საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან. |
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1. რეგულირების სფერო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფები) სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, საქმიანობის პრინციპებს, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი სტრუქტურული ქვედანაყოფები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება 1. სტრუქტურული ქვედანაყოფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურუდიული პირებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში; გ) სამართლებრივ აქტებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოამზადოს გადაწყვეტილებები; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე; ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; ვ) მინისტრის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად; ზ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში; თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე და/ან მინისტრი. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
თავი II პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოხელეები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ. მუხლი 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. პირველად სტრუქტურულ ერთეულს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს/სამმართველოს/სამსახურს) ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (დეპარტამენტის უფროსი/სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსი) (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი). 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) იხილავს დადგენილი წესის მიხედვით შემოსულ კორესპონდენციას და ღებულობს გადაწყვეტილებას; ე) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების წახალისების და მოხელეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს სხვა პერიოდულობითაც; ლ) პერიოდულად ისმენს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას; ნ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებების დაცვას და შესრულების კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; ო) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; პ) ასრულებს მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელის მოადგილე 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას და ამ სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი) 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამმართველოს) ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის წინაშე. 4. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის; გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის; დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია მის სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; თ) ახორციელებს კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა 1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასევე იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების არყოფნის, ან მათ მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელთაც არ ჰყავთ მოადგილე, მათ უფლებამოსილებას ასრულებს მათ მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.
თავი III პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ. მუხლი 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ქვედანაყოფები) სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (სტრუქტურული ქვედანაყოფებია): ა) სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი; ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი; ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი; თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი; ი) სამინისტროს აპარატი; კ) დავების განხილვის სამსახური; ლ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; მ) ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი; ნ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 16.06.2021წ.
მუხლი 9. მეორადი სტრუქტურული ერთეულები 1. პირველად სტრუქტურულ ერთეულებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) შეიძლება შედიოდნენ მეორადი სტრუქტურული ერთეულები – სამმართველოები. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ფასიანი ქაღალდების სამმართველო; ბ) ანალიტიკური სამმართველო; გ) ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო; დ) საინვესტიციო პროექტების სამმართველო; ე) ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო. 4. იურიდიული დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო: ბ) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო; გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო. 5. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; ბ) საფინანსო სამმართველო; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; 6. საბიუჯეტო დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო; ბ) სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო; გ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო. 7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინსპექტირების სამმართველო; ბ) მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო. 8. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო; ბ) საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო; გ) საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო; დ) საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო. 9. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო; ბ) ფისკალური პროგნოზირების სამმართველო; გ) მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო. 10. სამინისტროს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; გ) საქმისწარმოების სამმართველო. 101. დავების განხილვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საჩივრების სამმართველო; ბ) გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო. 11. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №274 - ვებგვერდი, 16.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
თავი IV სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 10. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 11. ფასიანი ქაღალდების სამმართველო ფასიანი ქაღალდების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში; ბ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების ემისიების მომზადებასთან, გამოშვებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა; დ) სახელმწიფო საშინაო ვალთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების პოპულარიზაცია და აღნიშნულ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება; აღნიშნული მიზნით სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; ე) გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარების პროცესში მონაწილეობა; ვ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 12. ანალიტიკური სამმართველო ანალიტიკური სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრაში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში; გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების ემისიების მომზადებასთან, გამოშვებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ზ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება; ი) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება; კ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში; ლ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით; მ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება; ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ო) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 121. ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა; გ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა ვალის მომსახურების მხრივ; დ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით; ე) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცესში მონაწილეობა; ვ) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება და ანგარიშგება; ზ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან მიღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება; თ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება; ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობების განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით; კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მომსახურების პროცესში მონაწილეობა; ლ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხებული თანხების აღრიცხვა; მ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების განსაზღვრა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით; ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ფინანსური მონიტორინგი; ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა; პ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 122. საინვესტიციო პროექტების სამმართველო საინვესტიციო პროექტების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა; გ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა დაფინანსების მოზიდვის მხრივ; დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება; ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; ზ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო პროექტების თანმდევი გრანტების აღრიცხვა; თ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში; კ) სამინისტროს სისტემისთვის დონორებთან ურთიერთობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების მოძიებაში მხარდაჭერა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლის 123. ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა; გ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა დაფინანსების მოზიდვის მხრივ; დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროგრამების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული პროგრამების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება; ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; ზ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა; თ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია; ი) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
თავი V იურიდიული დეპარტამენტი მუხლი 13. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 14. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართელოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილი იმ ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება, რომლის მხარესაც წარმოადგენს სამინისტრო ან/და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; დ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენა ან/და კოორდინაცია; ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების, განცხადებების განხილვა ან/და მონაწილეობის მიღება მათ განხილვაში, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ზ) სამინისტროში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ი) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება. ლ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარმომადგენლობა შესაბამის უწყებებში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას; მ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი მსვლელობის მიცემა და სათანადო რეაგირება; მ1) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მ2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; მ3) ამ მუხლის „მ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული დეპარტამენტის სხვა სამმართველოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა; მ4) ამ მუხლის „მ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება. ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის ბრძანება №254 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 15. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო პარლამენტთან ურთიერთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივანისათვის მისი ფუნქციების განხორციელებაში ხელის შეწყობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის კოორდინაცია; ე) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულების კოორდონიცია და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტის ან/და საქართველოს მთავრობისათვის; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და მის მმარველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენა ან /და კოორდინაცია; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება; ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 16. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში (გარდა იმ საგადასახადო/საბაჟო დავებისა, რომელზე სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ მინდობილი აქვს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს) და კერძო არბიტრაჟში; ბ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში; გ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარმომადგენლობა შესაბამის უწყებებში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას; დ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისგან; ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა; ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 12.10.2020წ.
მუხლი 17. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №274 - ვებგვერდი, 16.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
თავი VI საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 18. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 19. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა; საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექტირება და მისი რეგისტრაცია სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; გ) სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება ელექტრონულად სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით; ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება; ვ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების (მათ შორის, ხელშეკრულების ცვლილების), ასევე ამ ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 20. საფინანსო სამმართველო საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების პროექტის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა; გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა; დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში დასამტკიცებლად წარდგენა; ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა; ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა; ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების სახაზინო სამსახურში წარდგენა რეგისტრაციისთვის; თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება; ი) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა; კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ფინანსური ანგარიშის (ბალანსი) შედგენა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ლ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით; მ) ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი; ნ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით „ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტისთვის“ დადგენილი ფუნქციების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია და შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 201. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ბ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით სახაზინო ოპერაციების განხორციელების და თანმდევი ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა და წარმართვა; გ) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სერვისზე (rs.ge) ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების სრულყოფილი აღრიცხვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დაცვით, გადახდების განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საფუძველზე ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში (eTreasury) ვალდებულებების დარეგისტრირება, ხელშეკრულებების გადახდის გრაფიკების შედგენა და შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის დარეგისტრირება; ვ) სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის შესაბამისი ანაზღაურების, სამივლინებო (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ) თანხების აღრიცხვა და გაცემა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი; ზ) გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების (rs.ge) განაცემთა ინფორმაციის წარდგენა, კანონმდებლობის შესაბამისად; თ) ძირითადი აქტივების და მატერიალური მარაგების მოძრაობის (შემოსავალი/გასავალი) პროცესის ამსახველი სააღრიცხვო და ბუღალტრული მონაცემების (ინფორმაცია „FMG“ და „ORIS“ პროგრამებიდან შედარება) და სხვადასხვა მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა; ი) საწყობში არსებული და, ასევე, ექსპლუატაციაში მყოფი არაფინანსური აქტივების (ინფორმაცია „FMG“ პროგრამიდან) ბუღალტრულ მონაცემებთან (ინფორმაცია „ORIS“ პროგრამიდან) შედარება; ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შედეგების ბუღალტრულად ასახვა; კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა-გადმოცემის პროცესის ამსახველი სააღრიცხვო და ბუღალტრული მონაცემების (ინფორმაცია „FMG“ და „ORIS“ პროგრამებიდან) მომზადება და მათ სააღრიცხვო და ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება (აღნიშნული პროცესის სწორი ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული მონაცემების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარება); ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების შედგენა და სახაზინო სამსახურში წარდგენა; მ) სამინისტროს და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებების ვადების ან სხვა დარღვევებისას (ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე) პირგასამტეხლოს დარიცხვა, შეტყობინების გაგზავნა; ნ) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე (იჯარით გაცემული ფართები) დეპოზიტზე შემოსული თანხების ბიუჯეტში გადატანა; ო) ყოველთვიური და წლიური ანგარიშგების მომზადება და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში წარდგენა; პ) კვარტალური და წლიური საჯარო ინფორმაციის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 21. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 22. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა; დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა როგორც საფინანსო სამმართველოში დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის საპროგნოზო ასიგნებების გაანგარიშების მიზნით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით; ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და საინვენტარო ბარათების წარმოება, ინვენტარიზაციის კომისიის ჯგუფში მონაწილეობა; ვ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება; ზ) სასაწყობო მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი; თ) სამინისტროში შემომსვლელ პირებზე საშვების გაცემის უზრუნველყოფა; ი) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა, აღრიცხვა და კონტროლი; კ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა) თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
თავი VII საბიუჯეტო დეპარტამენტი მუხლი 23. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 24. საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება; ბ) საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით სათანადო ინსტრუქციების და მეთოდოლოგიური მითითებების/განმარტებების მომზადება და არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა; გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა; დ) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების მომზადება; ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ვ) საბიუჯეტო პოლიტიკის მართვის განვითარება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით, არსებული პრაქტიკის შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული წინადადებების საფუძველზე; საბიუჯეტო პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირების კოორდინირება; ზ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავების მიზნით მხარჯავი დაწესებულებებისაგან და სხვა ჩართული მხარეებისაგან წარმოსადგენი ინფორმაციისა და წარმოდგენის ვადების განსაზაღვრა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო კალენდრის შემუშავება; თ) პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვის და მათი სრულყოფის საერთო კოორდინაცია და შესაბამისი მეთოდოლოგიების/ინსტრუქციების შემუშავება; ი) ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მოდულების სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება, მათ შორის საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში; კ) წლიური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად; ლ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; მ) საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული საკითხებზე სამუშაო შეხვედრების გამართვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან და პროცესში ჩართულ მხარეებთან; ნ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება; ო) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის, საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო პროცესის პერიოდული შეფასების ორგანიზება და მიღებული შედეგების მიხედვით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინირება; ო1) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასების სისტემის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა; ო2) დაინტერესებულ მხარეებთან (საბიუჯეტო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, კერძო სექტორი და სხვა) საკომუნიკაციო არხების აწყობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების და ინიციატივების მიღება და გაანალიზება; ო3) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების განკარგვასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ აქტებში, ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ცვლილებების პროექტებზე წინადადებების მომზადება; ო4) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის ზრდის მიმართულებებით სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი დანერგვის მიზანშეწონილობის შეფასება და წინადადებების მომზადება; ო5) საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის პროექტის და საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება; ო6) საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის დანერგვის კოორდინირება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებში; ო7) საინევესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში, პროექტების საბოლოო შეფასების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციების შეჯერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესის ორგანიზება. პ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის და სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 25. სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალების და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება; ბ) მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება; გ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება; დ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისათვის მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით და მისი დამუშავება; ე) მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება, მათ მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით; ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, მხარჯავი დაწესებულებებისა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; ზ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება; ზ1) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ხარჯვის ტენდენციებსა და მიღწეულ შედეგებზე დაკვირვება და რესურსების ეფექტიანი განკარგვის შესაძლებლობის გამოვლენა; ზ2) ბიუჯეტის გადასახდელების ანალიზი თემატურად გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით, შესაძლო გადაფარვების და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობების გამოვლენა; ზ3) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად; ზ4) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შეფასებული საინვესტიციო პროექტების ნუსხის პროექტის მომზადება; თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება; ი) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება; კ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით ბიუჯეტის განწერის ფორმირება და დაზუსტება; ლ) დადგენილი წესის თანახმად ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება; მ) სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის თანახმად ან სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით წარმოდგენილი საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული/სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით; ნ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და დაშვება სახაზინო სამსახურზე ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით; ო) წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში განსაზღვრული ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებების აღრიცხვა; პ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საშუალოვადიანი ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება; ჟ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება; რ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება; ს) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა; ტ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება; უ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში; ფ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება; ღ) ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით მხარჯავ დაწესებულებებთან ურთიერთობა მათზე მიმაგრებული შესაბამისი თანამშრომლების (კურატორი) მიერ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 26. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის კოორდინირება და პროცესის სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოებისადმი საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, აღსრულებისა და ანგარიშების შედგენის წესისა და წარდგენის ვადების თაობაზე წინადადებების მომზადება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესის შემუშავება; ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის განსაზღვრის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება; ვ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის პროექტის და საშუალოვადიანი გეგმების შედგენის მიზნებისათვის, ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზების, დასაგეგმი წლის საგადასახადო შემოსავლების და გათანაბრებითი ტრანსფერის საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) ანგარიშის შედგენა, ანალიზი და საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობისათვის სათანადო წინადადებების წარდგენა; თ) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის მიღება და დამუშავება; თ1) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად; ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში; კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ლ) ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიეტების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა მათზე მიმაგრებული შესაბამისი თანამშრომლის (კურატორი) მიერ.
თავი VIII სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი მუხლი 27. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, დეპარტამენტის უფროსთან ერთად, ახორციელებენ სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მუხლი 28. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება; ბ) შიდა აუდიტის სუბიექტებისა და შიდა აუდიტორთა რეესტრის წარმოება; გ) ხარვეზების ანალიზისა და განვითარების დონის შეფასების შედეგად სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება და შესაბამისი წლიური გეგმის მომზადება; დ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; ე) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების ორგანიზება; ვ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ფუნქციონირების ხარისხის შეფასება და მათი განვითარების მონიტორინგი; ზ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის, სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების მდგომარეობის ანალიზი; თ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან ურთიერთობა, დონორების კოორდინაცია; სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან და შიდა აუდიტის სუბიექტებთან თანამშრომლობა; ი) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; კ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების, სიახლეების, მასალების და ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე; ლ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის ანალიზი; ნ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება; ო) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვა.
თავი IX საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი მუხლი 29. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 30. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 31. საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება; ბ) გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და ანალიზი; გ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ წინადადებების მომზადება; დ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი საერთაშორისო პროექტებისა და გასაფორმებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოსაკრებლების საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მუხლი 32. საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება; ბ) საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება; გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; დ) საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ წინადადებათა მომზადება; ე) საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების პროექტების მომზადების კოორდინაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 33. საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის) დადების მიზნით პრიორიტეტული სახელმწიფოების განსაზღვრა, შეთანხმების შესაბამისი პროექტის მომზადება და მოლაპარაკების გამართვა. ასევე ხელშეკრულების ხელმოწერის და შეთანხმების ძალაში შესვლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების კოორდინაცია; ბ) დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის ანალიზი; გ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში გათვალისწინებული მე-5, მე-6, მე-13 და მე-14 ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია; დ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ე) საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებების კოორდინაცია; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მუხლი 331. საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზი, მისი სრულყოფის და საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით; ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ საჯარო გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და მათი გამოცემის პროცესის კოორდინაცია; გ) შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების განხილვა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის შესათანხმებლად წარდგენა; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და წინადადებების მომზადება გადასახადით დაბეგვრის ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების გამოყენების განმარტებასთან დაკავშირებით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
თავი X მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი მუხლი 34. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 35. მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ბ) მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მომავალი წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების განსაზღვრა; გ) ქვეყნის ეკონომიკური მიზნების შესაბამისი ფისკალური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დაგეგმვა; დ) ფისკალური ინიციატივების დეტალური ანალიზი; ე) დაგეგმილი ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრული პარამეტრების ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა; ვ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება; ზ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი და განსახილველად მომზადება; თ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის მომზადების მხრივ; კ) რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ; ლ) სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზი; მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია; ნ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შესაბამისად, დაფინანსების წყაროების კომპოზიციის განსაზღვრის კოორდინაცია როგორც მოკლე, ასევე საშუალოვადიანი პერიოდისათვის; ო) ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის დამუშავების კოორდინაცია და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია; პ) ყოველდღიური მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების, ფინანსური ბაზრების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ჟ) ყოველთვიური ეკონომიკური ანალიტიკური პუბლიკაციის მომზადება და სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 36. ფისკალური პროგნოზირების სამმართველო ფისკალური პროგნოზირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმვა; ბ) საშუალოვადიანი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება; გ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება; დ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ; ე) მიმდინარე წლის მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი და შეფასება; ვ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველკვარტალური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება; ზ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება; თ) ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება; ი) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემოსავლების ნაწილში ცვლილებების შესახებ წინადადების მომზადება; კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით; ლ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება; მ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ; ნ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, სტრუქტურირება და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა; ო) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა.
მუხლი 361. მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) არსებულ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მოდელებთან მუშაობა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალურ მოდელების გაუმჯობესების უზრუნველყოფა; გ) საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი მაკროეკონომიკური და ფისკალური მოდელების შემუშავებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდებით სრულყოფის უზრუნველყოფა; ე) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით; ვ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადება; ზ) სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგების შეფასება მაკროეკონომიკური სტრეს-ტესტების საშუალებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
თავი XI სამინისტროს აპარატი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 37. სამინისტროს აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მასში შემავალი სამმართველოები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 38. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება; ბ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან; გ) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება; დ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის; ე) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება; ზ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება; ი) სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; კ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ; ლ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება; მ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ნ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება; ო) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება; პ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის ბრძანება №254 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 39. პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, მათი თანმხლები პირების საზღვარგარეთ მივლინებების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მისიების და საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია, მათ შორის, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების დაგეგმვა, სტუმრების მიღება-გაცილება, მათი ტრანსპორტირების ორგანიზება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; ე) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, უცხო ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და სავიზო მომსახურების ორგანიზება; ზ) წინადადებების მომზადება სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სიტემის ორგანოების მოსამსახურეთა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართვის თაობაზე; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; კ) საერთაშორისო და ორმხრივი საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, მინისტრის გამოსვლებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია; ლ) მინისტრის საკურატორო სფეროში არსებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია; მ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ნ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების/დავალებების შესრულების კონტროლი; ო) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; პ) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 391. საქმისწარმოების სამმართველო: საქმისწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი; ბ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა; გ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა; დ) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია; ე) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება და რეგისტრაცია; ვ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა; ზ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა; თ) სამინისტროს სატიტულო ბლანკების (მათ შორის, მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების), საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვა, დაცვა და გამოყენების კონტროლი; ი) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება; კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავება; ლ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება – საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის, გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფა; მ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება; ნ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დასაარქივებელი დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება, მათი აღრიცხვა, გამოყენება და დაცვის უზრუნველყოფა; საარქივო საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას სამინისტროს საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება; ო) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; პ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა; ჟ) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
თავი XII ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მუხლი 40. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 41. ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების (ჩამორთმევის) და, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა, პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება და დადასტურება; ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის დამზადებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციების, დაწესებულებების, მოქალაქეთა განცხადებების (წერილების) დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ი) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა.
მუხლი 42. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება; ბ) ორგანიზაციული კლიმატის, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი და მართვა; გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თითოეული თანამდებობის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება; დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება; ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის სისტემის შემუშავება და მართვა; ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომითი მოტივაციის ფაქტორების განსაზღვრა და მართვა; თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის დაგეგმვა, ანალიზი და მართვა; კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემების მართვა - ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, სასწავლო პროგრამების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზების უზრუნველყოფა, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი; ლ) სხვადასხვა ორგანიზაციული კვლევის განხორციელება; მ) სამინისტროში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომედაციების შემუშავება. ო) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
თავი XIII დავების განხილვის სამსახური
მუხლი 43. დავების განხილვის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება დავების განხილვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველოები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მუხლი 44. საჩივრების სამმართველო საჩივრების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად; ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება; გ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება; ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება; ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მუხლი 441. გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისთვის ჩაბარების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „Oracle“-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი; ბ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე სხდომის ოქმის გაფორმება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის გათვალისწინებით, საჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების მომზადების უზრუნველყოფა; ე) სამსახურის ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების წარმოება; ვ) სამსახურის მიერ დასრულებული საქმეების მიმდინარე არქივის სისტემატიზება; ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
თავი XIV (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 45. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 46. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
თავი XV ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 16.06.2021წ.
მუხლი 47. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსთან ერთად ახორციელებენ ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 16.06.2021წ.
მუხლი 48. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) წარმოდგენილი პროექტების/რეგულაციების ფისკალური რისკის ანალიზი, შეფასება და დასკვნის მომზადება; ბ) ფისკალური რისკების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება წარმოდგენილ პროექტებსა და არსებულ რეგულაციებზე; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ფინანსური მონაცემების შეგროვება პირობითი ვალდებულებების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით; დ) პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათ მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება; ე) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად, ფისკალური რისკების გამოვლენის და შეფასების მიზნით, ასევე პროექტებთან მიმართებით წარმოდგენილ ანალიზებში გამოყენებული დაშვებების მართლზომიერების ანალიზი; ვ) ფისკალური რისკების რეგულარული ანალიზი და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა; ზ) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით კომპილაციის პროცესის ხელშეწყობა; თ) სახელმწიფო საწარმოების ფინანსური და არაფინანსური შედეგების შეფასება; ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის არსებული ჩარჩოს რეგულარული ანალიზი, პოტენციური ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 16.06.2021წ.
თავი XVI (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 49. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 50. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
თავი XVII (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 51. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 52. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
თავი XVIII გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო მუხლი 53. გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსთან ერთად ახორციელებენ გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლები.
მუხლი 54. გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; ბ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი გამოყენების მიზანშეწონილების შეფასება და განხორციელების დაგეგმვა; გ) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის ამაღლების მიზნით ინიციატივების და წამახალისებელი ინსტრუმენტების შემუშავება; დ) გადასახისგადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით, შედეგებზე დაკვირვება და საჭიროებისას, ცვლილებების ინიცირება.
თავი XIX სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო მუხლი 55. სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსთან ერთად ახორციელებენ სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლები.
მუხლი 56. სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით; ბ) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებების გამოვლენა, კონსულტაციების გავლა შესაბამის კომპეტენტურ პირებთან და შესაბამისი ცვლილებების პროექტების შემუშავება. გ) სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიცირება; დ) სახელმწიფოსა და სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის დადებული შეთანხმებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მობილიზაცია; ე) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტის შეფასების და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ზ) სათამაშო ბიზნესის რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესწავლა.
თავი XX (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 57. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 58. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
თავი XXI (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 59. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 60. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
თავი XXII (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 61. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 62. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
|
1
+
ბრძანება №106
2017 წლის 31 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება. |
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანება. |
+
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი |
+
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფები) სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, საქმიანობის პრინციპებს, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
სტრუქტურული ქვედანაყოფები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება
1. სტრუქტურული ქვედანაყოფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურუდიული პირებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
გ) სამართლებრივ აქტებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოამზადოს გადაწყვეტილებები;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;
ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ვ) მინისტრის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად;
ზ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში;
თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე და/ან მინისტრი.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
თავი II
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოხელეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. პირველად სტრუქტურულ ერთეულს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს/სამმართველოს/სამსახურს) ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (დეპარტამენტის უფროსი/სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსი) (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი).
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) იხილავს დადგენილი წესის მიხედვით შემოსულ კორესპონდენციას და ღებულობს გადაწყვეტილებას;
ე) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების წახალისების და მოხელეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს სხვა პერიოდულობითაც;
ლ) პერიოდულად ისმენს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
ნ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებების დაცვას და შესრულების კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ო) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
პ) ასრულებს მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელის მოადგილე
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას და ამ სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი)
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამმართველოს) ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია მის სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
თ) ახორციელებს კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასევე იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების არყოფნის, ან მათ მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელთაც არ ჰყავთ მოადგილე, მათ უფლებამოსილებას ასრულებს მათ მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.
თავი III
პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ქვედანაყოფები)
სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (სტრუქტურული ქვედანაყოფებია):
ა) სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;
ი) სამინისტროს აპარატი;
კ) დავების განხილვის სამსახური;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
მ) ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი;
ნ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 9. მეორადი სტრუქტურული ერთეულები
1. პირველად სტრუქტურულ ერთეულებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) შეიძლება შედიოდნენ მეორადი სტრუქტურული ერთეულები – სამმართველოები.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფასიანი ქაღალდების სამმართველო;
ბ) ანალიტიკური სამმართველო;
გ) ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
დ) საინვესტიციო პროექტების სამმართველო;
ე) ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო.
4. იურიდიული დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო:
ბ) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.
5. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
ბ) საფინანსო სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო.
6. საბიუჯეტო დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
გ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო.
7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო.
8. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო;
ბ) საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო;
გ) საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო;
დ) საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო.
9. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო;
ბ) ფისკალური პროგნოზირების სამმართველო.
ბ) ფისკალური პროგნოზირების სამმართველო;
გ) მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო.
10. სამინისტროს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
გ) საქმისწარმოების სამმართველო.
101. დავების განხილვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საჩივრების სამმართველო;
ბ) გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო.
11. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
თავი IV
სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი
მუხლი 10. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 11. ფასიანი ქაღალდების სამმართველო
ფასიანი ქაღალდების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში;
ბ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების ემისიების მომზადებასთან, გამოშვებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
დ) სახელმწიფო საშინაო ვალთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების პოპულარიზაცია და აღნიშნულ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება; აღნიშნული მიზნით სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარების პროცესში მონაწილეობა;
ვ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 12. ანალიტიკური სამმართველო
ანალიტიკური სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრაში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში;
გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების ემისიების მომზადებასთან, გამოშვებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
ი) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
კ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით;
მ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება;
ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 121. ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო🔗

ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
გ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა ვალის მომსახურების მხრივ;
დ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
ე) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
ვ) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება და ანგარიშგება;
ზ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან მიღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობების განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
ლ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხებული თანხების აღრიცხვა;
მ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების განსაზღვრა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ფინანსური მონიტორინგი;
ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;
პ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით.
მუხლი 122. საინვესტიციო პროექტების სამმართველო🔗

საინვესტიციო პროექტების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა დაფინანსების მოზიდვის მხრივ;
დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო პროექტების თანმდევი გრანტების აღრიცხვა;
თ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში;
კ) სამინისტროს სისტემისთვის დონორებთან ურთიერთობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების მოძიებაში მხარდაჭერა.
მუხლის 123. ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო

ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროგრამების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული პროგრამების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა;
თ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ი) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში.
თავი V
იურიდიული დეპარტამენტი
მუხლი 13. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 14. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართელოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილი იმ ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება, რომლის მხარესაც წარმოადგენს სამინისტრო ან/და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
დ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენა ან/და კოორდინაცია;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების, განცხადებების განხილვა ან/და მონაწილეობის მიღება მათ განხილვაში, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) სამინისტროში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება.
ლ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარმომადგენლობა შესაბამის უწყებებში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას;
მ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი მსვლელობის მიცემა და სათანადო რეაგირება;
მ1) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

მ2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;

მ3) ამ მუხლის „მ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული დეპარტამენტის სხვა სამმართველოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

მ4) ამ მუხლის „მ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის ბრძანება №254 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
მუხლი 15. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო
პარლამენტთან ურთიერთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივანისათვის მისი ფუნქციების განხორციელებაში ხელის შეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის კოორდინაცია;
ე) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულების კოორდონიცია და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტის ან/და საქართველოს მთავრობისათვის;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და მის მმარველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენა ან /და კოორდინაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება;
ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანების განხორციელება.
მუხლი 16. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო
სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში (გარდა იმ საგადასახადო/საბაჟო დავებისა, რომელზე სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ მინდობილი აქვს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს) და კერძო არბიტრაჟში;
ბ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
გ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარმომადგენლობა შესაბამის უწყებებში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას;
დ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისგან;
ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 12.10.2020წ.
მუხლი 17. (ამოღებულია)
თავი VI
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი
მუხლი 18. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 19. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა; საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექტირება და მისი რეგისტრაცია სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
გ) სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება ელექტრონულად სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების (მათ შორის, ხელშეკრულების ცვლილების), ასევე ამ ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 20. საფინანსო სამმართველო🔗
მუხლი 20. საფინანსო სამმართველო
საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების პროექტის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა საბიუჯეტო დეპარტამენტში;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების დროული წარდგენა სახაზინო სამსახურში რეგისტრაციისთვის;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების სახაზინო სამსახურში წარდგენა რეგისტრაციისთვის;
თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;
ი) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება;
ი) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
კ) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ფინანსური ანგარიშის (ბალანსი) შედგენა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა;
ლ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;
მ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
მ) ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი;
ნ) ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დამუშავება, აგრეთვე მატერიალური მარაგების, ფულადი ანგარიშების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და შესაბამისი აღრიცხვა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით „ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტისთვის“ დადგენილი ფუნქციების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია და შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ო) ფინანსური ანგარიშის (ბალანსის) და ანგარიშის დანართი ფორმების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენა და წარდგენა სახაზინო სამსახურში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
პ) ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობის დაანგარიშება და შემდგომი საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
ჟ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ფინანსური ანგარიშის (ბალანსი) შედგენა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა.
რ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 201. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო🔗
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით სახაზინო ოპერაციების განხორციელების და თანმდევი ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა და წარმართვა;
გ) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სერვისზე (rs.ge) ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების სრულყოფილი აღრიცხვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დაცვით, გადახდების განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საფუძველზე ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში (eTreasury) ვალდებულებების დარეგისტრირება, ხელშეკრულებების გადახდის გრაფიკების შედგენა და შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის დარეგისტრირება;
ვ) სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის შესაბამისი ანაზღაურების, სამივლინებო (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ) თანხების აღრიცხვა და გაცემა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
ზ) გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების (rs.ge) განაცემთა ინფორმაციის წარდგენა, კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ძირითადი აქტივების და მატერიალური მარაგების მოძრაობის (შემოსავალი/გასავალი) პროცესის ამსახველი სააღრიცხვო და ბუღალტრული მონაცემების (ინფორმაცია „FMG“ და „ORIS“ პროგრამებიდან შედარება) და სხვადასხვა მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა;
ი) საწყობში არსებული და, ასევე, ექსპლუატაციაში მყოფი არაფინანსური აქტივების (ინფორმაცია „FMG“ პროგრამიდან) ბუღალტრულ მონაცემებთან (ინფორმაცია „ORIS“ პროგრამიდან) შედარება; ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შედეგების ბუღალტრულად ასახვა;
კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა-გადმოცემის პროცესის ამსახველი სააღრიცხვო და ბუღალტრული მონაცემების (ინფორმაცია „FMG“ და „ORIS“ პროგრამებიდან) მომზადება და მათ სააღრიცხვო და ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება (აღნიშნული პროცესის სწორი ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული მონაცემების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარება);
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების შედგენა და სახაზინო სამსახურში წარდგენა;
მ) სამინისტროს და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებების ვადების ან სხვა დარღვევებისას (ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე) პირგასამტეხლოს დარიცხვა, შეტყობინების გაგზავნა;
ნ) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე (იჯარით გაცემული ფართები) დეპოზიტზე შემოსული თანხების ბიუჯეტში გადატანა;
ო) ყოველთვიური და წლიური ანგარიშგების მომზადება და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში წარდგენა;
პ) კვარტალური და წლიური საჯარო ინფორმაციის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადება.
მუხლი 21. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 22. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა როგორც საფინანსო სამმართველოში დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის საპროგნოზო ასიგნებების გაანგარიშების მიზნით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და საინვენტარო ბარათების წარმოება, ინვენტარიზაციის კომისიის ჯგუფში მონაწილეობა;
ვ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
ზ) სასაწყობო მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) სამინისტროში შემომსვლელ პირებზე საშვების გაცემის უზრუნველყოფა;
ი) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა, აღრიცხვა და კონტროლი;
კ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა) თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
თავი VII
საბიუჯეტო დეპარტამენტი
მუხლი 23. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 24. საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო
საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ) საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით სათანადო ინსტრუქციების და მეთოდოლოგიური მითითებების/განმარტებების მომზადება და არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
დ) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების მომზადება;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) საბიუჯეტო პოლიტიკის მართვის განვითარება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით, არსებული პრაქტიკის შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული წინადადებების საფუძველზე; საბიუჯეტო პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირების კოორდინირება;
ზ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავების მიზნით მხარჯავი დაწესებულებებისაგან და სხვა ჩართული მხარეებისაგან წარმოსადგენი ინფორმაციისა და წარმოდგენის ვადების განსაზაღვრა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო კალენდრის შემუშავება;
თ) პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვის და მათი სრულყოფის საერთო კოორდინაცია და შესაბამისი მეთოდოლოგიების/ინსტრუქციების შემუშავება;
ი) ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მოდულების სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება, მათ შორის საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში;
კ) წლიური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
ლ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
მ) საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული საკითხებზე სამუშაო შეხვედრების გამართვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან და პროცესში ჩართულ მხარეებთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
ო) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის, საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო პროცესის პერიოდული შეფასების ორგანიზება და მიღებული შედეგების მიხედვით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინირება;
ო1) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასების სისტემის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა;

ო2) დაინტერესებულ მხარეებთან (საბიუჯეტო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, კერძო სექტორი და სხვა) საკომუნიკაციო არხების აწყობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების და ინიციატივების მიღება და გაანალიზება;

ო3) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების განკარგვასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ აქტებში, ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ცვლილებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;

ო4) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის ზრდის მიმართულებებით სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი დანერგვის მიზანშეწონილობის შეფასება და წინადადებების მომზადება;

ო5) საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის პროექტის და საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება;

ო6) საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის დანერგვის კოორდინირება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებში;

ო7) საინევესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში, პროექტების საბოლოო შეფასების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციების შეჯერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესის ორგანიზება.

პ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის და სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
მუხლი 25. სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო
სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალების და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება;
გ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
დ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისათვის მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით და მისი დამუშავება;
ე) მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება, მათ მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით;
ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, მხარჯავი დაწესებულებებისა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი;
ზ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ზ1) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ხარჯვის ტენდენციებსა და მიღწეულ შედეგებზე დაკვირვება და რესურსების ეფექტიანი განკარგვის შესაძლებლობის გამოვლენა;

ზ2) ბიუჯეტის გადასახდელების ანალიზი თემატურად გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით, შესაძლო გადაფარვების და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობების გამოვლენა;

ზ3) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად;

ზ4) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შეფასებული საინვესტიციო პროექტების ნუსხის პროექტის მომზადება;

თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ი) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
კ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით ბიუჯეტის განწერის ფორმირება და დაზუსტება;
ლ) დადგენილი წესის თანახმად ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
მ) სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის თანახმად ან სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით წარმოდგენილი საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული/სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით;
ნ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და დაშვება სახაზინო სამსახურზე ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით;
ო) წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში განსაზღვრული ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებების აღრიცხვა;
პ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საშუალოვადიანი ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება;
ჟ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება;
რ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ს) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა;
ტ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ფ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ღ) ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით მხარჯავ დაწესებულებებთან ურთიერთობა მათზე მიმაგრებული შესაბამისი თანამშრომლების (კურატორი) მიერ.
მუხლი 26. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო
ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის კოორდინირება და პროცესის სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოებისადმი საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, აღსრულებისა და ანგარიშების შედგენის წესისა და წარდგენის ვადების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესის შემუშავება;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის განსაზღვრის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის პროექტის და საშუალოვადიანი გეგმების შედგენის მიზნებისათვის, ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზების, დასაგეგმი წლის საგადასახადო შემოსავლების და გათანაბრებითი ტრანსფერის საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) ანგარიშის შედგენა, ანალიზი და საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობისათვის სათანადო წინადადებების წარდგენა;
თ) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
თ1) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ლ) ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიეტების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა მათზე მიმაგრებული შესაბამისი თანამშრომლის (კურატორი) მიერ.
თავი VIII
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი
მუხლი 27. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, დეპარტამენტის უფროსთან ერთად, ახორციელებენ სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მუხლი 28. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება;
ბ) შიდა აუდიტის სუბიექტებისა და შიდა აუდიტორთა რეესტრის წარმოება;
გ) ხარვეზების ანალიზისა და განვითარების დონის შეფასების შედეგად სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება და შესაბამისი წლიური გეგმის მომზადება;
დ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ე) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების ორგანიზება;
ვ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ფუნქციონირების ხარისხის შეფასება და მათი განვითარების მონიტორინგი;
ზ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის, სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების მდგომარეობის ანალიზი;
თ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან ურთიერთობა, დონორების კოორდინაცია; სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან და შიდა აუდიტის სუბიექტებთან თანამშრომლობა;
ი) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
კ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების, სიახლეების, მასალების და ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე;
ლ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის ანალიზი;
ნ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
ო) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვა.
თავი IX
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი 29. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 30. (ამოღებულია)
მუხლი 31. საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო
საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება;
ბ) გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და ანალიზი;
გ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი საერთაშორისო პროექტებისა და გასაფორმებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოსაკრებლების საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 32. საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო
საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება;
ბ) საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
დ) საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების პროექტების მომზადების კოორდინაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 33. საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო
საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის) დადების მიზნით პრიორიტეტული სახელმწიფოების განსაზღვრა, შეთანხმების შესაბამისი პროექტის მომზადება და მოლაპარაკების გამართვა. ასევე ხელშეკრულების ხელმოწერის და შეთანხმების ძალაში შესვლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების კოორდინაცია;
ბ) დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის ანალიზი;
გ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში გათვალისწინებული მე-5, მე-6, მე-13 და მე-14 ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია;
დ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
ე) საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებების კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 331. საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო🔗

საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზი, მისი სრულყოფის და საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ საჯარო გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და მათი გამოცემის პროცესის კოორდინაცია;
გ) შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების განხილვა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის შესათანხმებლად წარდგენა;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და წინადადებების მომზადება გადასახადით დაბეგვრის ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების გამოყენების განმარტებასთან დაკავშირებით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
თავი X
მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი
მუხლი 34. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი
მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 35. მაკროეკნომიკური ანალიზის სამმართველო🔗
მუხლი 35. მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო
მაკროეკნომიკური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშებების განხორციელება;
ა) მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მომავალი წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების განსაზღვრა;
გ) ქვეყნის ეკონომიკური მიზნების შესაბამისი ფისკალური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დაგეგმვა;
დ)ფისკალური ინიციატივების დეტალური ანალიზი;
დ) ფისკალური ინიციატივების დეტალური ანალიზი;
ე) დაგეგმილი ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრული პარამეტრების ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა;
ვ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ზ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი და განსახილველად მომზადება;
თ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადება;
თ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის მომზადების მხრივ;
კ) რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;
ლ) სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზი;
მ) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით;
მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;
ნ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შესაბამისად, დაფინანსების წყაროების კომპოზიციის განსაზღვრის კოორდინაცია როგორც მოკლე, ასევე საშუალოვადიანი პერიოდისათვის;
ო) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შესაბამისად, დაფინანსების წყაროების კომპოზიციის განსაზღვრის კოორდინაცია როგორც მოკლე, ასევე საშუალოვადიანი პერიოდისათვის;
ო) ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის დამუშავების კოორდინაცია და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
პ) ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის დამუშავების კოორდინაცია და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
პ) ყოველდღიური მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების, ფინანსური ბაზრების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ჟ) ყოველდღიური მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების, ფინანსური ბაზრების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ჟ) ყოველთვიური ეკონომიკური ანალიტიკური პუბლიკაციის მომზადება და სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა.
რ) ყოველთვიური ეკონომიკური ანალიტიკური პუბლიკაციის მომზადება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა.
მუხლი 36. ფისკალური პროგნოზირების სამმართველო
ფისკალური პროგნოზირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმვა;
ბ) საშუალოვადიანი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება;
გ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;
ე) მიმდინარე წლის მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი და შეფასება;
ვ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველკვარტალური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;
ი) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემოსავლების ნაწილში ცვლილებების შესახებ წინადადების მომზადება;
კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ლ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
მ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;
ნ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, სტრუქტურირება და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა.
მუხლი 361. მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო🔗
მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) არსებულ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მოდელებთან მუშაობა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალურ მოდელების გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
გ) საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი მაკროეკონომიკური და ფისკალური მოდელების შემუშავებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდებით სრულყოფის უზრუნველყოფა;
ე) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით;
ვ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადება;
ზ) სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგების შეფასება მაკროეკონომიკური სტრეს-ტესტების საშუალებით.
თავი XI
სამინისტროს აპარატი
მუხლი 37. სამინისტროს აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მასში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 38. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;
ბ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;
გ) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;
დ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;
ე) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ზ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;
ი) სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;
კ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;
ლ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;
მ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ნ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;
ო) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;
პ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის ბრძანება №254 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
მუხლი 39. პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო
პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, მათი თანმხლები პირების საზღვარგარეთ მივლინებების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მისიების და საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია, მათ შორის, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების დაგეგმვა, სტუმრების მიღება-გაცილება, მათი ტრანსპორტირების ორგანიზება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;
ე) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, უცხო ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და სავიზო მომსახურების ორგანიზება;
ზ) წინადადებების მომზადება სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სიტემის ორგანოების მოსამსახურეთა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართვის თაობაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) საერთაშორისო და ორმხრივი საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, მინისტრის გამოსვლებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;
ლ) მინისტრის საკურატორო სფეროში არსებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების/დავალებების შესრულების კონტროლი;
ო) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
პ) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით.
მუხლი 391. საქმისწარმოების სამმართველო:🔗

საქმისწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა;
გ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია;
ე) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება და რეგისტრაცია;
ვ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა;
ზ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა;
თ) სამინისტროს სატიტულო ბლანკების (მათ შორის, მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების), საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვა, დაცვა და გამოყენების კონტროლი;
ი) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
ლ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება – საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის, გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფა;
მ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება;
ნ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დასაარქივებელი დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება, მათი აღრიცხვა, გამოყენება და დაცვის უზრუნველყოფა; საარქივო საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას სამინისტროს საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება;
ო) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
პ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;
ჟ) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა.
თავი XII
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
მუხლი 40. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 41. ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო
ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების (ჩამორთმევის) და, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა, პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება და დადასტურება;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის დამზადებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციების, დაწესებულებების, მოქალაქეთა განცხადებების (წერილების) დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ი) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა.
მუხლი 42. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ორგანიზაციული კლიმატის, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი და მართვა;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თითოეული თანამდებობის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის სისტემის შემუშავება და მართვა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომითი მოტივაციის ფაქტორების განსაზღვრა და მართვა;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის დაგეგმვა, ანალიზი და მართვა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემების მართვა - ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, სასწავლო პროგრამების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზების უზრუნველყოფა, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი;
ლ) სხვადასხვა ორგანიზაციული კვლევის განხორციელება;
მ) სამინისტროში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომედაციების შემუშავება.
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
თავი XIII
დავების განხილვის სამსახური
მუხლი 43. დავების განხილვის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
დავების განხილვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 44. საჩივრების სამმართველო
საჩივრების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
მუხლი 441. გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო🔗

გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისთვის ჩაბარების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „Oracle“-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი;
ბ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე სხდომის ოქმის გაფორმება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის გათვალისწინებით, საჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების მომზადების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
ვ) სამსახურის მიერ დასრულებული საქმეების მიმდინარე არქივის სისტემატიზება;
ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
თავი XIV
(ამოღებულია)
მუხლი 45. (ამოღებულია)
მუხლი 46. (ამოღებულია)
თავი XV
ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი
მუხლი 47. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსთან ერთად ახორციელებენ ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მუხლი 48. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი
ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) წარმოდგენილი პროექტების/რეგულაციების ფისკალური რისკის ანალიზი, შეფასება და დასკვნის მომზადება;
ბ) ფისკალური რისკების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება წარმოდგენილ პროექტებსა და არსებულ რეგულაციებზე;
გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ფინანსური მონაცემების შეგროვება პირობითი ვალდებულებების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით;
დ) პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათ მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად, ფისკალური რისკების გამოვლენის და შეფასების მიზნით, ასევე პროექტებთან მიმართებით წარმოდგენილ ანალიზებში გამოყენებული დაშვებების მართლზომიერების ანალიზი;
ვ) ფისკალური რისკების რეგულარული ანალიზი და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ზ) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით კომპილაციის პროცესის ხელშეწყობა;
თ) სახელმწიფო საწარმოების ფინანსური და არაფინანსური შედეგების შეფასება;
ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის არსებული ჩარჩოს რეგულარული ანალიზი, პოტენციური ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება.
თავი XVI
(ამოღებულია)
მუხლი 49. (ამოღებულია)
მუხლი 50. (ამოღებულია)
თავი XVII
(ამოღებულია)
მუხლი 51. (ამოღებულია)
მუხლი 52. (ამოღებულია)
თავი XVIII
გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო
მუხლი 53. გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსთან ერთად ახორციელებენ გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლები.
მუხლი 54. გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო
გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი გამოყენების მიზანშეწონილების შეფასება და განხორციელების დაგეგმვა;
გ) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის ამაღლების მიზნით ინიციატივების და წამახალისებელი ინსტრუმენტების შემუშავება;
დ) გადასახისგადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით, შედეგებზე დაკვირვება და საჭიროებისას, ცვლილებების ინიცირება.
თავი XIX
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო
მუხლი 55. სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსთან ერთად ახორციელებენ სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლები.
მუხლი 56. სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით;
ბ) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებების გამოვლენა, კონსულტაციების გავლა შესაბამის კომპეტენტურ პირებთან და შესაბამისი ცვლილებების პროექტების შემუშავება.
გ) სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიცირება;
დ) სახელმწიფოსა და სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის დადებული შეთანხმებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მობილიზაცია;
ე) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტის შეფასების და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) სათამაშო ბიზნესის რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესწავლა.
თავი XX
(ამოღებულია)
მუხლი 57. (ამოღებულია)
მუხლი 58. (ამოღებულია)
თავი XXI
(ამოღებულია)
მუხლი 59. (ამოღებულია)
მუხლი 60. (ამოღებულია)
თავი XXII
(ამოღებულია)
მუხლი 61. (ამოღებულია)
მუხლი 62. (ამოღებულია)
1
+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №106
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება.
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
+
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფები) სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, საქმიანობის პრინციპებს, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი🔗
სტრუქტურული ქვედანაყოფები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება🔗
1. სტრუქტურული ქვედანაყოფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურუდიული პირებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
გ) სამართლებრივ აქტებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოამზადოს გადაწყვეტილებები;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;
ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ვ) მინისტრის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად;
ზ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში;
თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე და/ან მინისტრი.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოხელეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი🔗
1. პირველად სტრუქტურულ ერთეულს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს/სამმართველოს/სამსახურს) ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (დეპარტამენტის უფროსი/სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსი) (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი).
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) იხილავს დადგენილი წესის მიხედვით შემოსულ კორესპონდენციას და ღებულობს გადაწყვეტილებას;
ე) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების წახალისების და მოხელეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს სხვა პერიოდულობითაც;
ლ) პერიოდულად ისმენს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
ნ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებების დაცვას და შესრულების კონტროლს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ო) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
პ) ასრულებს მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელის მოადგილე🔗
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). პირველადი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე.
4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას და ამ სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი)🔗
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამმართველოს) ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს – სამმართველოს.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია მის სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
თ) ახორციელებს კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა
მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა🔗
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, გარდა ამ მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის ან მის (მათ) მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასევე იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების არყოფნის, ან მათ მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელთაც არ ჰყავთ მოადგილე, მათ უფლებამოსილებას ასრულებს მათ მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.
3. იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს მოადგილე, მის უფლებამოსილებას ასრულებს მის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. ამ მუხლის დებულებების მიუხედავად, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი უფლებამოსილების შესრულება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაეკისროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთ თანამშრომელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №296 - ვებგვერდი, 04.08.2023წ.
პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ქვედანაყოფები)🔗
სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (სტრუქტურული ქვედანაყოფებია):
ა) სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;
ი) სამინისტროს აპარატი;
კ) დავების განხილვის სამსახური;
ლ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
მ) ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი;
ნ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 16.06.2021წ.
მუხლი 9. მეორადი სტრუქტურული ერთეულები🔗
1. პირველად სტრუქტურულ ერთეულებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) შეიძლება შედიოდნენ მეორადი სტრუქტურული ერთეულები – სამმართველოები.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფასიანი ქაღალდების სამმართველო;
ბ) ანალიტიკური სამმართველო;
გ) ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
დ) საინვესტიციო პროექტების სამმართველო;
ე) ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო.
4. იურიდიული დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო:
ბ) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.
5. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
ბ) საფინანსო სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო.
6. საბიუჯეტო დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;
გ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო.
7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო.
8. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო;
ბ) საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო;
გ) საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო;
დ) საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო.
9. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო;
ბ) ფისკალური პროგნოზირების სამმართველო;
გ) მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო.
10. სამინისტროს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
გ) საქმისწარმოების სამმართველო.
101. დავების განხილვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საჩივრების სამმართველო;
ბ) გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო.
11. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №274 - ვებგვერდი, 16.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 10. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 11. ფასიანი ქაღალდების სამმართველო🔗
ფასიანი ქაღალდების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში;
ბ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების ემისიების მომზადებასთან, გამოშვებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
დ) სახელმწიფო საშინაო ვალთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების პოპულარიზაცია და აღნიშნულ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება; აღნიშნული მიზნით სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარების პროცესში მონაწილეობა;
ვ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 12. ანალიტიკური სამმართველო🔗
ანალიტიკური სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრაში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში;
გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების ემისიების მომზადებასთან, გამოშვებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
ი) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
კ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით;
მ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება;
ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 121. ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო🔗
ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
გ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა ვალის მომსახურების მხრივ;
დ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
ე) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
ვ) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება და ანგარიშგება;
ზ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან მიღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობების განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
ლ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხებული თანხების აღრიცხვა;
მ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების განსაზღვრა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ფინანსური მონიტორინგი;
ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;
პ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 122. საინვესტიციო პროექტების სამმართველო🔗
საინვესტიციო პროექტების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა დაფინანსების მოზიდვის მხრივ;
დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო პროექტების თანმდევი გრანტების აღრიცხვა;
თ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში;
კ) სამინისტროს სისტემისთვის დონორებთან ურთიერთობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების მოძიებაში მხარდაჭერა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლის 123. ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო
ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა დაფინანსების მოზიდვის მხრივ;
დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროგრამების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული პროგრამების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ზ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა;
თ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ი) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
იურიდიული დეპარტამენტი
მუხლი 13. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 14. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო🔗
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართელოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილი იმ ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება, რომლის მხარესაც წარმოადგენს სამინისტრო ან/და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
დ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენა ან/და კოორდინაცია;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების, განცხადებების განხილვა ან/და მონაწილეობის მიღება მათ განხილვაში, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) სამინისტროში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება.
ლ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარმომადგენლობა შესაბამის უწყებებში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას;
მ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი მსვლელობის მიცემა და სათანადო რეაგირება;
მ1) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მ2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
მ3) ამ მუხლის „მ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული დეპარტამენტის სხვა სამმართველოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
მ4) ამ მუხლის „მ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის ბრძანება №254 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 15. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო🔗
პარლამენტთან ურთიერთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივანისათვის მისი ფუნქციების განხორციელებაში ხელის შეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის კოორდინაცია;
ე) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულების კოორდონიცია და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტის ან/და საქართველოს მთავრობისათვის;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და მის მმარველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენა ან /და კოორდინაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება;
ი) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 16. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო🔗
სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში (გარდა იმ საგადასახადო/საბაჟო დავებისა, რომელზე სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ მინდობილი აქვს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს) და კერძო არბიტრაჟში;
