საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №12 - 11.07.2017 წ.
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დანართი №2-ის შესაბამისად.
2. საჯარიმო ქვითარი დანართი №3-ის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №4-ის შესაბამისად.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №5-ის შესაბამისად.
5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტი დანართი №6-ის შესაბამისად.
6. მითითების ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად.
7. შემოწმების აქტი დანართი №8-ის შესაბამისად.
8. უწყების ფორმა დანართი №9-ის შესაბამისად.
9. სააღსრულებო ფურცელი დანართი №10-ის შესამისად.
|
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2017 წლის 29 მაისი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლების და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მეორე პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს. ადგენს:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №12 - 11.07.2017 წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები:
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დანართი №2-ის შესაბამისად.
2. საჯარიმო ქვითარი დანართი №3-ის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №4-ის შესაბამისად.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №5-ის შესაბამისად.
5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტი დანართი №6-ის შესაბამისად.
6. მითითების ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად.
7. შემოწმების აქტი დანართი №8-ის შესაბამისად.
8. შემოწმების აქტი დანართი №9-ის შესაბამისად.
9. სააღსრულებო ფურცელი დანართი №10-ის შესამისად.
10. უწყება დანართი №11-ის შესამისად.
11. დათვალიერების ოქმი №12-ის შესამისად.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 31.03.2022წ.
+
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 აპრილის №25 დადგენილება.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“, №7, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016264 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3681627-4/