საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2017 ბოლო ცვლილება 24.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.165.016264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2017 წლის 29 მაისი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლების და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მეორე პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს. ადგენს:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №12 - 11.07.2017 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს   საგარეჯოს   მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს   საგარეჯოს  მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები:

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დანართი №2-ის შესაბამისად.

2. საჯარიმო ქვითარი დანართი №3-ის შესაბამისად.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №4-ის შესაბამისად.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №5-ის შესაბამისად.

5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტი დანართი №6-ის შესაბამისად.

6. მითითების ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად.

7. შემოწმების აქტი დანართი №8-ის შესაბამისად.

8. უწყების ფორმა დანართი  №9-ის შესაბამისად.

9. სააღსრულებო ფურცელი დანართი №10-ის შესამისად.

+
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 აპრილის №25 დადგენილება.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“, №7, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016264 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3681627-3/