პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (27)
შემდგომი ცვლილებები (11)
წინა ცვლილებები (16)
დოკუმენტის ტექსტი
|
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
|
| მუხლი 1 |
| მუხლი 2 |
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოთვლილ პირებზე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. |
|
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
|
მუხლი 1. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის მიზანი
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) მივლინებით გაგზავნის წესს, სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებას, კომპენსაციის ოდენობასა და მივლინებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. მოხელის მივლინებით გაგზავნის წესი და საფუძვლები 1. მოხელე შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მისი ფარგლების გარეთ. 2. მოხელის მივლინებით გაგზავნის საფუძვლებია: ა) ოფიციალური მოწვევა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით; ბ) სამსახურებრივი საჭიროება; გ) საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საჯარო დაწესებულების ადგილმდებარეობის ფარგლებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა. 3. მოხელის მივლინების თაობაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს, გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ. 5. მოხელის მივლინების თაობაზე ხელმძღვანელი/მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. 6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინების ანგარიშის ფორმა და განისაზღვროს მისი შევსების ინსტრუქცია. მუხლი 3. მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი 1. სამსახურებრივ მივლინებად მიიჩნევა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით მოხელის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ. 2. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი. 3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოხელის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით. 4. საქართველოს მთავრობის წევრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია ვიზიტის მიზნის, ხანგრძლივობისა და დელეგაციის შემადგენლობის თაობაზე. 41. საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან ანგარიშვალდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე (მოადგილეები), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები/მათი პირველი მოადგილეები/მოადგილეები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 10 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს მივლინების მიზანი, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, მივლინების დღის წესრიგი (მათ შორის, მოსალოდნელი შეხვედრები და განსახილველი საკითხები), ასევე ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის, მივლინების ხარჯების ოდენობისა და ანაზღაურების თაობაზე. მივლინებაში გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებები აკრედიტებული არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათი აკრედიტაციის ქვეყნებში ამ დაწესებულების მოხელეთა მივლინება ჩაითვლება მივლინებად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს. 6. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომითი გასამრჯელო. 7. მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა. 8. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო , მგზავრობის , საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და , საჭიროების შემთხვევაში , საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინებისას სავალდებულო სამედიცინო ვაქცინაციის ხარჯებისაგან , ხოლო 30 კმ -მდე მანძილზე მივლინებისას , როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება , ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები . შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი . ამასთან , №2 დანართის შენიშვნის მე -5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის , ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები . სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები , ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები . 81. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა, ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებამდე/მივლინებისას/მივლინების შემდეგ ასევე ანაზღაურდება PCR კვლევის ხარჯები. 9. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. 10. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება დღეში 15 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის გარეთ – ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. 11. მოხელეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯები უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, სვეტი №3-ით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მოსამსახურესათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით. 12 . საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 13. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად. 14. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რომლის მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება, თუ ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს) 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას). დასაცავი პირის ბიზნესკლასის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება აუნაზღაურდება მივლინებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, მგზავრობს ამავე კლასის ტრანსპორტით დასაცავ პირთან უშუალო თანხლებით. 15. მოხელემ, რომელიც მიემგზავრება მივლინებაში, სამგზავრო თანხების მისაღებად საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. 16. ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოხელეს ეძლევა თანხა არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. 17. დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის ეძლევათ დღეში 50 ლარი. აღნიშნულ მოსამსახურეებს მგზავრობისთვის, ასევე 50 ლარს ზემოთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. 18. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს NATO/PfP/SOFA-ის ფარგლებსა და NATO-ის უსაფრთხოების, აგრეთვე საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის კონფერენციაში/სამუშაო შეხვედრაში/სემინარში მონაწილეობის საფასური, მათ შორის, სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება, შესაძლებელია, აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით. 19. „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%. 20. უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოხელეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოხელეებს უნაზღაურდებათ ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%. 21. უცხო სახელმწიფოებსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. 22. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, თანამდებობის პირს მიეცემა მხოლოდ ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული დანამატი, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას გაიცემა მხოლოდ ნორმით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები. 23. მოხელეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა. 24. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოხელეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 25. მივლინების დამთავრებიდან : ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-19 პუნქტითა და ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა საჯარო დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები; ბ) არა უგვიანეს 1 თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ, ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურემ, საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინონ მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამავე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები – არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში. 26. ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ შესაბამისი საბუთების ამ მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც. 27. იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ვერ წარუდგენს საჯარო დაწესებულებას მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს ამ მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე. 28. ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოხელისათვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში. 29. (ამოღებულია - 17.08.2017, №404). 30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად. 32. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 33. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები და სხვა სოციალური პირობები განისაზღვრება „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების შესაბამისად. 34. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. 35. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით. 36. საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული კომერციული ატაშეების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესი და ნორმები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება №59 – ვებგვერდი, 15.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №595 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 თებერვლის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 14.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 30.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №597 – ვებგვერდი, 22.12.2021წ.
შენიშვნა:1. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად. 2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით. 4. ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო საქართველოს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-3 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 5. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 6. ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 7. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციების განხორციელების ადგილას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 8. ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ. დანართი №1საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დანართი №2 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №190 – ვებგვერდი, 23.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №267 - ვებგვერდი, 01.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №405 - ვებგვერდი, 08.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მაისის დადგენილება №252 - ვებგვერდი, 03.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №478 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №557 – ვებგვერდი, 20.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №197 – ვებგვერდი, 1 3.04.2022წ.
შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
შენიშვნები: 1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 3. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება, გამოვიდნენ საქართველოს სახელით. 4. მოხელეებს უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი. 5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს − ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს − მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით. 6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია, განისაზღვროს შესაბამის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. დანართი №3 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ. დანართი №4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:
შენიშვნა: 1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, №211, 25.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019920 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3649787-16/