1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) მშვილებლებად (მშვილებლად) აღრიცხვის შესახებ ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ.
2. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ცენტრალური ორგანო რეესტრში აღრიცხავს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს (პირს), რომლებსაც (რომელსაც) სურთ (სურს) შვილად აიყვანონ (აიყვანოს) საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი.
3. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უარი თქვას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) მშვილებლებად (მშვილებლად) აღრიცხვაზე, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4. ცენტრალური ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2017).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის(პირის) ) მშვილებლებად (მშვილებლად(მშვილებლად) ) აღრიცხვა 1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის(პირის) ) მშვილებლებად (მშვილებლად(მშვილებლად) ) აღრიცხვის შესახებ ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებშესახებ. . 2. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ცენტრალური ორგანო რეესტრში აღრიცხავს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს (პირს(პირს), ), რომლებსაც (რომელსაც(რომელსაც) ) სურთ (სურს(სურს) ) შვილად აიყვანონ (აიყვანოს(აიყვანოს) ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვიბავშვი. . 3. ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვსაქვს, , უარი თქვას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის(პირის) ) მშვილებლებად (მშვილებლად(მშვილებლად) )აღრიცხვაზე, აღრიცხვაზე , თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსმოთხოვნებს. . 4. ცენტრალური ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს .ორგანო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/05/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება