თავი V — შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები და შვილად აყვანის საიდუმლოობა
1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (ბიოლოგიური მშობლებისა) და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანისას ნაშვილები იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისთვის დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების შესაბამისად.
3. ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას.
4. საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში, როდესაც წარმოშობის სახელმწიფოში განხორციელებული შვილად აყვანის შედეგი არ არის ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის ბავშვის გაშვილებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, შვილად აყვანა შეიძლება ჩაითვალოს ზემოაღნიშნული შედეგის მქონედ, თუ:
ა) საქართველოს სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება;
ბ) ბავშვის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა მის გაშვილებასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობაზე.
5. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შემთხვევაში იგი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან (ბიოლოგიურ მშობელთან) სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2017).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები 1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (ბიოლოგიური მშობლებისამშობლებისა) ) და წარმოშობით ნათესავების მიმართმიმართ. . 2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას ან ერთერთ-ერთი -ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანისას ნაშვილები იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისთვის დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების შესაბამისადშესაბამისად. . 3. ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებსნათესავებს, , ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობასშთამომავლობას. . 4. საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაშიშემთხვევაში, , როდესაც წარმოშობის სახელმწიფოში განხორციელებული შვილად აყვანის შედეგი არ არის ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის ბავშვის გაშვილებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტაშეწყვეტა, , შვილად აყვანა შეიძლება ჩაითვალოს ზემოაღნიშნული შედეგის მქონედმქონედ, ,თუ: თუა) : ა ) საქართველოს სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებაგადაწყვეტილება; ;ბ) ბ ) ბავშვის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა მის გაშვილებასა და ამ მუხლის მემე-3 -3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობაზეწარმოშობაზე. . 5. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შემთხვევაში იგი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან (ბიოლოგიურ მშობელთანმშობელთან) ) სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტს .წყვეტ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/05/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება