პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (16 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №199 |
|
2017 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი |
|
1. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს.
2. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.
მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მობილობა – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე;
ბ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება;
გ) რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია/შერწყმა – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა;
დ) მოხელეთა რეზერვი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთა წრე, რომლებიც ინარჩუნებენ მოხელის სტატუსს და სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით;
ე) შტატების შემცირება – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული.
1. მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება.
2. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიციირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო).
5. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია სრულდება ამ საჯარო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება და მასზე არ გავრცელდება ამ წესით დადგენილი რეგულაციები.
1. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას.
2. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიციირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს.
5. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
1. საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას.
2. საჯარო დაწესებულების შერწყმის ინიციირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და პროცედურების დაცვით, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ან საერთო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს.
4. საჯარო დაწესებულების შერწყმა ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით, ხოლო თუ ხორციელდება ისეთი საჯარო დაწესებულებების შერწყმა, რომლებიც სხვადასხვა სახის სამართლებრივი აქტებით არის დაფუძნებული – უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტით.
5. საჯარო დაწესებულებების შერწყმისას განისაზღვრება იმ საჯარო დაწესებულებების უფლებამონაცვლე, რომელთა შერწყმაც განხორციელდა.
1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დაგეგმვა;
ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება;
გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა.
3. ამ მუხლით განსაზღვრული თოთოეული ეტაპის შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი და წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით ეგზავნება ბიუროს.
1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დაგეგმვა იწყება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. დაგეგმვის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი.
2. დაგეგმვის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვისა.
1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტი.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპი გრძელდება დაგეგმვის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
1. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.
3. მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.
1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ მოიძებნა საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა თანამდებობების ტოლფასი თანამდებობები, ბიურო ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე მოიძიოს ინფორმაცია დაბალ ვაკანტურ თანამდებობებზე მოხელეთა კომპეტენციის გათვალისწინებით და გააგზავნოს მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანხმებს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულებასთან.
5. შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში აღნიშნულ ინფორმაციას ათანხმებს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან.
6. მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია, მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, რომელიც გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანხმობის შემთხვევაში, მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და ინიშნება სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე.
8. საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ბიუროს აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ.
1. მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებულ პოზიციაზე, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.
3. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. აღნიშნულ შემთხვევაში, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში წარადგინოს შესაბამის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულება მიმართავს ბიუროს მოხელის რეზერვში ჩარიცხვის მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მოხელე ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს კომპენსაცია ეძლევა იმ საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, საიდანაც გათავისუფლდა, ხოლო საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას – ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების უფლებამონაცვლე საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.
5. მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება.
6. მოხელეთა რეზერვის მართვას ახორციელებს ბიურო.
1. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.
2. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაეკისროს დროებითი ფუნქციები საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში მოხელეს მიეცემა დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შრომითი გასამრჯელო.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულება მიმართავს ბიუროს, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხელეთა რეზერვში მოიძიებს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოხელეების შესახებ და ერთი კვირის ვადაში უგზავნის მას საჯარო დაწესებულებას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ბიუროს მიერ გადაგზავნილი რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან შეარჩიოს მისთვის ყველაზე უფრო მისაღები.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება.
1
+
+
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა და 126-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
+
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი
პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
ა) მობილობა – საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე;
დ) მოხელეთა რეზერვი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთა წრე (საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში), რომლებიც ინარჩუნებენ მოხელის სტატუსს და სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით;
ე) შტატების შემცირება – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება;
ვ) ტოლფასი თანამდებობა – იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
1. მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება.
2. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
2. რეორგანიზაციად არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში:
ა) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე სტრუქტურული ერთეულის/თანამდებობის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის/თანამდებობისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება;
ბ) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილებით ან მის გარეშე საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება;
გ) ინსტიტუციური მოწყობის ცვლილების გარეშე საშტატო ერთეულის დამატება.
3. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.
4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო).
6. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია სრულდება ამ საჯარო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
1. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან/და სალიკვიდაციო კომისია.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
გ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა.
3. ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ეტაპის შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი და ეგზავნება ბიუროს. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპის შესახებ ინფორმაცია ან/და დოკუმენტი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით ეგზავნება ბიუროს.
4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში საჯარო დაწესებულებას უფლება აქვს, მეთოდური დახმარებისათვის მიმართოს ბიუროს, ხოლო ბიურო ვალდებულია, აღმოუჩინოს მას მეთოდური დახმარება, კომპეტენციის ფარგლებში.
5. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.
6. მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტი. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საშტატო ნუსხის პროექტის შემუშავების პროცესში, როდესაც ხდება საჯარო დაწესებულებაში შესამცირებელ შტატზე დასაქმებული მოხელის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა, აუცილებელია ამ მოხელის თანხმობა.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპი გრძელდება დაგეგმვის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში.
3. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დროს იმავე დაწესებულებაში შეიძლება, შეიქმნას კომისია შტატის შემცირების გამო გასათავისუფლებელ მოხელეთა იდენტიფიცირების მიზნით. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჭიროებების გათვალისწინებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, გაითვალისწინოს მოხელის კომპეტენცია, შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ობიექტური გარემოებები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ჩაატაროს გასაუბრება და დასაბუთებული შედეგები ასახოს სხდომის ოქმში.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
მუხლი 11. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა გაფრთხილება🔗
საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
მუხლი 12. მობილობის განხორციელების წესი🔗
1. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით, გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
2. მობილობის პროცესი ხორციელდება კანონიერების, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებული სხვა პრინციპების შესაბამისად.
3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
4. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მობილობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის მოძიების თაობაზე.
5. საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას (ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის მოძიება შესაძლებელია, განხორციელდეს ერთდროულად). ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანხმებს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან. მობილობის შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. თუ ამ პროცესის დასრულებამდე საჯარო დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა, მოხელის თანამდებობა გახდა ვაკანტური, ან საშტატო ნუსხას დაემატა ახალი საშტატო ერთეული, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ვაკანტურ თანამდებობაზე განახორციელოს შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა.
7. მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, რომელიც გაიცემა საჯარო დაწესებულების მიმართვიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან ჩაატაროს გასაუბრება. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ პუნქტით დადგენილი ვადის ფარგლებში შეთანხმების შესახებ შეუტყობინებლობა მიიჩნევა უარის თქმად.
8. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში აღნიშნულ ინფორმაციას ათანხმებს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის თანხმობის შემთხვევაში, მოხელე ინიშნება სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე და თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
10. საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ბიუროს აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
1. მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელეს ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და, სურვილის შემთხვევაში, ირიცხება მოხელეთა რეზერვში.
2. თუ მოხელე უარს განაცხადებს იმავე და სხვა საჯარო დაწესებულებაში შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობით და ირიცხება მოხელეთა რეზერვში.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს კომპენსაცია ეძლევა ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების უფლებამონაცვლე საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №315 – ვებგვერდი, 22.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
მუხლი 131. რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის უფლებამოსილებები🔗
1. რეორგანიზაციის საფუძველზე გასათავისუფლებელ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია მისი 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული პირი მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 თებერვლის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 28.02.2025წ.
2. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია, დაეკისროს დროებითი ფუნქციები საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, მოხელეს მიეცემა დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შრომის ანაზღაურება.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყება არ იწვევს რეზერვიდან მის ვადაზე ადრე ამორიცხვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის კონკურსის საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე დაინიშნება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №233 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“?
- „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ მიღებულია 20.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №199. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.10.003.019908.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.05.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 16 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“, №199, 20.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019908 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3645389/