ბ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
გ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარმომადგენლობა შესაბამის უწყებებში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას;
დ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისგან;
ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 12.10.2020წ.
მუხლი 17. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №274 - ვებგვერდი, 16.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 18. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 19. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო🔗
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა; საჭიროების შემთხვევაში, გეგმის კორექტირება და მისი რეგისტრაცია სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
გ) სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება ელექტრონულად სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების (მათ შორის, ხელშეკრულების ცვლილების), ასევე ამ ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 20. საფინანსო სამმართველო🔗
საფინანსო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების პროექტის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების და სხვა სახელფასო ვალდებულებების კვარტალური განაწილების სახაზინო სამსახურში წარდგენა რეგისტრაციისთვის;
თ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;
ი) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ფინანსური ანგარიშის (ბალანსი) შედგენა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ლ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;
მ) ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით „ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტისთვის“ დადგენილი ფუნქციების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია და შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 201. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო🔗
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით სახაზინო ოპერაციების განხორციელების და თანმდევი ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა და წარმართვა;
გ) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სერვისზე (rs.ge) ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების სრულყოფილი აღრიცხვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დაცვით, გადახდების განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საფუძველზე ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში (eTreasury) ვალდებულებების დარეგისტრირება, ხელშეკრულებების გადახდის გრაფიკების შედგენა და შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის დარეგისტრირება;
ვ) სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის შესაბამისი ანაზღაურების, სამივლინებო (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ) თანხების აღრიცხვა და გაცემა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
ზ) გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების (rs.ge) განაცემთა ინფორმაციის წარდგენა, კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ძირითადი აქტივების და მატერიალური მარაგების მოძრაობის (შემოსავალი/გასავალი) პროცესის ამსახველი სააღრიცხვო და ბუღალტრული მონაცემების (ინფორმაცია „FMG“ და „ORIS“ პროგრამებიდან შედარება) და სხვადასხვა მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა;
ი) საწყობში არსებული და, ასევე, ექსპლუატაციაში მყოფი არაფინანსური აქტივების (ინფორმაცია „FMG“ პროგრამიდან) ბუღალტრულ მონაცემებთან (ინფორმაცია „ORIS“ პროგრამიდან) შედარება; ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შედეგების ბუღალტრულად ასახვა;
კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა-გადმოცემის პროცესის ამსახველი სააღრიცხვო და ბუღალტრული მონაცემების (ინფორმაცია „FMG“ და „ORIS“ პროგრამებიდან) მომზადება და მათ სააღრიცხვო და ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება (აღნიშნული პროცესის სწორი ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული მონაცემების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარება);
ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების შედგენა და სახაზინო სამსახურში წარდგენა;
მ) სამინისტროს და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებების ვადების ან სხვა დარღვევებისას (ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე) პირგასამტეხლოს დარიცხვა, შეტყობინების გაგზავნა;
ნ) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე (იჯარით გაცემული ფართები) დეპოზიტზე შემოსული თანხების ბიუჯეტში გადატანა;
ო) ყოველთვიური და წლიური ანგარიშგების მომზადება და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში წარდგენა;
პ) კვარტალური და წლიური საჯარო ინფორმაციის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 22. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო🔗
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა როგორც საფინანსო სამმართველოში დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის საპროგნოზო ასიგნებების გაანგარიშების მიზნით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და საინვენტარო ბარათების წარმოება, ინვენტარიზაციის კომისიის ჯგუფში მონაწილეობა;
ვ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;
ზ) სასაწყობო მეურნეობაში შემავალ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებლობა, მათი ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) სამინისტროში შემომსვლელ პირებზე საშვების გაცემის უზრუნველყოფა;
ი) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა, აღრიცხვა და კონტროლი;
კ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა) თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
საბიუჯეტო დეპარტამენტი
მუხლი 23. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 24. საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო🔗
საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ) საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით სათანადო ინსტრუქციების და მეთოდოლოგიური მითითებების/განმარტებების მომზადება და არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
დ) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების მომზადება;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) საბიუჯეტო პოლიტიკის მართვის განვითარება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით, არსებული პრაქტიკის შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული წინადადებების საფუძველზე; საბიუჯეტო პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირების კოორდინირება;
ზ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავების მიზნით მხარჯავი დაწესებულებებისაგან და სხვა ჩართული მხარეებისაგან წარმოსადგენი ინფორმაციისა და წარმოდგენის ვადების განსაზაღვრა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო კალენდრის შემუშავება;
თ) პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვის და მათი სრულყოფის საერთო კოორდინაცია და შესაბამისი მეთოდოლოგიების/ინსტრუქციების შემუშავება;
ი) ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მოდულების სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება, მათ შორის საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში;
კ) წლიური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
ლ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
მ) საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული საკითხებზე სამუშაო შეხვედრების გამართვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან და პროცესში ჩართულ მხარეებთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;
ო) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის, საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო პროცესის პერიოდული შეფასების ორგანიზება და მიღებული შედეგების მიხედვით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინირება;
ო1) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასების სისტემის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა;
ო2) დაინტერესებულ მხარეებთან (საბიუჯეტო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, კერძო სექტორი და სხვა) საკომუნიკაციო არხების აწყობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების და ინიციატივების მიღება და გაანალიზება;
ო3) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების განკარგვასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ აქტებში, ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ცვლილებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
ო4) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის ზრდის მიმართულებებით სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი დანერგვის მიზანშეწონილობის შეფასება და წინადადებების მომზადება;
ო5) საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის პროექტის და საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ო6) საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის დანერგვის კოორდინირება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებში;
ო7) საინევესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში, პროექტების საბოლოო შეფასების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციების შეჯერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესის ორგანიზება.
პ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის და სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 25. სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო🔗
სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალების და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება;
გ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
დ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისათვის მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით და მისი დამუშავება;
ე) მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება, მათ მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით;
ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, მხარჯავი დაწესებულებებისა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი;
ზ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ზ1) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ხარჯვის ტენდენციებსა და მიღწეულ შედეგებზე დაკვირვება და რესურსების ეფექტიანი განკარგვის შესაძლებლობის გამოვლენა;
ზ2) ბიუჯეტის გადასახდელების ანალიზი თემატურად გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით, შესაძლო გადაფარვების და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობების გამოვლენა;
ზ3) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად;
ზ4) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შეფასებული საინვესტიციო პროექტების ნუსხის პროექტის მომზადება;
თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ი) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
კ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით ბიუჯეტის განწერის ფორმირება და დაზუსტება;
ლ) დადგენილი წესის თანახმად ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
მ) სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის თანახმად ან სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით წარმოდგენილი საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული/სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით;
ნ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და დაშვება სახაზინო სამსახურზე ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით;
ო) წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში განსაზღვრული ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებების აღრიცხვა;
პ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საშუალოვადიანი ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება;
ჟ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება;
რ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ს) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა;
ტ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
ფ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ღ) ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით მხარჯავ დაწესებულებებთან ურთიერთობა მათზე მიმაგრებული შესაბამისი თანამშრომლების (კურატორი) მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 26. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო🔗
ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის კოორდინირება და პროცესის სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოებისადმი საბიუჯეტო სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, აღსრულებისა და ანგარიშების შედგენის წესისა და წარდგენის ვადების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესის შემუშავება;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის განსაზღვრის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის პროექტის და საშუალოვადიანი გეგმების შედგენის მიზნებისათვის, ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზების, დასაგეგმი წლის საგადასახადო შემოსავლების და გათანაბრებითი ტრანსფერის საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) ანგარიშის შედგენა, ანალიზი და საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობისათვის სათანადო წინადადებების წარდგენა;
თ) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
თ1) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ლ) ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიეტების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა მათზე მიმაგრებული შესაბამისი თანამშრომლის (კურატორი) მიერ.
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი
მუხლი 27. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, დეპარტამენტის უფროსთან ერთად, ახორციელებენ სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მუხლი 28. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი🔗
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება;
ბ) შიდა აუდიტის სუბიექტებისა და შიდა აუდიტორთა რეესტრის წარმოება;
გ) ხარვეზების ანალიზისა და განვითარების დონის შეფასების შედეგად სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება და შესაბამისი წლიური გეგმის მომზადება;
დ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ე) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების ორგანიზება;
ვ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ფუნქციონირების ხარისხის შეფასება და მათი განვითარების მონიტორინგი;
ზ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის, სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების მდგომარეობის ანალიზი;
თ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან ურთიერთობა, დონორების კოორდინაცია; სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან და შიდა აუდიტის სუბიექტებთან თანამშრომლობა;
ი) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
კ) შიდა აუდიტისა და სახელმწიფო შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების, სიახლეების, მასალების და ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე;
ლ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის ანალიზი;
ნ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
ო) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვა.
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი
მუხლი 29. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 30. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 31. საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო🔗
საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება;
ბ) გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და ანალიზი;
გ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი საერთაშორისო პროექტებისა და გასაფორმებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოსაკრებლების საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მუხლი 32. საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო🔗
საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება;
ბ) საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
დ) საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების პროექტების მომზადების კოორდინაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
მუხლი 33. საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო🔗
საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის) დადების მიზნით პრიორიტეტული სახელმწიფოების განსაზღვრა, შეთანხმების შესაბამისი პროექტის მომზადება და მოლაპარაკების გამართვა. ასევე ხელშეკრულების ხელმოწერის და შეთანხმების ძალაში შესვლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების კოორდინაცია;
ბ) დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის ანალიზი;
გ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში გათვალისწინებული მე-5, მე-6, მე-13 და მე-14 ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია;
დ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
ე) საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებების კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 19.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მუხლი 331. საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო🔗
საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზი, მისი სრულყოფის და საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ საჯარო გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და მათი გამოცემის პროცესის კოორდინაცია;
გ) შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების განხილვა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის შესათანხმებლად წარდგენა;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და წინადადებების მომზადება გადასახადით დაბეგვრის ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების გამოყენების განმარტებასთან დაკავშირებით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი
მუხლი 34. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი🔗
მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 35. მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო🔗
მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მომავალი წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების განსაზღვრა;
გ) ქვეყნის ეკონომიკური მიზნების შესაბამისი ფისკალური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დაგეგმვა;
დ) ფისკალური ინიციატივების დეტალური ანალიზი;
ე) დაგეგმილი ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრული პარამეტრების ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა;
ვ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ზ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი და განსახილველად მომზადება;
თ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის მომზადების მხრივ;
კ) რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;
ლ) სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზი;
მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;
ნ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შესაბამისად, დაფინანსების წყაროების კომპოზიციის განსაზღვრის კოორდინაცია როგორც მოკლე, ასევე საშუალოვადიანი პერიოდისათვის;
ო) ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის დამუშავების კოორდინაცია და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
პ) ყოველდღიური მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების, ფინანსური ბაზრების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ჟ) ყოველთვიური ეკონომიკური ანალიტიკური პუბლიკაციის მომზადება და სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 36. ფისკალური პროგნოზირების სამმართველო🔗
ფისკალური პროგნოზირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმვა;
ბ) საშუალოვადიანი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება;
გ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;
ე) მიმდინარე წლის მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი და შეფასება;
ვ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველკვარტალური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;
ი) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემოსავლების ნაწილში ცვლილებების შესახებ წინადადების მომზადება;
კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ლ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
მ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;
ნ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, სტრუქტურირება და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა.
მუხლი 361. მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველო🔗
მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) არსებულ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მოდელებთან მუშაობა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალურ მოდელების გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
გ) საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი მაკროეკონომიკური და ფისკალური მოდელების შემუშავებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდებით სრულყოფის უზრუნველყოფა;
ე) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით;
ვ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადება;
ზ) სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგების შეფასება მაკროეკონომიკური სტრეს-ტესტების საშუალებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 06.06.2022წ.
სამინისტროს აპარატი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 37. სამინისტროს აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მასში შემავალი სამმართველოები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 38. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო🔗
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;
ბ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;
გ) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;
დ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;
ე) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ზ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;
ი) სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;
კ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;
ლ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;
მ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ნ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;
ო) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;
პ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის ბრძანება №254 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 39. პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო🔗
პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, მათი თანმხლები პირების საზღვარგარეთ მივლინებების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მისიების და საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია, მათ შორის, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების დაგეგმვა, სტუმრების მიღება-გაცილება, მათი ტრანსპორტირების ორგანიზება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;
ე) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, უცხო ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და სავიზო მომსახურების ორგანიზება;
ზ) წინადადებების მომზადება სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სიტემის ორგანოების მოსამსახურეთა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართვის თაობაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
კ) საერთაშორისო და ორმხრივი საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, მინისტრის გამოსვლებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;
ლ) მინისტრის საკურატორო სფეროში არსებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების/დავალებების შესრულების კონტროლი;
ო) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
პ) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 391. საქმისწარმოების სამმართველო:🔗
საქმისწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა;
გ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია;
ე) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება და რეგისტრაცია;
ვ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა;
ზ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა;
თ) სამინისტროს სატიტულო ბლანკების (მათ შორის, მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების), საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვა, დაცვა და გამოყენების კონტროლი;
ი) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
ლ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება – საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის, გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფა;
მ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება;
ნ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დასაარქივებელი დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება, მათი აღრიცხვა, გამოყენება და დაცვის უზრუნველყოფა; საარქივო საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას სამინისტროს საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება;
ო) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
პ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;
ჟ) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
მუხლი 40. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 41. ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო🔗
ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების (ჩამორთმევის) და, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა, პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება და დადასტურება;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის დამზადებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციების, დაწესებულებების, მოქალაქეთა განცხადებების (წერილების) დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ი) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა.
მუხლი 42. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო🔗
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ორგანიზაციული კლიმატის, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი და მართვა;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თითოეული თანამდებობის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის სისტემის შემუშავება და მართვა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომითი მოტივაციის ფაქტორების განსაზღვრა და მართვა;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის დაგეგმვა, ანალიზი და მართვა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემების მართვა - ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, სასწავლო პროგრამების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზების უზრუნველყოფა, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი;
ლ) სხვადასხვა ორგანიზაციული კვლევის განხორციელება;
მ) სამინისტროში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომედაციების შემუშავება.
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
დავების განხილვის სამსახური
მუხლი 43. დავების განხილვის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
დავების განხილვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველოები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მუხლი 44. საჩივრების სამმართველო🔗
საჩივრების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
მუხლი 441. გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო🔗
გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისთვის ჩაბარების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „Oracle“-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი;
ბ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე სხდომის ოქმის გაფორმება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის გათვალისწინებით, საჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების მომზადების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
ვ) სამსახურის მიერ დასრულებული საქმეების მიმდინარე არქივის სისტემატიზება;
ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 07.12.2021წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 45. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 46. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 16.06.2021წ.
მუხლი 47. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსთან ერთად ახორციელებენ ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 16.06.2021წ.
მუხლი 48. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი🔗
ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) წარმოდგენილი პროექტების/რეგულაციების ფისკალური რისკის ანალიზი, შეფასება და დასკვნის მომზადება;
ბ) ფისკალური რისკების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება წარმოდგენილ პროექტებსა და არსებულ რეგულაციებზე;
გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ფინანსური მონაცემების შეგროვება პირობითი ვალდებულებების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით;
დ) პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათ მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად, ფისკალური რისკების გამოვლენის და შეფასების მიზნით, ასევე პროექტებთან მიმართებით წარმოდგენილ ანალიზებში გამოყენებული დაშვებების მართლზომიერების ანალიზი;
ვ) ფისკალური რისკების რეგულარული ანალიზი და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ზ) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით კომპილაციის პროცესის ხელშეწყობა;
თ) სახელმწიფო საწარმოების ფინანსური და არაფინანსური შედეგების შეფასება;
ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის არსებული ჩარჩოს რეგულარული ანალიზი, პოტენციური ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 ივნისის ბრძანება №139 - ვებგვერდი, 16.06.2021წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 49. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 50. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 51. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 52. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო
მუხლი 53. გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსთან ერთად ახორციელებენ გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლები.
მუხლი 54. გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო🔗
გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი გამოყენების მიზანშეწონილების შეფასება და განხორციელების დაგეგმვა;
გ) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის ამაღლების მიზნით ინიციატივების და წამახალისებელი ინსტრუმენტების შემუშავება;
დ) გადასახისგადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით, შედეგებზე დაკვირვება და საჭიროებისას, ცვლილებების ინიცირება.
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო
მუხლი 55. სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება🔗
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსთან ერთად ახორციელებენ სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლები.
მუხლი 56. სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო🔗
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით;
ბ) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებების გამოვლენა, კონსულტაციების გავლა შესაბამის კომპეტენტურ პირებთან და შესაბამისი ცვლილებების პროექტების შემუშავება.
გ) სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიცირება;
დ) სახელმწიფოსა და სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის დადებული შეთანხმებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მობილიზაცია;
ე) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტის შეფასების და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) სათამაშო ბიზნესის რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესწავლა.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 57. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 58. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 59. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 60. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 61. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 62. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, №106, 31.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3630461-9/