1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციებისა და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას.
2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, სგშ-ს ექვემდებარება, აუცილებელია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა.
3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.
4. სგშ-ის ჩატარებისათვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო.
5. თუ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება იწვევს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა.
6. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი და ამ სტრატეგიულ დოკუმენტში შესატანი ცვლილება სგშ-ს არ ექვემდებარება და მათზე არ ვრცელდება ამ კოდექსით სგშ-ისთვის დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად დამგეგმავი ორგანო მოითხოვს სგშ-ის ჩატარებას.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3106
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.03.2022 კანონი №1445
- 05.07.2018 კანონი №3106
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ზოგადი დებულებანი 1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სამინისტროსასააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთანპროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციებისრეკომენდაციებისა და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების მხედველობაშიგათვალისწინებას მიღებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას. 2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარებასგშ-ს სგშ-ს,ექვემდებარება, აუცილებელია სამინისტროსასააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა. 3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სამინისტროსასააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე. 4. სგშ-ის ჩატარებისათვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. 5. თუ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება იწვევს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა. 6. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი და ამ სტრატეგიულ დოკუმენტში შესატანი ცვლილება სგშ-ს არ ექვემდებარება და მათზე არ ვრცელდება ამ კოდექსით სგშ-ისთვის დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად დამგეგმავი ორგანო მოითხოვს სგშ-ის ჩატარებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/06/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება