ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2017 წლის 10 ნოემბერი დაბა ჩხოროწყუ
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
დაცვის სამსახურის დებულება
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში-სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის №1.
1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
2. სოციალურ დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;
3. ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფას;
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალურ გავლენის პირობების შესწავლასა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
5. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალურ დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვასა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვას;
7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმუშევართა აღრიცხვას, მათი საბინაო, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობას;
8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
9. სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
10. ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
11. შრომის ბაზრის ანალიზს და შესაბამის წინადადებათა მომზადებას;
12. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში – მერი) სხვა დავალებების შესრულებას;
13. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის საშტატო ნუსხას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განყოფილება.
7. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელისგან (მოხელეებისგან).
8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და მერის სამართლებრივი აქტებით.
9. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
დ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
10. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
11. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვის ხელშეწყობას;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების შესწავლასა და შესაბამის ღონისძიებათა გატარების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უფლებების დაცვის ხელშეწყობას;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოცილური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევას;
ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №71 - ვებგვერდი, 09.01.2018წ.
+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №71 - ვებგვერდი, 09.01.2018წ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა
+
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონები, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ. №1.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 27.07.2020წ.
+
მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციის და განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
2. სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
5. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომ-იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა) აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი სოციალურ უფლებათა დაცვას;
7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმუშევართა აღრიცხვას, მათი საბინაო, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობას;
8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და განხორციელების კოორდინაციას;
9. სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზებას და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
12. ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვასა და მათი განხორციელების კონტროლს, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
13. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას;
14. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №71 - ვებგვერდი, 09.01.2018წ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 27.07.2020წ.
+
მუხლი 3. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
2.(ამოღებულია - 28.12.2017, №71).
6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
11. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვის ხელშეწყობას;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა გატარების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევას;
ვ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ზ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
თ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;
ი) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას;
კ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ლ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
მ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას;
ნ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;
ო) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
12. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;
ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელებას;
დ) მერიის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №71 - ვებგვერდი, 09.01.2018წ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 ივლისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 27.07.2020წ.
+
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.11.2017. მიმღები ორგანო — ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.107.016281.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №49, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016281 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3846851/