1. საქმიანობის განმახორციელებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს გზშ-ისგან იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი სააგენტოს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების დროულად განხორციელებას. თუ საქმიანობის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შუამდგომლობა.
3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საქმიანობის დასახელებას, საქმიანობის განმახორციელებლის დასახელებას;
ბ) საქმიანობის განხორციელების ადგილს, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად);
გ) საქმიანობის დაწყების სავარაუდო დროს და დასრულების სავარაუდო დროს;
დ) საქმიანობის მიზანს.
31. საქმიანობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქმიანობის განმახორციელებელმა გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციას უნდა დაურთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
5. გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სააგენტოს მიერ მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1106 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
- 17.03.2022 კანონი №1445
- 15.12.2021 კანონი №1106
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. გზშ-ისგან გათავისუფლება 1. საქმიანობის განმახორციელებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს გზშ-ისგან იმ კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის, რომლის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი სააგენტოს წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გზშ-ის პროცედურამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების დროულად განხორციელებას. თუ საქმიანობის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი შუამდგომლობა. 3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საქმიანობის დასახელებას, საქმიანობის განმახორციელებლის დასახელებას; ბ) საქმიანობის განხორციელების ადგილს, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად); გ) საქმიანობის დაწყების სავარაუდო დროს და დასრულების სავარაუდო დროს; დ) საქმიანობის მიზანს. 31. საქმიანობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქმიანობის განმახორციელებელმა გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციას უნდა დაურთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. 4. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 12 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. 5. გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სააგენტოს მიერ მიღებიდან 12 დღის ვადაში გზშ-ისგანუზრუნველყოფს გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივ აქტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ ან გზშ-ისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება