ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2017 ბოლო ცვლილება 22.12.2025
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესი“ დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 16/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016211);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №58 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 30/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.172.016058).

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე
+



დანართი 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტია საკრებულოს 2022 წლის 8 თებერვლის დადგენილება №04 - ვებგვერდი, 10.02.2022წ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 მარტის დადგენილება №09 - ვებგვერდი, 10.03.2022წ.

ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

+
მუხლი 1
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების აუნაზღაურდება  თვეში  არაუმეტეს 800 ( რვაასი) ლარისა:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

გ) საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.

2.  საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისთვის ხარჯების ასანაზრაურებლად ეძლევა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი თანხის 20 პროცენტი.

3. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯის   კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და საკრებულოს ფრაქციის სხდომებზე ფაქტობრივი დასწრების,  აგრეთვე მოსახლეობასთან შეხვედრების  მონაცემები, რაც დადასტურებული  უნდა იყოს შესაბამისი საოქმო ჩანაწერით.

4. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა  თითოეული საკრებულოს წევრისთვის ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 27.12.2022წ.

+
მუხლი 2
საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება  ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №22, 30.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016347 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3871037-3/