
კ) სამართლიანობა.
2. დაინტერესებული პირებისათვის გრიფირებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
+
მუხლი 5. გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა🔗
1. გრიფირების პროცესის წარმართვისათვის სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ქმნის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას – grifireba.emis.ge, უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას, უსაფრთხოებას, პერიოდულ განახლებას, მასში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობას, გრიფირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის წარმოებასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.
1. გრიფირების პროცესის წარმართვისათვის სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – მართვის სისტემა) ქმნის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემას – https://grifireba.emis.ge, უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას, უსაფრთხოებას, პერიოდულ განახლებას, მასში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობას, გრიფირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის წარმოებასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.
2. გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოების დაცვის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციოს სისტემის უფროსი.
3. განმცხადებელს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე ხელმისაწვდომობა უწყდება გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
მუხლი 6. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების ეტაპები
1. გრიფირების ეტაპებია:
ა) I ეტაპი − გრიფირების გამოცხადება;
ბ) II ეტაპი − განაცხადების რეგისტრაცია;
გ) III ეტაპი − განაცხადების შემოწმება;
დ) IV ეტაპი – რეცენზირება/საჩივრების განხილვა;
ე) V ეტაპი − გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფირების მომდევნო ეტაპზე გადადის მხოლოდ წინა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
+
მუხლი 7. გრიფირების გამოცხადება
1. გრიფირება ცხადდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება გრიფირების პირობები (შესარჩევი ერთეულები, განაცხადის რეგისტრაციის და სხვა ვადები, საავტორო ჰონორარის ოდენობა და ა.შ.).
2. გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის/კლასების სახელმძღვანელოზე/სახელმძღვანელოებზე.
2. გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის/კლასების სახელმძღვანელოზე/სახელმძღვანელოებზე, ასევე, კლასის ერთი სასწავლო სემესტრის სახელმძღვანელოზე. დასაშვებია შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს, მათ შორის სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადება, რომლებიც ჩაითვლება ამ საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს ერთიან კომპლექტად. ასეთ შემთხვევაში, მათი რეცენზირების შედეგები/გრიფის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთის მიმართ არ გაითვალისწინება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმძღვანელოს მაკეტის მიმართ, რომლის კომპლექტი წარმოდგენილია მოსწავლის წიგნით/მოსწავლის წიგნის დანართით/მოსწავლის რვეულით, მიღებულ იქნა გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისი განმცხადებლის/ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის მიერ წარმოდგენილი ამ საგნისა და კლასის შესაბამისი მასწავლებლის წიგნი/მასწავლებლის წიგნის ელექტრონული რესურსის სახელმძღვანელოს მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.
3. სამინისტრო უზრუნველყოფს გრიფირების გამოცხადების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას შემდეგ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
+
მუხლი 8. განაცხადების მიღება🔗
1. განაცხადების რეგისტრაციის ეტაპზე განმცხადებელი განაცხადს სამინისტროს წარუდგენს (არეგისტრირებს) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემდეგ მისამართზე www.grifireba.emis.ge. განაცხადს რეგისტრაციისას ენიჭება უნიკალური კოდი. ინფორმაცია განმცხადებლის, რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის შესახებ აისახება სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში.
1. განაცხადების რეგისტრაციის ეტაპზე განმცხადებელი განაცხადს სამინისტროს წარუდგენს (არეგისტრირებს) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემდეგ მისამართზე https://grifireba.emis.ge. განაცხადს რეგისტრაციისას ენიჭება უნიკალური კოდი. ინფორმაცია განმცხადებლის, რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის შესახებ აისახება სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში.
2. (ამოღებულია - 26.09.2019, №202/ნ).
3. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:
ა) განაცხადი (შევსებული ელექტრონულად, შესაბამისი რეკვიზიტების დაცვით, პრინციპით: ერთი შესარჩევი ერთეული − ერთი განაცხადი);
ბ) ანკეტა (შევსებული ელექტრონულად, პრინციპით: ერთი სახელმძღვანელოს მაკეტი − ერთი ანკეტა);
გ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის:
გ.ა) ორი ნაბეჭდი ეგზემპლარი იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება;
გ.ა) ორი ნაბეჭდი ეგზემპლარი (გარეკანის გარეშე) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება;
გ.ბ) ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი (PDF ფორმატში, სასურველია DPI − არაუმეტეს 600), შესაბამისი ელექტრონული რესურსით (არსებობის შემთხვევაში) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება, ამასთან ყოველ გვერდზე წარწერით „Don’t Copy“;
გ.ბ) ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი (გარეკანის გარეშე, PDF ფორმატში, სასურველია DPI − არაუმეტეს 600), შესაბამისი ელექტრონული რესურსით (არსებობის შემთხვევაში) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება, ამასთან ყოველ გვერდზე წარწერით „Don’t Copy“;
დ) ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის/მფლობელების თანხმობა (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზე, რომ:
დ) ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის/მფლობელების თანხმობა (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზე, რომ:
დ.ა) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარდგენილ იქნეს გრიფის მინიჭებაზე, ხოლო გრიფის მინიჭების შემთხვევაში − სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი უარს აცხადებს სამინისტროსთან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა წარმოადგენს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის სამინისტროს მიერ რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების განხორციელების საფუძველს;
დ.ა) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარდგენილ იქნეს გრიფის მინიჭებაზე, ხოლო გრიფის მინიჭების შემთხვევაში − სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ ავტორი/საავტორო უფლების მფლობელი უარს აცხადებს სამინისტროსთან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე, წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობა წარმოადგენს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის სამინისტროს მიერ რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების განხორციელების საფუძველს.
დ.ბ) განახორციელოს ამ წესის მე-9 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილებები/კორექტურა;
ე) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ატვირთული ელექტრონულად), თუკი განმცხადებელი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ავტორი ფიზიკური პირი/პირებია, ხოლო იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში − მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი (ატვირთული ელექტრონულად) და ინფორმაცია (ატვირთული ელექტრონულად), რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის/პირების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის/მათ ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა რეგისტრაციის ფაქტის, ასევე იმის შესახებ, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების (სათავო ოფისის) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის/მათ ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. ასეთ შემთხვევაში ცნობა დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
ვ) განმცხადებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრონულად) და წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ელექტრონულად), თუ განმცხადებელი რამდენიმე ფიზიკური პირია, ან განმცხადებელს განაცხადი შემოაქვს წარმომადგენლის მეშვეობით ან განმცხადებელი იურიდიული პირი/პირებია). არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში − შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი მსგავსი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი));
ვ) განმცხადებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატვირთული ელექტრონულად) და წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ატვირთული ელექტრონულად), თუ განმცხადებელი რამდენიმე ფიზიკური პირია, ან განმცხადებელს განაცხადი შემოაქვს წარმომადგენლის მეშვეობით ან განმცხადებელი იურიდიული პირი/პირებია). არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში − შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი მსგავსი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი));
ზ) არარეზიდენტი იურიდიული პირის/პირების შემთხვევაში − თავისი რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად (დედანი)) მასზედ, რომ არ ხორციელდება ამ იურიდიული პირის/პირების (სათავო ოფისი) რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის/მათ ქონებას არ ადევს ყადაღა/აკრძალვა. იგი დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
თ) უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში – განმცხადებელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი, განცხადების რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების წარმოდგენას, მისი შუამდგომლობის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია, მის წარმოასადგენად დაადგინოს დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს შინაარსობრივი რეცენზირების პირველი ეტაპის დასასრულს.
თ) უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში – განმცხადებელსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულება (ატვირთული ელექტრონულად და მატერიალურად), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი, განაცხადების რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების წარმოდგენას, მისი შუამდგომლობის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია, მის წარმოსადგენად დაადგინოს დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს შინაარსობრივი რეცენზირების პირველი ეტაპის დასასრულს.
31. განმცხადებელი უფლებამოსილია სამინისტროს წარუდგინოს:
ი) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – ზოგადი განათლების ამ საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატვირთული ელქტრონულად) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი ავტორის მიმართ, ხოლო ერთზე მეტი ავტორის არსებობის შემთხვევაში, არანაკლებ 2 ავტორის მიმართ. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – ზოგადი განათლების შესაბამის საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმძღვანელოს/სერიის არანაკლებ 1 ავტორის მიმართ (ატვირთული ელქტრონულად). ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ენისა და ლიტერატურის და უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამ სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების ავტორებზე.
31. განმცხადებელი უფლებამოსილია სამინისტროს წარუდგინოს:
ა) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფცია, გრიფირების განაცხადის და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარდგენამდე, მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში;
ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის სარედაქციო ჯგუფის წევრთა ჩამონათვალი, განაცხადის რეგისტრაციისას.
4. გრიფირების განაცხადის წარმოდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ:
ა) ეთანხმება ამ წესის პირობებს და აცხადებს, რომ გრიფირების მიმდინარეობისას, ისევე, როგორც გრიფის მოქმედების (იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს მიენიჭება გრიფი) მთელი პერიოდის განმავლობაში დაიცავს ამ წესის მოთხოვნებს;
ბ) თანახმაა, სამინისტრომ გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილ განაცხადში, ანკეტაში და შესაბამის დოკუმენტებსა და მასალებში მითითებული ინფორმაციის სისწორე და შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) თანახმაა, გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და მისი დანართები გრიფირების დასრულების შემდეგაც დარჩეს სამინისტროში საქმისწარმოების წესებით გათვალისწინებული ვადით;
დ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება;
ე) (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ);
ე1) თანახმაა, საჯარო განხილვის მიზნებისათვის გასაჯაროვდეს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი);
ე1) თანახმაა, საჯარო განხილვის მიზნებისათვის გასაჯაროვდეს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი);
ვ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამინისტროსთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების დაკვეთის შესასრულებლად, ხოლო დაკვეთის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − ამ სახელმძღვანელოზე შესაბამისი უფლება ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით მიზნობრივად გადასცეს სამინისტროს ან სამინისტროს მიერ შერჩეულ მესამე პირს;
ზ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მასწავლებლებისათვის თავისუფლად და შეუზღუდავად ხელმისაწვდომი გახადოს მასწავლებლის წიგნი ელექტრონულ ფორმატში და მასწავლებლის/მოსწავლის წიგნის ელექტრონული რესურსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) თანახმაა, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ანონიმურ ეგზემპლარში ანონიმურობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის საფუძველზე სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მხედველობაში იღებს, რომ შედეგად სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი გრიფირების შემდგომ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას კარგავს;
ი) განაცხადის წარდგენის მომენტში არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში და გრიფირების განმავლობაში ამ საკითხის მიმართ იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და თანამშრომლობის პრინციპებით;
კ) თანახმაა, სამინისტროს წარუდგინოს გრიფმინჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი ამ წესით დადგენილი პერიოდისათვის.
5. გრიფირებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამ მუხლით დადგენილი დოკუმენტაციისა და მასალებისა, სავალდებულოა განაცხადი ერთდროულად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი − მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, ელექტრონული რესურსი მოსწავლის წიგნისათვის უნდა იყოს განკუთვნილი საგნის ერთი კლასისთვის. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მასწავლებლის წიგნზე/მასწავლებლის წიგნის ელექტრონულ რესურსზე/პირველი კლასის უცხოური ენის საგნის სახელმძღვანელოს მაკეტზე. ამ შემთხვევაში დასაშვებია ერთი სახელმძღვანელო შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს ორ კლასს;
ა) თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი − მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, ელექტრონული რესურსი მოსწავლის წიგნისათვის უნდა იყოს განკუთვნილი საგნის ერთი კლასისთვის/კლასის ერთი სასწავლო სემესტრისთვის (ერთი სასწავლო სემესტრისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოზე გრიფირების გამოცხადების შემთხვევაში). აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მასწავლებლის წიგნზე/მასწავლებლის წიგნის ელექტრონულ რესურსზე/პირველი კლასის უცხოური ენის საგნის სახელმძღვანელოს მაკეტზე. ამ შემთხვევაში დასაშვებია მასწავლებლის წიგნის/მასწავლებლის წიგნის ელექტრონული რესურსის ერთი სახელმძღვანელოს მაკეტი შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს სამ კლასს, ხოლო პირველი კლასის უცხოური ენის საგნის ერთი სახელმძღვანელოს მაკეტი შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს ორ კლასს;
ბ) სახელმძღვაელოს/სერიის მაკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს შესარჩევი ერთეულების შესაბამისად;
ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს შესარჩევი ერთეულების შესაბამისად;
გ) სერიის მაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში გრიფის მინიჭებისთვის დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასში შემავალი თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი;
დ) გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო არ უნდა შეიცავდეს (ნებისმიერი ფორმით) მითითებას ან/და მოთხოვნას იმ საგანმანათლებლო რესურსის შესახებ, რომელიც შექმნილია ან მომავალში შეიქმნება გრიფირებისთვის წარმოსადგენი სახელმძღვანელოს მაკეტის კომპლექტს მიღმა და მისი გამოუყენებლობა შექმნის სირთულეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად გამოყენებისა და სასწავლო პროცესის წარმართვის საკითხში;
ე) განაცხადის სამინისტროში რეგისტრაციის დროისათვის არ უნდა მიმდინარეობდეს საავტორო უფლების მფლობელი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და არც მის ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა/აკრძალვა;
ვ) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ).
6. განმცხადებელი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლში მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სამინისტროს გადასცეს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტურობის დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტური, სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს ამ ხარვეზის აღმოფხვრის ვადა. ამ დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის ან სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განაცხადის რეგისტრაცია ჩაითვლება ბათილად.
7. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაფასებლად გადაცემამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს მის განაცხადზე წარმოების შეწყვეტა. საქმისწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადი დანართებითურთ რჩება სამინისტროში.
8. განმცხადებელი განაცხადების რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, გარანტორს წარუდგენს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ საავტორო ჰონორარზე მისთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტულ) ოდენობას. აღნიშნული ფასდაკლება ძალაშია გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში.
9. (ამოღებულია - 01.11.2018, №46/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
მუხლი 81. განაცხადების შემოწმება🔗
მუხლი 81. განაცხადების შემოწმება🔗
1. განაცხადების შემოწმების ეტაპზე დგინდება განაცხადის შესაბამისობა ამ წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.
2. მინისტრის მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში, სამინისტრო ვალდებულია განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3. განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადის წარდგენის შემდეგ მასში ცვლილება შეიტანოს მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის საფუძველზე.
4. სამინისტრო განუხილველად ტოვებს განაცხადს თუკი იგი არ აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს ან/და განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა დადგენილი ხარვეზი. ამით სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი კარგავს გრიფირების შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მიღების უფლებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 82. კონცეფციის წარმოდგენა და შეფასება🔗
მუხლი 82. კონცეფციის წარმოდგენა და შეფასება🔗
1. განმცხადებელი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციას წარადგენს სამინისტროს წინაშე.
2. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის წარმოდგენისას განმცხადებელი უთითებს ინფორმაციას განმცხადებლის/წარმომადგენლის შესახებ (სახელი, გვარი/დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა) და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესახებ (საგნობრივი ჯგუფი, საგანი, საგნის სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი), კლასი, სახელმძღვანელოს ენა და სექტორი, სახელმძღვანელოს დასახელება, მაკეტის კომპლექტის შემადგენლობა და ნაწილები, ავტორი/ავტორები). უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის წარმოდგენისას, განმცხადებელი უფლებამოსილია, წარმოადგინოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის კონცეფციის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ, რა დროსაც დგინდება წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი კონცეფცია არ შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, განმცხადებელს შეფასების შედეგები ეცნობება შესაბამისი დასაბუთების/რეკომენდაციის თანხლებით.
4. კონცეფციის შეფასება ხორციელდება შემფასებლისა და განმცხადებლის/სახელმძღვანელოს მაკეტის ავტორის/ავტორების ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვით.
5. სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფციის წარმოდგენის, მისი შეფასებისა და შედეგების გაცნობის ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. კონცეფციის შეფასების შედეგები არ გაითვალისწინება წინამდებარე წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების მიმდინარეობისას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
1
მუხლი 9. რეცენზირება
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირება მოიცავს შინაარსობრივ და ტექნიკურ რეცენზირებას.
2. შინაარსობრივი რეცენზირება გულისხმობს ორ ეტაპს:
ა) I ეტაპი – ძირითადი რეცენზირება, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისობა შინაარსობრივ კრიტერიუმებთან.
ბ) II ეტაპი – სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება, რა დროსაც მიმდინარეობს I ეტაპზე მიღებული რეკომენდაციის (დასაბუთების თანმხლებით) განხილვა განმცხადებელს/ავტორს/ავტორთა ჯგუფსა და შინაარსობრივ რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს შორის, გაცემული რეკომენდაციის (დასაბუთების თანმხლებით) გაუქმება/სხვაგვარი ფორმულირება, სახელმძღვანელოს მაკეტის ცვლილება, განხორციელებული ცვლილების გაცემულ რეკომენდაციასთან ავთენტურობის შემოწმება და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საბოლოო შეფასება. აღნიშნული ეტაპის გავლას არ საჭიროებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპზე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტმა მიიღო მაქსიმალური ჯამური ქულა – 100% და „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება.
3. ტექნიკური რეცენზირება გულისხმობს ორ ეტაპს:
ა) I ეტაპი – ძირითადი რეცენზირება, რა დროსაც ხორციელდება სახელმძღვანელოს/სერიის (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) მაკეტის შესაბამისობის დადგენა ტექნიკურ კრიტერიუმებთან;
ა) I ეტაპი – ძირითადი რეცენზირება, რა დროსაც ხორციელდება სახელმძღვანელოს/სერიის (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული) მაკეტის შესაბამისობის დადგენა ტექნიკურ კრიტერიუმებთან;
ბ) II ეტაპი – შეუსაბამობის გამოსწორება (არსებობის შემთხვევაში), რა დროსაც მიმდინარეობს I ეტაპზე გაცემული დასაბუთების/მითითების განხილვა ავტორს/ავტორთა ჯგუფსა და ტექნიკურ რეცენზენტს/რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს შორის, გაცემული დასაბუთების/მითითების გაუქმება/სხვაგვარი ფორმულირება, სახელმძღვანელოს მაკეტის ცვლილება, განხორციელებული ცვლილების გაცემულ მითითებასთან ავთენტურობის შემოწმება და სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საბოლოო შეფასება. აღნიშნული ეტაპის გავლას არ საჭიროებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი იმ შემთხვევაში, თუ I ეტაპზე ტექნიკური რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ დადგენილია რომ „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა ტექნიკურ კრიტერიუმს.
4. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ შინაარსობრივი რეცენზირების II ეტაპზე გადასულ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს, ასევე, იმ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს რომელმაც შინაარსობრივი რეცენიზრების I ეტაპზე მიიღო მაქსიმალური ჯამური ქულა - 100% და „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება.
5. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (სერიის შემთხვევაში – სერიაში შემავალი თითოეული კლასის მაკეტი) შინაარსობრივი რეცენზირების II ეტაპზე გადადის იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს მაკეტმა (სერიის შემთხვევაში – სერიაში შემავალი თითოეული კლასის მაკეტმა) გადალახა შინაარსობრივი კრიტერიუმებისთვის (ცალკე მაკეტისთვის და ცალკე სერიისთვის) დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულების 90%-იანი ზღვარი (ბარიერი) და „ნაწილობრივ აკმაყოფილებს“ ან/და „სრულად აკმაყოფილებს“ თითოეულ იმ კრიტერიუმს/მოთხოვნას, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება.
6. შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების II ეტაპზე, განმცხადებელი/ავტორი/ავტორთა ჯგუფი ვალდებულია, ითანამშრომლოს შესაბამის რეცენზენტთან/რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფთან და მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისი ცვლილება (შინაარსობრივი, ტექნიკური), თუკი აღნიშნულზე პირდაპირ რეკომენდაციას/მითითებას შეიცავს რეცენზია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.
7. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეცენზენტი ან/და რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფი, რომელსაც თავმჯდომარეობს მინისტრის მიერ განსაზღვრული რეცენზენტი ამავე საგნობრივი ჯგუფიდან.
8. რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის საქმიანობას წინამდებარე წესთან და რეცენზირების წესთან მიმართებით, კოორდინირებას უწევს რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარე.
9. რეცენზენტის/რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის წევრთა საქმიანობის ზედამხედველობას და კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო და მართვის სისტემა.
10. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. რეცენზენტთა ერთი საგნობრივი ჯგუფი აფასებს გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი ერთი და იმავე საგნის და კლასის/კლასების ყველა სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიულ მაკეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი რეცენზირებისათვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული დრო ვერ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ხარისხიან რეცენზირებას. ასეთ შემთხვევაში, სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამისი საგნის/კლასის სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული მაკეტის შესაფასებლად საჭირო საგნობრივი ჯგუფების სათანადო რაოდენობას.
12. რეცენზენტის ვინაობა, გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მონაწილე სამინისტროს/სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისა, ყველასათვის კონფიდენციალურია ამ წესით დადგენილი ვადის განმავლობაში. პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა ამ ვადაში ვალდებულია არ გაახმაუროს ან არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია გრიფირების მიზნების საწინააღმდეგოდ. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ შინაარსობრივი ან/და ტექნიკური რეცენზირების I ეტაპზე ცნობილი გახდა მის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის რეცენზენტის ვინაობა, ვალდებულია განაცხადოს აღნიშნულის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) რეცენზენტის აცილება – რა დროსაც სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი რეცენზირებისთვის გადაეცემა სხვა რეცენზენტს;
ბ) რეცენზიის გაუქმება – იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირება სხვა რეცენზენტის მიერ ვერ განხორციელდება დროის უკმარისობის გამო.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული ინფორმაცია საჯაროვდება სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისი განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით.
14. განმცხადებლისათვის/ავტორისათვის/ავტორთა ჯგუფისათვის მის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/სერიის რეცენზენტის/რეცენზენტების ვინაობა შესაძლებელია ცნობილი გახდეს სახელმძღვანელოს/სერიის შინაარსობრივი ან/და ტექნიკური რეცენზირების II ეტაპზე გადასვლის შესახებ საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
მუხლი 91. (ამოღებულია)🔗
მუხლი 91. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
+
მუხლი 92. (ამოღებულია)🔗
მუხლი 92. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 თებერვლის ბრძანება №28/ნ - ვებგვერდი, 19.02.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
+
მუხლი 93. საჯარო განხილვა🔗
მუხლი 93. საჯარო განხილვა🔗
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი), მინისტრის მიერ დადგენილი ვადით ქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.
2. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე (ანონიმურ ეგზემპლარზე) საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება დააფიქსიროს ელექტრონულად.
3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.
4. საჯარო განხილვის შედეგების გაზიარების შესახებ რეკომენდაცია მიიღება რეცენზენტთა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
+
მუხლი 10. საჩივრების განხილვა🔗
1. განმცხადებელი უფლებამოსილია, შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეულ რეცენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო კომისიას წარუდგინოს (ელექტრონულად) თავისი დასაბუთებული საჩივარი.
1. განმცხადებელი უფლებამოსილია, შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეულ რეცენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო კომისიას წარუდგინოს (შევსებული ელექტრონულად) თავისი დასაბუთებული საჩივარი.
2. საჩივრის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე, გადაწყვეტილების შესრულების ვადები და სააპელაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. განმცხადებლის საჩივრის განხილვაში, სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩართულ იქნენ შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტები ან/და შესაბამისი საგნის/დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. აღნიშნული პირები არ მონაწილეობენ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.
4. საჩივრების წარდგენა და განხილვა წარიმართება რეცენზენტისა და განმცხადებლის ვინაობის კონფიდენციალობის დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) განიხილება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტში ანონიმურობის დარღვევის საკითხი;
ბ) სააპელაციო კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება განხილვის პროცესში შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტების ჩართვის შესახებ.
5. იმ განმცხადებლის მიერ, რომელთაც ვერ გადალახეს შინაარსოობრივი რეცენზირების I ეტაპი, სააპელაციო კომისიისათვის მიუმართაობის შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.
5. იმ განმცხადებლის მიერ, რომელთაც ვერ გადალახეს შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპი, სააპელაციო კომისიისათვის მიუმართაობის შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
+
მუხლი 11. გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების საფუძველია შემდეგი პირობების ერთობლიობა:
ა) სახელმძღვანელოს/სერიის თითოეულმა სახელმძღვანელოს მაკეტმა შინაარსობრივი რეცენზირების I ეტაპზე გადალახა შინაარსობრივი კრიტერიუმებისთვის (ცალკე მაკეტისთვის და ცალკე სერიისთვის) დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულების 90%-იანი ზღვარი (ბარიერი), „სრულად აკმაყოფილებს“ ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის მიმართ გამოიყენება სიტყვიერი შეფასება და საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მაკეტში განხორციელებული ცვლილების ავთენტურობის დადგენის შესახებ გაცემულ რეკომენდაციასთან მიმართებით (არსებობის შემთხვევში);
ბ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი „სრულად აკმაყოფილებს“ ტექნიკური კრიტერიუმებს /მოთხოვნებს და რეცენზენტის/საგნობრივი ჯგუფის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მაკეტში განხორციელებული ცვლილების ავთენტურობის დადგენის შესახებ გაცემულ რეკომენდაციასთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში).
2. გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge. გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება მხოლოდ განაცხადის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.
3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღინიშნება:
ა) (ამოღებულია - 01.06.2017, №88/ნ);
ბ) საგნობრივი ჯგუფი;
გ) საგანი;
დ) საგნის სტატუსი (სავალდებულო/არჩევითი);
ე) კლასი;
ვ) სექტორი (ქართულენოვანი თუ არაქართულენოვანი (სომხური, რუსული, აზერბაიჯანული));
ვ) სექტორი (ქართულენოვანი/არაქართულენოვანი (სომხური, რუსული, აზერბაიჯანული));
ზ) სახელმძღვანელოს დასახელება;
თ) განმცხადებელი;
ი) ავტორი/ავტორები;
კ) სახელმძღვანელოს ენა;
ლ) კომპლექტის შემადგენლობა;
მ) სხვა რაიმე არსებითი მახასიათებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. გრიფირების განმავლობაში განმცხადებელს ეკრძალება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირებისათვის წარმოდგენილ რედაქციაში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის კორექტირება, გარდა ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ან/და სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებისას.
