პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2017 ბოლო ცვლილება 16.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.019920
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (27)

შემდგომი ცვლილებები (21)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2017 წლის 25 აპრილი

   ქ. თბილისი

 

პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

+
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თანდართული წესი.
+
მუხლი 2
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოთვლილ პირებზე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ  

+
მუხლი 1. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის მიზანი

პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) მივლინებით გაგზავნის წესს, სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებას, კომპენსაციის ოდენობასა და მივლინებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2.  მოხელის მივლინებით გაგზავნის წესი და საფუძვლები

 1. მოხელე შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მისი ფარგლების გარეთ.

2. მოხელის მივლინებით გაგზავნის საფუძვლებია:

ა) ოფიციალური მოწვევა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით;

ბ) სამსახურებრივი საჭიროება;

გ) საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საჯარო დაწესებულების ადგილმდებარეობის ფარგლებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა.

3. მოხელის მივლინების თაობაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4. მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს,  გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების  თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ.

5. მოხელის მივლინების თაობაზე ხელმძღვანელი/მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინების ანგარიშის ფორმა და განისაზღვროს მისი შევსების ინსტრუქცია.

მუხლი 3. მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი

1. სამსახურებრივ მივლინებად მიიჩნევა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით მოხელის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.

2. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოხელის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით.

4. საქართველოს მთავრობის წევრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა.

5. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებები აკრედიტებული არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათი აკრედიტაციის ქვეყნებში ამ დაწესებულების მოხელეთა მივლინება ჩაითვლება მივლინებად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.

6. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომითი  გასამრჯელო.

7. მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.

8. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო,  მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო  სამთავრობო და საპრეზიდენტო  დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები.

9. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.

10. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება დღეში 15 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის გარეთ – ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.

11. მოხელეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯები უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, სვეტი №3-ით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მოსამსახურესათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.

12 . საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

13. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად.

14. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რომლის მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება, თუ ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს) 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას). დასაცავი პირის ბიზნესკლასის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება აუნაზღაურდება მივლინებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით,    მგზავრობს ამავე კლასის ტრანსპორტით დასაცავ პირთან უშუალო თანხლებით.

15. მოხელემ, რომელიც მიემგზავრება მივლინებაში, სამგზავრო თანხების მისაღებად საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

16.   ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოხელეს ეძლევა თანხა არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

17. დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის ეძლევათ დღეში 50 ლარი. აღნიშნულ მოსამსახურეებს მგზავრობისთვის, ასევე 50 ლარს ზემოთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

18. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, NATO/PfP/SOFA-ის  ფარგლებსა და NATO-ის უსაფრთხოების კონფერენციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება  შესაძლებელია აუნაზღაურდეთ  ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.

19. „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%.

20. უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოხელეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოხელეებს  უნაზღაურდებათ ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%.

21. უცხო სახელმწიფოებსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს  სასაზღვრო  პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე.

22. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, თანამდებობის პირს მიეცემა მხოლოდ ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული დანამატი, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას გაიცემა მხოლოდ ნორმით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები.

23. მოხელეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

24.  ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოხელეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

25. მივლინების დამთავრებიდან :

ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-19 პუნქტითა და ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა საჯარო დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები;

ბ) არა უგვიანეს 1 თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ, ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურემ, საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინონ მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამავე მუხლის მე-18  პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები – არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში.

26. ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ  შესაბამისი საბუთების ამ მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც.

27. იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ვერ წარუდგენს საჯარო დაწესებულებას მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს ამ მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე.

28. ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოხელისათვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში.

29. (ამოღებულია - 17.08.2017, №404).

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად.

32. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

33. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები და სხვა სოციალური პირობები განისაზღვრება „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების შესაბამისად.

34. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

35. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით.

36. საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული კომერციული ატაშეების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესი და ნორმები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17  აგვისტოს  დადგენილება №404   – ვებგვერდი, 18.08.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.

 

შენიშვნა:

1. სამთავრობო და საპრეზიდენტო  დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.

2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით.

4.  ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო საქართველოს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-3 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

5. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

6. ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

7. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციების განხორციელების ადგილას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

8.  ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17  აგვისტოს დადგენილება №404   – ვებგვერდი, 18.08.2017წ.

დანართი №1

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ

 

სადღეღამისო ნორმები

ქვეყნის დასახელება

უცხოური ვალუტის დასახელება

მოკლევადიანი მივლინებისას

საზღვარგარეთ საქ . დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით , სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება

საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა

1

2

3

4

5

ავსტრალიის თანამეგობრობა

ავსტრალიური დოლარი

43

30

220 კანბერაში,

200 დანარჩენ ტერიტორიაზე

ავსტრია

ევრო

49

35

89

ავღანეთი

აშშ დოლარი

30

21

75

აზერბაიჯანი

აშშ დოლარი

35

25

125 ბაქოში,

60 დანარჩენ ტერიტორიაზე

ალბანეთი

აშშ დოლარი

48

34

120

ალჟირი

აშშ დოლარი

41

29

45

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ დოლარი

60

43

235 ნიუ-იორკში,

180 დანარჩენ ტერიტორიაზე

ანგოლა

აშშ დოლარი

44

31

70

ანდორა

შვეიცარული ფრანკი

66

-

109

ანტიგუა და ბარბუდა

აშშ დოლარი

34

-

80

არაბეთის გაერთიანებული საემიროები

აშშ დოლარი

33

23

159

არგენტინა

აშშ დოლარი

35

25

115

ახალი ზელანდია

აშშ დოლარი

40

28

120

ბანგლადეში

ევრო

34

24

63

ბარბადოსი

აშშ დოლარი

31

-

132

ბახრეინი

აშშ დოლარი

31

-

161

ბაჰამის კუნძულები

აშშ დოლარი

32

-

165

ბელარუსი

აშშ დოლარი

35

25

112 მინსკში,

76 დანარჩენ ტერიტორიაზე

ბელგია

ევრო

38

27

165

ბელიზი

აშშ დოლარი

31

-

85

ბენინი

ევრო

36

25

110

ბერმუდის კუნძულები

აშშ დოლარი

37

-

112

ბოლივია

აშშ დოლარი

30

21

50

ბოსნია და ჰერცოგოვინა

აშშ დოლარი

44

31

79

ბოტსვანა

აშშ დოლარი

37

26

118

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

5 7

40

3 0 0

ბრუნეი

აშშ დოლარი

31

-

140

ბულგარეთის რესპუბლიკა

ევრო

32

2 2

100

ბურკინა ფასო

ევრო

36

25

65

გაბონი

ევრო

35

25

95

გაიანა

აშშ დოლარი

35

25

159

გამბია

ევრო

28

19

72

განა

აშშ დოლარი

36

25

64

გერმანია

ევრო

57

40

153

გვატემალა

აშშ დოლარი

31

22

98

გვინეა

აშშ დოლარი

43

30

155

გვინეა ბისაუ

აშშ დოლარი

36

25

67

გიბრალტარი

აშშ დოლარი

32

-

64

გრენადა

აშშ დოლარი

32

-

148

დანია

დანიური კრონა

258

181

1070

დიდი ბრიტანეთი

ინგლისური გირვანქა სტერლინგი

27

19

135 ლონდონში,

100 დანარჩენ  ტ ერიტორიაზე  

დომინიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

31

-

40

დომინიკის თანამეგობრობა

აშშ დოლარი

55

-

120

ეგვიპტე

აშშ დოლარი

32

22

105

ეთიოპია

ევრო

43

31

51

ეკვადორი

აშშ დოლარი

26

18

155

ეკვატორიალური გვინეა

აშშ დოლარი

35

25

82

ერაყი

აშშ დოლარი

30

21

70

ესპანეთი

ევრო

45

31

134

ესტონეთის რესპუბლიკა

ევრო

27

23

110 ტალინში,

60 დანარჩენ    ტერიტორიაზე

ვანუატუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

4 4

-

140

ვენესუელა

აშშ დოლარი

39

27

103

ვიეტნამი

აშშ დოლარი

29

20

70

ზამბია

აშშ დოლარი

32

22

87

ზიმბაბვე

აშშ დოლარი

40

28

70

თურქეთის რესპუბლიკა

ევრო

3 3

2 3

65

თურქმენეთი

აშშ დოლარი

35

25

52

იამაიკა

აშშ დოლარი

34

24

125

იაპონია

იაპონური იენა

12150

8500

21500

იემენი

ევრო

42

29

38

ინდოეთი

აშშ დოლარი

30

21

124

ინდონეზია

აშშ დოლარი

31

22

52

იორდანია

აშშ დოლარი

34

24

102

ირანის ისლამური რესპუბლიკა

ევრო

19

1 3

6 0

ირლანდია

ევრო

32

23

150

ისლანდია

აშშ დოლარი

39

27

185

ისრაელი

აშშ დოლარი

49

34

117

იტალია

ევრო

45

32

102

სერბია და ჩერნოგორია

აშშ დოლარი

44

31

100 ბელგრადში,

49 დანარჩენ ტერიტორიაზე

კაბო ვერდე

აშშ დოლარი

34

24

50

კაიმანის კუნძულები

აშშ დოლარი

43

-

85

კამბოჯა

აშშ დოლარი

31

22

65

კანადა

აშშ დოლარი

56

39

135

კატარი

აშშ დოლარი

41

29

95

კენია

აშშ დოლარი

28

20

124

კვიპროსის რესპუბლიკა

ევრო

87

60

1 4 5

კირიბატის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

35

-

85

კოლუმბია

აშშ დოლარი

31

22

59

კომორის კუნძულები

აშშ დოლარი

35

25

34

კონგო

ევრო

41

29

38

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

44

31

38

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

32

22

96

კოსტა-რიკა

აშშ დოლარი

29

20

60

კოტ დიუვარი

ევრო

42

29

98

კუბა

აშშ დოლარი

32

22

70

ლაოსი

აშშ დოლარი

33

23

75

ლატვიის რესპუბლიკა

ევრო

27

23

110 რიგაში,

60 დანარჩენ    ტერიტორიაზე

ლესოტო

აშშ დოლარი

32

22

61

ლიბანი

აშშ დოლარი

25

18

65

ლიბერია

აშშ დოლარი

43

30

39

ლიბია

აშშ დოლარი

24

17

54

ლიტვის რესპუბლიკა

ევრო

27

23

110 ვილნიუსში,

80 დანარჩენ    ტერიტ ორიაზე

ლიხტენშტეინი

შვეიცარული ფრანკი

56

-

65

ლუქსემბურგი

ევრო

38

27

102

მადაგასკარი

აშშ დოლარი

39

27

70

მავრიკია

აშშ დოლარი

30

-

75

მავრიტანია

აშშ დოლარი

37

-

35

მაკაო

აშშ დოლარი

28

-

53

მაკედონია

აშშ დოლარი

44

31

117

მალავი

აშშ დოლარი

29

20

44

მალაიზია

მალაიზიური რინგიტი

69

48

200

მალდივი

აშშ დოლარი

23

16

25

მალი

ევრო

34

24

60

მალტა

ევრო

45

32

110

მარშალის კუნძულების რესპუბლიკა

აშშ დოლარი

5 5

-

270

მაროკო

ევრო

36

25

50

მექსიკა

აშშ დოლარი

29

20

102

მიანმა

ევრო

32

22

45

მიკრონეზიის ფედერაციული სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

-

13 5

მოზამბიკი

აშშ დოლარი

37

26

45

მოლდოვას რესპუბლიკა

ევრო

27

19

105 კიშინიოვში,

30 დანარჩენ    ტერიტორიაზე

მონაკო

ევრო

38

-

121

მონტენეგრო

ევრო

30

-

120

მონღოლეთი

აშშ დოლარი

34

24

39

ნამიბია

აშშ დოლარი

41

29

43

ნეპალი

აშშ დოლარი

24

17

45

ნიგერი

ევრო

33

24

60

ნიგერია

აშშ დოლარი

44

31

92

ნიდერლანდები

ევრო

41

29

125

ნიკარაგუა

აშშ დოლარი

33

23

55

ნორვეგია

ნორვეგიული კრონა

252

176

1013

ომანი

აშშ დოლარი

39

27

85

პაკისტანი

აშშ დოლარი

34

24

50                                   

პალაუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

29

-

170

პანამა

აშშ დოლარი

35

25

93

პაპუა-ახალი გვინეას დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ დოლარი

36

25

300

პარაგვაი

აშშ დოლარი

27

-

80

პერუ

აშშ დოლარი

31

21

85

პოლონეთის რესპუბლიკა

ევრო

27

19

115

პორტუგალია

ევრო

34

24

127

პუერტო-რიკო

აშშ დოლარი

32

-

120

რუანდა

აშშ დოლარი

37

26

75

რუმინეთი

ევრო

28

2 0

90

რუსეთის ფედერაცია

აშშ დოლარი

50 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, 35 დანარჩენ ტერიტორიაზე

35 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში,  25 დანარჩენ ტერიტორიაზე

233 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში,

77 დანარჩენ ტერიტორიაზე

საბერძნეთი

ევრო

39

28

98

სალვადორი

აშშ დოლარი

28

-

46

სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ დოლარი

27

-

150

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

41

29

79

სამხრეთ კორეა

აშშ დოლარი

54

38

137

სან-მარინო

ევრო

24

-

81

სან-ტომე და პრინსიპი

აშშ დოლარი

34

24

50

საუდის არაბეთი

აშშ დოლარი

51

35

75

საფრანგეთი

ევრო

56

40

134 პარიზში,

97 დანარჩენ ტერიტორიაზე

საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორია

ევრო

38

-

84

სეიშელის კუნძულები

ევრო

47

33

128

სენეგალი

ევრო

38

27

65

სენტ-ლუსია

აშშ დოლარი

32

22

133

სვაზილენდი

აშშ დოლარი

27

-

83

სიერა-ლეონე

აშშ დოლარი

33

23

31

სინგაპური

სინგაპურული დოლარი

64

45

288

სირია

აშშ დოლარი

34

24

61

სლოვაკეთის რესპუბლიკა

ევრო

18

1 3

8 0

სლოვენიის რესპუბლიკა

ევრო

3 4

24

65

სოლომონის კუნძულები

აშშ დოლარი

45

-

1 5 0

სომალი

აშშ დოლარი

39

27

25

სომხეთი

აშშ დოლარი

35

25

105 ერევანში,

53 დანარჩენ ტერიტორიაზე

სუდანი

შვეიცარული ფრანკი

60

42

125

სურინამი

აშშ დოლარი

51

36

90

ტაივანი

აშშ დოლარი

28

20

120

ტაილანდი

შვეიცარული ფრანკი

61

43

115

ტანზანია

აშშ დოლარი

39

27

75

ტაჯიკეთი

აშშ დოლარი

35

25

67 დუშანბეში,

15 დანარჩენ ტერიტორიაზე

ტოგო

ევრო

36

25

34

ტონგას სამეფო

აშშ დოლარი

27

-

165

ტრინიდადი და ტაბაგო

აშშ დოლარი

34

-

135

ტუნისი

ინგლისური გირვანქა სტერლინგი

24

17

35

უგანდა

აშშ დოლარი

36

25

75

უზბეკეთი

აშშ დოლარი

35

25

100 ტაშკენტში,

60 დანარჩენ ტერიტორიაზე

უკრაინა

აშშ დოლარი

35

25

185 კიევში,

82 დანარჩენ ტერიტორიაზე

უნგრეთი

ევრო

2 1

1 5

130

ურუგვაი

აშშ დოლარი

27

19

44

ფილიპინები

აშშ დოლარი

28

20

105

ფინეთი

ევრო

39

27

110

ფიჯის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

27

-

100

ქუვეითი

ქუვეითური დინარი

8

6

45

ყაზახეთი

აშშ დოლარი

40

28

160 ალმა-ათასა და ასტანაში,

45 დანარჩენ ტერიტორიაზე

ყირგიზეთი

აშშ დოლარი

35

25

189 ბიშკეკში,

55 დანარჩენ ტერიტორიაზე

შვეიცარია

შვეიცარული ფრანკი

80

56

191

შვედეთი

შვედური კრონა

310

220

750

შრი-ლანკა

შვეიცარული ფრანკი

49

34

95

ჩადი

ევრო

40

13

65

ჩეხეთის რესპუბლიკა

ევრო

27

19

130

ჩილე

აშშ დოლარი

28

20

91

ჩინეთი

აშშ დოლარი

30

20

131

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

ევრო

44

31

70

ხორვატიის რესპუბლიკა

ევრო

34

24

120 ზაგრებში,

60 დანარჩენ ტერიტორიაზე

ჰაიტი

აშშ დოლარი

34

-

60

ჰონდურასი

აშშ დოლარი

31

-

57

 

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17  აგვისტოს  დადგენილება №404   – ვებგვერდი, 18.08.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19  აპრილის   დადგენილება №190  – ვებგვერდი, 23.04.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №267 - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10  ივლისის   დადგენილება №360  - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №405 - ვებგვერდი, 08.08.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.

შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

თანამდებობის დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი

80

საქართველოს გენერალური პროკურორი

80

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

80

ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

80

საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსი

80

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

80

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები

70

საქართველოს სახალხო დამცველი

80

საქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი

80

საქართველოს  მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი

70

საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

70

სახელმწიფო რწმუნებული  

70

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე

70

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები,

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

70

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

70

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი

60

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

70

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

60

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელის პირველი, მეორე და მესამე რანგების კატეგორიების საჯარო  მოხელეები

40

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

40

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს  სამთავრობო დელეგაციის წევრი და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის გარეთ მივლინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე

30

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის წევრი

30

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

70

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და მოადგილე

70

შენიშვნები:

1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

3. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება, გამოვიდნენ საქართველოს სახელით.

4. მოხელეებს უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.

5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს,  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს − ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.

6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია, განისაზღვროს შესაბამის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

დანართი №3

(ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17  აგვისტოს  დადგენილება №404   – ვებგვერდი, 18.08.2017წ.

 

დანართი №4

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:

 

№

თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით

1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

100

2

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

85

3

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

80

 

შენიშვნა:

 1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3  დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

 ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით;

 ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“, №211, 25.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019920 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3649787-6/