ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2017 ბოლო ცვლილება 22.12.2025
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესი“ დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 16/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016211);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №58 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 30/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.172.016058).

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე
+



დანართი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტია საკრებულოს 2022 წლის 8 თებერვლის დადგენილება №04 - ვებგვერდი, 10.02.2022წ.

ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

+
მუხლი 1
1. განესაზღვროს ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით.
ბ) საკრებულოს კომისიების და ფრაქციის სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით.
გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი შეხვედრის საოქმო ჩანაწერებით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა), საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა მიეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინიმუმ 5 (ხუთ) აქტივობაში, ხოლო თუ 5 (ხუთ) აქტივობაში ვერ/არ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ თითოეულ აქტივობაში მიეცემა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი თანხის 20 პროცენტი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
+
მუხლი 2
საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება  ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №22, 30.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3871037-1/