5. გრიფირების ჩაშლის (სამინისტროში არცერთი განაცხადი არ დარეგისტრირებულა ან ამა თუ იმ მიზეზით განაცხადზე შეწყდა წარმოება ან განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს) შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) ხელახლა გამოაცხადოს გრიფირება ამავე სახელმძღვანელოზე/სერიაზე;
ბ) გამოიყენოს ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
მუხლი 12. გრიფირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება
გრიფირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
მუხლი 13. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით
1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით გულისხმობს მინისტრის უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე.
2. მინისტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭება:
ა) ემსახურება სკოლებში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნებს;
ბ) გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან;
გ) შეეხება სახელმძღვანელოს/სერიას, რომელიც შექმნილია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაცემული დავალების საფუძველზე (სამსახურებრივი ნაწარმოები).
3. მინისტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის თანხმობით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის მიმართ ეს წესი ვრცელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცალკეული შემთხვევისთვის დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 14. უფლებამოსილებათა გამიჯვნა, უფლებები და ვალდებულებები
1. სამინისტრო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს/ სერიის მაკეტის ობიექტური რეცენზირება , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;
ბ) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, დადოს სალიცენზიო ხელშეკრულება და გან ახორციელ ო ს მისი შესრულების მონიტორინგ ი;

გ) შეარჩიოს გარანტორი, აწარმოოს მასთან მოლაპარაკებები და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
დ) გაიღოს გარანტორის მომსახურების ხარჯები;
ე) განსაზღვროს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელი მოთხოვნები, მათ შორის, სახელმძღვანელოს ბეჭდვის პარამეტრები (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა), ბეჭდვის სპეციფიკაციებთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
ვ) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია გამოიყენოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;
ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შე ქმნას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრი, დაგეგმილი გრიფირების შესახებ გა ავრცელოს ინფორმაცია და კოორდინაცია გაუწიოს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს პოტენციური ავტორებისთვის;
თ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
2. სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოოს მოლაპარაკებები გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების შესახებ;
ბ) ამ წესით დადგენილ შემთხვევებში იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობის წინაშე კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭების შესახებ თანხმობის მისაღებად;
გ) გრიფირების პროცესის ადმინისტრირებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დაავალოს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
დ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე დამატებითი მოსაზრებების მოპოვების მიზნით, რეცენზირების ეტაპზე ჩართოს შესაბამისი საგნის/დარგის სპეციალისტები და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები;
ე) მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;
ე) მოსწავლის წიგნის, მოსწავლის წიგნის დანართისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;
ვ) საავტორო უფლების მფლობელის ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხელი შეუწყოს საჯარო სკოლებში გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე ინფორმაციის გავრცელებას (პრესითა და ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზებას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება ხდება თანაბრად, ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მიმართ;

ზ) განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება;
თ) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;
ი) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;
კ) საავტორო უფლების მფლობელს, არაუგვიანეს გრიფირების IV ეტაპის დაწყებამდე, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ფორმატით წარმოდგენა;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3. სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგ ში- სააგენტო) ვალდებულია:
ა) განახორციელოსგრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი;
ბ) ყოველწლიურად დაამტკიცოს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა და განსაზღვროს ამ პროგრამის ბენეფიციარები;
გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
4. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი;
ა) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;
გ) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
5 . მართვის სისტემა ვალდებულია :
ა) წინამდებარე წესითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახელმძღვანელოს სერიის/მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს რეცენზირების პროცესი;
ბ) უზრუნველყოს სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ელექტრონული შერჩევის ტექნიკური მხარდაჭერა;
გ) სახელმძღვანელოების ბეჭდვის მიზნებიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად, განახორციელოს სკოლების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირება, ანალიზი, რანჟირება და სამინისტროსთვის ან/და სააგენტოსთვის მიწოდება;
დ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს შერჩეულ რეცენზენტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
6. მართვის სისტემა უფლებამოსილია:
ა) საავტორო უფლების მფლობელისგან მიიღოს საბეჭდი ფაილი და ატვირთოს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, შეამოწმოს მისი შესაბამისობა წინამდებარე წესის დანართით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოს დიზაინთან და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს მისი აღმოფხვრა;
ბ) წინამდებარე წესის ფარგლებში, განმცხადებელს/საავტორო უფლების მფლობელს გაუწიოს ტექნიკური ხასიათის კონსულტაცია ან/და დახმარება;
ბ1) საჯარო განხილვის მიზნით, გაასაჯაროვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) და განახორციელოს განხილვის პროცესის მონიტორინგი;
ბ1) საჯარო განხილვის მიზნით, გაასაჯაროვოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) და განახორციელოს განხილვის პროცესის მონიტორინგი;
გ) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
7 . საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია:
ა) ყოველწლიურად უზრუნველყოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობა კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, მათი არჩევანის გათვალისწინებით;
ბ) გარანტორს გადასცეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაცია ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობის კონფიდენციალობის დაცვით;
გ ) სახელმძღვანელოში არ დაუშვას რაიმე სახის სოციალური , პოლიტიკური ან/ და კომერციული რეკლამის ან სასაქონლო ( სავაჭრო ) ნიშნის გამოყენება ( გარდა იმ შემთხვევისა , თუ იგი ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს ). რეკლამის გამოყენების დასაბუთება სავალდებულოა გამომდინარეობდეს საგანმანათლებლო მიზნებიდან და სათანადოდ იყოს არგუმენტირებული ავტორის მიერ ;
დ ) სამინისტროს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია გრიფირებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ მისი აღმოჩენისთანავე ;
ე) დაბეჭდოს/გამოსცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია იმ სახით, რა სახითაც იგი გრიფმინიჭებულია ან მისი გადამუშავება შეითანხმა სამინისტრომ;
ვ) სახელმძღვანელო/სერია ან მისი მაკეტი გამოიყენოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;
ზ) საბეჭდი ფაილის შედგენისას გაითვალისწინოს ამ წესის დანართში განსაზღვრული მოთხოვნები;
თ) სამინისტროს დაინტერესების შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში და ითანამშრომლოს მასთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუკი საავტორო უფლების მფლობელი ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყვის სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების ვალდებულების აღებაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული საავტორო უფლება მიზნობრივად, ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს სამინისტროს მიერ შერჩეულ პირს. თარგმანთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულებით;
ი) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის, გრიფმინიჭებული რედაქციისაგან განსხვავებული რედაქციით რეპროდუცირება, გრიფის მინიჭების შემდეგ ლიცენზიის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, საბეჭდ ფაილში არსებული ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე უარის თქმა) სამინისტროს აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მას არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
ი) ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის, გრიფმინიჭებული რედაქციისაგან განსხვავებული რედაქციით რეპროდუცირება, გრიფის მინიჭების შემდეგ სალიცენზიო ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, საბეჭდ ფაილში არსებული ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე უარის თქმა) სამინისტროს აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მას არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
კ) სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში;
კ) სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლის წიგნში, მოსწავლის წიგნის დანართში და მასწავლებლის წიგნში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში;
ლ) გადაუხადოს საავტორო ჰონორარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ავტორებს და სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორებს (იმ შემთხვევაში, თუ თავად არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ან ამ სახელმძღვანელოში შემავალი ნაწარმოების ავტორი);
მ ) სამინისტროს მოთხოვნით, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, უზრუნველყოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;
მ ) სამინისტროს მოთხოვნით, მოსწავლის წიგნის, მოსწავლის წიგნის დანართისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, უზრუნველყოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;
ნ ) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განათავსოს ან მართვის სისტემას გადასცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს იდენტური საბეჭდი ფაილი. წარდგენილი ან ატვირთული საბეჭდი ფაილის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოსთან იდენტურობასა და სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საავტორო უფლების მფლობელს;
ო ) შესაბამისი საგნის ერთი საფეხურის ფარგლებში ერთი კლასის სახელმძღვანელოს მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ამავე საფეხურის ფარგლებში შემდგომი კლასის/კლასების სახელმძღვანელოების შესარჩევად გამოცხადებულ გრიფირებაში;
ო1) შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში, განაცხადი წარადგინოს ამ საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს ყველა სახეზე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წარდგენილი სახელმძღვანელოს/სერიაში შემავალი სახელმძღვანელოს მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.
პ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
8. საავტორო უფლების მფლობელი უფლებამოსილია:
ა) გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა და იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენენ უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ბ) სამინისტროსგან მოითხოვოს სალიცენზიო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მისთვის მიწოდება და გაცნობის ხელშეწყობა;
გ) შეუზღუდავად და დამოუკიდებლად გამოსცეს და გაავრცელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის;
დ) გადაამუშავოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია;
ე) მოითხოვოს საავტორო ჰონორარის გადახდა სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ოდენობით;
ვ) ამ წესითა და სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით, სამინისტროს თანხმობით გრიფის მინიჭების შემდეგ საკუთარი უფლება- მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს;
ზ) სამინისტროსგან მოითხოვოს და მიიღოს მათი მხრიდან ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება მათ არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
თ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით;
ი) განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგი;
კ) განახორციელოს ამ წესით, სალიცენზიო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
9. სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად, გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში გამოიყენოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში)/სამინისტროს მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო რესურსი.
10. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
91. სკოლა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან, სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში, თუ მათზე გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები ერთმანეთს არ ემთხვევა, სკოლა შეარჩევს ამ საგნისა და კლასის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს სახეს/სახეებს, რომლის შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დანარჩენი სახე/სახეები ავტომატურად შერჩეულად ჩაითვლება ამ სახელმძღვანელოს მიმართ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ხოლო, თუ შერჩეული სახელმძღვანელოს სახის/სახეების შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დარჩენილ სახეს/სახეებს უარი ეთქვა გრიფის მინიჭებაზე, სკოლა შერჩევას ახორციელებს ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სახეს/სახეებს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგივე პრინციპი გამოიყენება სერიაში შემავალი კლასების სახელმძღვანელოების სახეებზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს.
10. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
11. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია, უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.
12. სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები. სკოლა, განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისთვის დადგენილ ვადაში.
12. სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენებისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საგნების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო წლის განმავლობაში, შესაბამისი კლასის სახელმძღვანელოსთან ერთად ან მის ნაცვლად, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები კლასების თანმიმდევრობის დაცვით. სკოლა, შესაბამისი/განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მართვის სისტემის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
+
მუხლი 15. სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები
1. სამინისტრო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას საავტორო უფლების მფლობელთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადით სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ.
2. მინისტრი სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე საავტორო უფლების მფლობელებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს ვადას სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის (მისამართი) წარმოსადგენად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
+
გადამუშავება/განახლება
+
მუხლი 16. გრიფის მოქმედების ვადა
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების პერიოდით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
+
მუხლი 17. სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება
1. თითოეულ საგანში შინაარსობრივ რეცენზირებაში საუკეთესო შედეგების მქონე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია შესაძლებელია ითარგმნოს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისათვის. თარგმანი ხორციელდება პრინციპით: 1 საგანი − 1 სახელმძღვანელო/სერია. იგივე პრინციპი გამოიყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის გადასამუშავებელი სახელმძღვანელოს განსასაზღვრად. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი რეცენზირებისას საუკეთესო შედეგის მქონე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რაოდენობა ერთზე მეტია, თარგმნას/გადამუშავებას ექვემდებარება ერთი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი, რომელიც გამოვლინდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შინაარსობრივი რეცენზირებისას საუკეთესო შედეგის მქონე სახელმძღვანელოს/სერიის ავტორ-გამომცემლობებისა და სამინისტროს წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანდასწრებით.
2. გრიფმინიჭებული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს/სერიის თარგმანი, თუკი მისი გამოყენება საქართველოს სკოლებში იგეგმება, თარგმანის ავთენტურობის შესამოწმებლად და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირების განსახორციელებლად წარედგინება სამინისტროს.
3. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავება, ასევე, შეიძლება განხორციელდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
4. სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შესაძლებელია განხორციელდეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიების შექმნა, რისთვისაც სამინისტრო ადგენს სპეციალურ ტექნიკურ პარამეტრებს, გავრცელების პირობებს, წყაროს (ვებგვერდი), საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოებს მოლაპარაკებას ანაზღაურებასა და სხვა დამატებით პირობებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის ბრძანება №140/ნ - ვებგვერდი, 12.07.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 19.10.2020 წ.
+
მუხლი 18. სახელმძღვანელოს/სერიის განახლება
1. გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ცვლილების ინიციატორი შეიძლება იყოს საავტორო უფლების მფლობელი, სამინისტრო ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი, საავტორო უფლების მფლობელთან შეთანხმებით.
2. სახელმძღვანელოს/სერიის ბეჭდვის მიზნებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს სახელმძღვანელოს/სერიის ტექნიკური/კორექტურული და საგამომცემლო სპეციფიკის აუცილებლობით განპირობებული ცვლილებები.
3. დაუშვებელია სამინისტროს თანხმობის გარეშე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში რაიმე ცვლილების (გარდა ტექნიკური/კორექტურული და საგამომცემლო სპეციფიკის აუცილებლობით განპირობებული ცვლილებებისა) შეტანა.
4. სავალდებულოა, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში რაიმე ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივა იყოს არგუმენტირებული, სამეცნიერო ან პრაქტიკული მოსაზრებებით გამყარებული.
41. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება, მისი შინაარსორივი განვითარების მიზნით, მასში ცვლილების შეტანის გზით, დასაშვებია სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ.
42. შინაარსობრივი განვითარების მიზნით, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ცვლილების შეტანა ხორციელდება ამ გრიფმინიჭებული სახელმძღანელოს/სერიის მიმართ სამინისტროს მიერ ჩატარებული შესაბამისი კვლევის (ფოკუს-ჯგუფი, ინტერვიუ/გამოკითხვა, სამუშაო სემინარების შედეგები და სხვა) შედეგის საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში). კვლევა დასაშვებია განხორციელდეს ცალკეული საგნის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე, რა დროსაც კვლევა ტარდება მისი ყველა ალტერნატივის მიმართ.
43. კვლევის შედეგის საფუძველზე განახლებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია მის ალტერნატიულ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებთან/სერიებთან ერთად, შესაძლებელია სკოლებს შეეთავაზოთ განმეორებით შესარჩევად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს.
5. გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია განახლებული საბეჭდი ფაილი გადასცეს მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს განახლებული საბეჭდი ფაილის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 19. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
მუხლი 20. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №184/ნ - ვებგვერდი, 09.11.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №50/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 11 მაისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 11.05.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
+
+
მუხლი 21. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანება;
2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებით გათვალისწინებული სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელის უფლებები და ვალდებულებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის ვადით.
3. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების შესაბამისი ნორმები.
4. ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც გრიფი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული, გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდეთ იმავე საგნისა და კლასის სახელმძღვანელოსათვის მინისტრის მიერ ახალი გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე.
5. ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საგნის სწავლებისას სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად გამოიყენება ქართული, როგორც მეორე ენის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია, მისი გრიფის მოქმედების ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 02.06.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №46/ნ - ვებგვერდი, 01.11.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“, №28/ნ, 16.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017282 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3580997-10/