1. საქმიანობის შემდგომი ანალიზი მოიცავს:
ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და შემარბილებელი ღონისძიებების მონიტორინგს;
ბ) საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ანალიზს;
გ) გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული გარემოს მახასიათებლების ცვლილებების შეფასებას.
2. საქმიანობის განმახორციელებელი საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს (დოკუმენტს) სააგენტოს წარუდგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.
3. სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების (დოკუმენტის) მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ/მის განთავსებას.
4. სააგენტო საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს ითვალისწინებს გზშ-ისადმი დაქვემდებარებული სხვა საქმიანობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
თავი III
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №786
- 22.02.2023 კანონი №2601
- 17.03.2022 კანონი №1445
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. საქმიანობის შემდგომი ანალიზი 1. საქმიანობის შემდგომი ანალიზი მოიცავს: ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და შემარბილებელი ღონისძიებების მონიტორინგს; ბ) საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ანალიზს; გ) გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული გარემოს მახასიათებლების ცვლილებების შეფასებას. 2. საქმიანობის განმახორციელებელი საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს (დოკუმენტს) სააგენტოს წარუდგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში. 3. სააგენტომსააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებიშედეგების (დოკუმენტი)(დოკუმენტის) მიღებიდან 1 დღის ვადაში უნდა გაუგზავნოს ცენტრს. ცენტრმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგები (დოკუმენტი) მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდაუზრუნველყოფს განათავსოს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.პორტალზე მათ/მის განთავსებას. 4. სააგენტო საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს ითვალისწინებს გზშ-ისადმი დაქვემდებარებული სხვა საქმიანობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თავი III სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებაშეფასე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება