ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
|
„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტ ის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
|
|
ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებს, სახეებს, ხანგრძლივობასა და მოსამზადებელი კურსის გავლასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, მოსამზადებელი კურსის საფასურის ოდენობას, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების პირობებს. აგრეთვე, განსაზღვრავს კურსის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ პირებს და მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების უფლება-მოვალეობებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 2. მოსამზადებელი კურსის მიზანი მოსამზადებელი კურსის მიზანია შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა/განმტკიცება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; ბ) მოსამზადებელი კურსი – ბავშვის, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; გ) მოსამზადებელი კურსის ორგანიზება – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების განაცხადების მიღება/დამუშავებას, მოსამზადებელი კურსის სასწავლო სესიის დაგეგმვას, სასწავლო/სატრენინგო პროცესის განხორციელებას, სერტიფიკატის გაცემას/აღრიცხვას და კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო მოქმედებებს; დ) სერტიფიკატი – ბავშვის შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ წესის მიზნებისათვის ტრენერი შეიძლება იყოს: ა) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარების ფუნქციის მქონე სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა ან/და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის შესაბამისად და რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) ფიზიკური პირი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის შესაბამისად და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება; გ) პირი, რომელიც არის იმ იურიდიული პირის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება. 3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 4. მოსამზადებელი კურსის სახეები და საფასური 1. მოსამზადებელი კურსი მოიცავს: ა) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირისთვის: ა.ა) ძირითად კურსს; ა.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის სურვილის შემთხვევაში); ბ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის: ბ.ა) ძირითად კურსს; ბ.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მინდობით აღზრდის შემთხვევაში). 2. მოსამზადებელი კურსის სასწავლო პროგრამის მოდული შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან. 3. მოსამზადებელი კურსის გავლა ხორციელდება უსასყიდლოდ, გარდა ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირის მოსამზადებელი ძირითადი კურსისა, რომლის საფასური თითოეული პირისათვის შეადგენს – 50 ლარს. 4. პირი, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი კურსი და მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში დააფიქსირებს განსხვავებული საჭიროების მქონე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის სურვილს, გათავისუფლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კურსის საფასურის გადახდისგან და გადახდილი თანხა დაუბრუნდება ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. 5. დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის უფლებას იპოვებს პირი, რომელსაც გავლილი აქვს ძირითადი მოსამზადებელი კურსი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილება მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებთან დაკავშირებით 1. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. 2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისთვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) მიღებული განაცხადების დამუშავებას; ბ) შესაბამისი მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაგეგმვას; გ) სწავლების/ტრენინგის ჩატარებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული პირების მეშვეობით; დ) სერტიფიკატის გაცემასა და აღრიცხვას; ე) მოსამზადებელი კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 6. მოსამზადებელი კურსის განხორციელების ძირითადი კრიტერიუმები 1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 20 პირისათვის (ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო პროცესი ხორციელდება ნაკადებად. 2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს 20-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არ შედგა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა რაოდენობა. 3. ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაწყების შესახებ ჯგუფის წევრების ინფორმირების დღიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, უნდა დასრულდეს კურსის გავლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, მათ შორის, კურსის სრულად გავლის სერტიფიკატის გაცემა. 4. ხანგრძლივობა ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის შეადგენს 21 ასტრონომიულ საათს, ხოლო კურსი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის, ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიულ საათს. 5. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 7. მოსამზადებელი კურსის ორგანიზების ფინანსური უზრუნველყოფა 1. მოსამზადებელი კურსების ორგანიზებისათვის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებით. 2. სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისას ფულადი დანახარჯები შეიძლება მოიცავდეს: ა) სასწავლო/სატრენინგო პროცესის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სივრცით სარგებლობის ხარჯებს; ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ გადახდილი თანხის 20%-ს (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს); გ) საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარის შესაძენად გაწეულ ხარჯებს; დ) ხარჯებს სატრენინგო ჯგუფის წევრებისა და ტრენერების შესვენებისათვის საკვები პროდუქტების შესაძენად; ე) შესაბამისი სახის სერტიფიკატების ტირაჟირების ხარჯებს; ვ) მივლინების ხარჯებს, მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელთათვის. 3. შვილად აყვანის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ორგანიზებისთვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებიდან. 4. მინდობით აღზრდის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგის ორგანიზებისათვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 5. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სატრენინგო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია თანამშრომელთან დამატებით გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება ან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი დამატება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. 6. სწავლების/ტრენინგის ჩატარების მიზნით ტრენერთან, რომელიც არ არის სააგენტოს თანამშრომელი, შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება, როგორც ანაზღაურებით, ისე ანაზღაურების გარეშე. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 8. მიმართვა მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით 1. პირმა, რომელსაც სურს გაიაროს მოსამზადებელი კურსი, უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და შეავსოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმა. 2. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამზადებელი კურსის გავლის სურვილის შემთვევაში საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 9. მოსამზადებელი კურსის ჩატარების პირობები 1. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და ადგილის (ხოლო კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით. 2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი უნდა დაიწყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა და დასრულდეს სასწავლო/სატრენერო კურსის პროცესის დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში. 3. კურსის ხანგრძლივობა დღეში თითო ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 7 ასტრონომიულ საათს. 4. კურსის სრულად გავლის შემდეგ პირზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 5. მოსამზადებელი კურსის სწავლებაზე/ტრენინგზე დასწრების, აღრიცხვის და ქცევის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 10. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესზე გამოცხადება და დაშვება 1. მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის პროცესზე დასწრების მიზნით, პირი უნდა გამოცხადდეს მისთვის წინასწარ ცნობილ ადგილზე მითითებულ დროს. 2. პირი, რომელიც არ გამოცხადდება სასწავლო/სატრენინგო პროცესზე ან გამოცხადდება დაგვიანებით ან სასწავლო/სატრენინგო პროცესს დროზე ადრე დატოვებს, იმ დღეს მოიხსნება ჯგუფიდან. 3. მოსამზადებელი კურსის გაცდენილი საათების შესაბამისი სასწავლო თემატიკა პირმა უნდა გაიაროს მომდევნო ნაკადის იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც არ იქნება სრულად დაკომპლექტებული. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსამზადებელი კურსის ხელახლა გავლა, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესახებ შეტყობინება პირს გაეგზავნება მის მიერ განაცხადში მითითებული ფორმით დაფიქსირებული რეკვიზიტების შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 11. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება თუ: ა) საფასური გადახდილია, თუმცა პირი, განაცხადის წარდგენამდე, წერილობით უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე; ბ) განცხადების მიღებიდან 4 თვის განმავლობაში სააგენტო ვერ უზრუნველყოფს მოსამზადებელი კურსის ორგანიზებას/ჩატარებას; გ) პირი გათავისუფლდა საფასურის გადახდისგან ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2. საფასურის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომიდან 1 თვის განმავლობაში. ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირის მშვილებლად რეგისტრაციის დღიდან 1 თვის განმავლობაში. 3. ამ მუხლით დადგენილი საფასური ბრუნდება წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საფასური არ ბრუნდება და ვადის გაგრძელება დაუშვებელია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 12. სერტიფიკატის გაცემა 1. სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი მოსამზადებელი კურსის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს არ აქვს გავლილი ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის 21 ასტრონომიული საათი, ხოლო განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიული საათი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 13. სერტიფიკატის ვადა 1. ბავშვის შვილად აყვანის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და მოქმედებს მოსამზადებელი კურსის სწავლების დასრულების დღიდან. 2. ბავშვის მინდობით აღზრდის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება სწავლება/ტრენინგის დასრულების დღიდან 3 წლის ვადით, თუ მინდობით აღმზრდელთან ამ ვადაში არ განთავსდა მინდობით აღსაზრდელი. 3. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსდა მინდობით აღსაზრდელი, სერტიფიკატი ძალას ინარჩუნებს სერტიფიკატის მფლობელთან ბოლოს გაფორმებული მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 3 წლის განმავლობაში. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მინდობით აღმზრდელი უფლებამოსილია, ახალი სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. მშვილებელს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით რიგითობის (რეგიონული განსახლების გათვალისწინებით), აგრეთვე, მინდობით აღმზრდელს, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის დაწყების თარიღისა და ადგილის (კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ. აღნიშნულის შესახებ მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება სააგენტოსათვის ცნობილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი). სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სავალდებულოა შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს. 2. თანხმობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მშვილებელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. აღნიშნული განცხადება, თანდართული დოკუმენტებით, დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს. 3. პირი, რომელმაც მშვილებელად/მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი სააგენტოში შეიტანა 2017 წლის 31 დეკემბრამდე და აღნიშნული თარიღის შემდეგ განხორციელდა მისი რეესტრში აღრიცხვა/რეგისტრაცია, მოსამზადებელ კურსს გაივლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი პირი მოიხსნება რეესტრიდან, ხოლო მინდობით აღმზრდელს გაუუქმდება რეგისტრაცია. მშვილებლის მიერ უარის თქმად აგრეთვე, ჩაითვლება შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა. 5. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ვერ ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ. |
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისბრძანება №01-75/ნ
2017 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1დამტკიცდეს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი. + მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო + ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესიმუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებს, სახეებს, ხანგრძლივობასა და მოსამზადებელი კურსის გავლასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, მოსამზადებელი კურსის საფასურის ოდენობას, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების პირობებს. აგრეთვე, განსაზღვრავს კურსის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ პირებს და მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების უფლება-მოვალეობებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 2. მოსამზადებელი კურსის მიზანი მოსამზადებელი კურსის მიზანია შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა/განმტკიცება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: |
ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;
ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
ბ) მოსამზადებელი კურსი – ბავშვის, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
გ) მოსამზადებელი კურსის ორგანიზება – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების განაცხადების მიღება/დამუშავებას, მოსამზადებელი კურსის სასწავლო სესიის დაგეგმვას, სასწავლო/სატრენინგო პროცესის განხორციელებას, სერტიფიკატის გაცემას/აღრიცხვას და კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო მოქმედებებს;
დ) სერტიფიკატი – ბავშვის შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ წესის მიზნებისათვის ტრენერი შეიძლება იყოს:
ა) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარების ფუნქციის მქონე სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა ან/და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის შესაბამისად და რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) ფიზიკური პირი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის შესაბამისად და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება;
გ) პირი, რომელიც არის იმ იურიდიული პირის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება.
3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 4. მოსამზადებელი კურსის სახეები და საფასური
1. მოსამზადებელი კურსი მოიცავს:
ა) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირისთვის:
ა.ა) ძირითად კურსს;
ა.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის სურვილის შემთხვევაში);
ბ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის:
ბ.ა) ძირითად კურსს;
ბ.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მინდობით აღზრდის შემთხვევაში).
2. მოსამზადებელი კურსის სასწავლო პროგრამის მოდული შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან.
3. მოსამზადებელი კურსის გავლა ხორციელდება უსასყიდლოდ, გარდა ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირის მოსამზადებელი ძირითადი კურსისა, რომლის საფასური თითოეული პირისათვის შეადგენს – 50 ლარს.
4. პირი, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი კურსი და მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში დააფიქსირებს განსხვავებული საჭიროების მქონე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის სურვილს, გათავისუფლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კურსის საფასურის გადახდისგან და გადახდილი თანხა დაუბრუნდება ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
5. დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის უფლებას იპოვებს პირი, რომელსაც გავლილი აქვს ძირითადი მოსამზადებელი კურსი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილება მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებთან დაკავშირებით
1. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო.
2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისთვის სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) მიღებული განაცხადების დამუშავებას;
ბ) შესაბამისი მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაგეგმვას;
გ) სწავლების/ტრენინგის ჩატარებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული პირების მეშვეობით;
დ) სერტიფიკატის გაცემასა და აღრიცხვას;
ე) მოსამზადებელი კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 6. მოსამზადებელი კურსის განხორციელების ძირითადი კრიტერიუმები
1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 16 პირისათვის (ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო პროცესი ხორციელდება ნაკადებად.
1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 20 პირისათვის (ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო პროცესი ხორციელდება ნაკადებად.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს 16-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არ შედგა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა რაოდენობა.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს 20-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არ შედგა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა რაოდენობა.
3. ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაწყების შესახებ ჯგუფის წევრების ინფორმირების დღიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, უნდა დასრულდეს კურსის გავლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, მათ შორის, კურსის სრულად გავლის სერტიფიკატის გაცემა.
4. ხანგრძლივობა ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის შეადგენს 21 ასტრონომიულ საათს, ხოლო კურსი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის, ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიულ საათს.
5. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 7. მოსამზადებელი კურსის ორგანიზების ფინანსური უზრუნველყოფა
1. მოსამზადებელი კურსების ორგანიზებისათვის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებით.
2. სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისას ფულადი დანახარჯები შეიძლება მოიცავდეს:
ა) სასწავლო/სატრენინგო პროცესის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სივრცით სარგებლობის ხარჯებს;
ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ გადახდილი თანხის 25%-ს (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს);
ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ გადახდილი თანხის 20%-ს (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს);
გ) საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარის შესაძენად გაწეულ ხარჯებს;
დ) ხარჯებს სატრენინგო ჯგუფის წევრებისა და ტრენერების შესვენებისათვის საკვები პროდუქტების შესაძენად;
ე) შესაბამისი სახის სერტიფიკატების ტირაჟირების ხარჯებს;
ვ) მივლინების ხარჯებს, მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელთათვის.
3. შვილად აყვანის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ორგანიზებისთვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებიდან.
4. მინდობით აღზრდის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგის ორგანიზებისათვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მართვის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
4. მინდობით აღზრდის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგის ორგანიზებისათვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
5. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სატრენინგო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია თანამშრომელთან დამატებით გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება ან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი დამატება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
6. სწავლების/ტრენინგის ჩატარების მიზნით ტრენერთან, რომელიც არ არის სააგენტოს თანამშრომელი, შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება, როგორც ანაზღაურებით, ისე ანაზღაურების გარეშე.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 8. მიმართვა მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით
1. პირმა, რომელსაც სურს გაიაროს მოსამზადებელი კურსი, უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და შეავსოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმა.
2. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამზადებელი კურსის გავლის სურვილის შემთვევაში საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 9. მოსამზადებელი კურსის ჩატარების პირობები
1. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და ადგილის შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.
1. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და ადგილის (ხოლო კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი უნდა დაიწყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა და დასრულდეს სასწავლო/სატრენერო კურსის პროცესის დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში.
3. კურსის ხანგრძლივობა დღეში თითო ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 7 ასტრონომიულ საათს.
4. კურსის სრულად გავლის შემდეგ პირზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
5. მოსამზადებელი კურსის სწავლებაზე/ტრენინგზე დასწრების, აღრიცხვის და ქცევის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 10. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესზე გამოცხადება და დაშვება
1. მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის პროცესზე დასწრების მიზნით, პირი უნდა გამოცხადდეს მისთვის წინასწარ ცნობილ ადგილზე მითითებულ დროს.
2. პირი, რომელიც არ გამოცხადდება სასწავლო/სატრენინგო პროცესზე ან გამოცხადდება დაგვიანებით ან სასწავლო/სატრენინგო პროცესს დროზე ადრე დატოვებს, იმ დღეს მოიხსნება ჯგუფიდან.
3. მოსამზადებელი კურსის გაცდენილი საათების შესაბამისი სასწავლო თემატიკა პირმა უნდა გაიაროს მომდევნო ნაკადის იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც არ იქნება სრულად დაკომპლექტებული.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსამზადებელი კურსის ხელახლა გავლა, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესახებ შეტყობინება პირს გაეგზავნება მის მიერ განაცხადში მითითებული ფორმით დაფიქსირებული რეკვიზიტების შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 11. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება თუ:
ა) საფასური გადახდილია, თუმცა პირი, განაცხადის წარდგენამდე, წერილობით უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;
ბ) განცხადების მიღებიდან 4 თვის განმავლობაში სააგენტო ვერ უზრუნველყოფს მოსამზადებელი კურსის ორგანიზებას/ჩატარებას;
გ) პირი გათავისუფლდა საფასურის გადახდისგან ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. საფასურის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომიდან 1 თვის განმავლობაში.
ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირის მშვილებლად რეგისტრაციის დღიდან 1 თვის განმავლობაში.
3. ამ მუხლით დადგენილი საფასური ბრუნდება წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საფასური არ ბრუნდება და ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 12. სერტიფიკატის გაცემა
1. სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი მოსამზადებელი კურსის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს არ აქვს გავლილი ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის 21 ასტრონომიული საათი, ხოლო განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიული საათი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 13. სერტიფიკატის ვადა
1. ბავშვის შვილად აყვანის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და მოქმედებს მოსამზადებელი კურსის სწავლების დასრულების დღიდან.
2. ბავშვის მინდობით აღზრდის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება სწავლება/ტრენინგის დასრულების დღიდან 3 წლის ვადით, თუ მინდობით აღმზრდელთან ამ ვადაში არ განთავსდა მინდობით აღსაზრდელი.
3. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსდა მინდობით აღსაზრდელი, სერტიფიკატი ძალას ინარჩუნებს სერტიფიკატის მფლობელთან ბოლოს გაფორმებული მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 3 წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მინდობით აღმზრდელი უფლებამოსილია, ახალი სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები
1. მშვილებელს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით, აგრეთვე, მინდობით აღმზრდელს, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის დაწყების თარიღისა და ადგილის შესახებ. აღნიშნულის შესახებ მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება სააგენტოსათვის ცნობილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი). სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სავალდებულოა შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს.
1. მშვილებელს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით რიგითობის (რეგიონული განსახლების გათვალისწინებით), აგრეთვე, მინდობით აღმზრდელს, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის დაწყების თარიღისა და ადგილის (კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ. აღნიშნულის შესახებ მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება სააგენტოსათვის ცნობილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი). სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სავალდებულოა შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს.
2. თანხმობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მშვილებელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. აღნიშნული განცხადება, თანდართული დოკუმენტებით, დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს.
3. პირი, რომელმაც მშვილებელად/მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი სააგენტოში შეიტანა 2017 წლის 31 დეკემბრამდე და აღნიშნული თარიღის შემდეგ განხორციელდა მისი რეესტრში აღრიცხვა/რეგისტრაცია, მოსამზადებელ კურსს გაივლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი პირი მოიხსნება რეესტრიდან, ხოლო მინდობით აღმზრდელს გაუუქმდება რეგისტრაცია. მშვილებლის მიერ უარის თქმად აგრეთვე, ჩაითვლება შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა.
5. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ვერ ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა.
5. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ვერ ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-75/ნ
ბრძანება
№01-75/ნ
2017 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი.
დამტკიცდეს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის
სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი.
+
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
+
ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
ეს წესი განსაზღვრავს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებს, სახეებს, ხანგრძლივობასა და მოსამზადებელი კურსის გავლასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, მოსამზადებელი კურსის საფასურის ოდენობას, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების პირობებს. აგრეთვე, განსაზღვრავს კურსის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ პირებს და მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 2. მოსამზადებელი კურსის მიზანი🔗
მოსამზადებელი კურსის მიზანია შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა/განმტკიცება.
მოსამზადებელი კურსის მიზანია შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის (შემდგომში - პირი) ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა/განმტკიცება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
1. მოსამზადებელი კურსი - ბავშვის, მათ შორის განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო სასწავლო/სატრენინგო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზება - ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების განაცხადების მიღება/დამუშავებას, მოსამზადებელი კურსის სასწავლო სესიის დაგეგმვას, სასწავლო/სატრენინგო პროცესის განხორციელებას, სერტიფიკატის აღრიცხვა/გაცემას და მასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო მოქმედებებს.
ბ) მოსამზადებელი კურსი – ბავშვის, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
3. სერტიფიკატი - ბავშვის შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გ) მოსამზადებელი კურსის ორგანიზება – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების განაცხადების მიღება/დამუშავებას, მოსამზადებელი კურსის სასწავლო სესიის დაგეგმვას, სასწავლო/სატრენინგო პროცესის განხორციელებას, სერტიფიკატის გაცემას/აღრიცხვას და კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო მოქმედებებს;
4. ტრენერი - პირი, რომელიც ახორციელებს მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგს. სწავლება/ტრენინგი შეიძლება განხორციელდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოს ან/და საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლების, ისე მოწვეული სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი მოსამზადებელი ტრენინგი.
დ) სერტიფიკატი – ბავშვის შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. ამ წესის მიზნებისათვის ტრენერი შეიძლება იყოს:
ა) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარების ფუნქციის მქონე სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა ან/და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის შესაბამისად და რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) ფიზიკური პირი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის შესაბამისად და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება;
გ) პირი, რომელიც არის იმ იურიდიული პირის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება.
3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 4. მოსამზადებელი კურსის სახეები და საფასური🔗
1. მოსამზადებელი კურსი მოიცავს:
მოსამზადებელი კურსი მოიცავს:
ა) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირისთვის:
ა.ა) ძირითად კურსს;
ა.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის სურვილის შემთხვევაში);
ა.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში).
ბ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის:
ბ.ა) ძირითად კურსს;
ბ.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მინდობით აღზრდის შემთხვევაში).
2. მოსამზადებელი კურსის სასწავლო პროგრამის მოდული შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან.
2. მოსამზადებელი კურსის მოდული შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
3. მოსამზადებელი კურსის გავლა ხორციელდება უსასყიდლოდ, გარდა ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირის მოსამზადებელი ძირითადი კურსისა, რომლის საფასური თითოეული პირისათვის შეადგენს – 50 ლარს.
3. მოსამზადებელი კურსის საფასური თითოეული პირისათვის შეადგენს - 50 ლარს.
4. პირი, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი კურსი და მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში დააფიქსირებს განსხვავებული საჭიროების მქონე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის სურვილს, გათავისუფლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კურსის საფასურის გადახდისგან და გადახდილი თანხა დაუბრუნდება ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
4. პირი, რომელიც გაივლის ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დამატებით კურსს თავისუფლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კურსის საფასურის გადახდისგან.
5. დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის უფლებას იპოვებს პირი, რომელსაც გავლილი აქვს ძირითადი მოსამზადებელი კურსი.
5. პირი თავისუფლდება ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის განსაზღვრული მოსამზადებელი კურსის საფასურის გადახდისგან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
6. დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის უფლებას იპოვებს პირი, რომელსაც გავლილი აქვს ძირითადი მოსამზადებელი კურსი.
მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილება მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებთან დაკავშირებით🔗
1. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო.
1. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისთვის სააგენტო უზრუნველყოფს:
2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისათვის სააგენტო ახორციელებს:
ა) მიღებული განაცხადების დამუშავებას;
ბ) შესაბამისი მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაგეგმვას;
ბ) შესაბამისი მოსამზადებელი კურსის სასწავლო პროცესის დაგეგმვას;
გ) სწავლების/ტრენინგის ჩატარებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული პირების მეშვეობით;
გ) სწავლება-ტრენინგს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, როგორც სააგენტოს ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლების, რომლებსაც აქვთ გავლილი შესაბამისი მოსამზადებელი ტრენინგი, ისე მოწვეული სპეციალისტების მიერ;
დ) სერტიფიკატის გაცემასა და აღრიცხვას;
ე) მოსამზადებელი კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 6. მოსამზადებელი კურსის განხორციელების ძირითადი კრიტერიუმები:🔗
მუხლი 6. მოსამზადებელი კურსის განხორციელების ძირითადი კრიტერიუმები
1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 16 პირისათვის (ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო პროცესი ხორციელდება ნაკადებად.
1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 20 პირისათვის (ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო პროცესი ხორციელდება ნაკადებად.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს 16-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არ შეგროვდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა რაოდენობა.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს 20-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არ შედგა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა რაოდენობა.
3. ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში განაცხადის მიღებიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაწყების შესახებ პირის ინფორმირების დღიდან, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, უნდა დასრულდეს კურსის გავლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, მათ შორის კურსის სრულად გავლის სერტიფიკატის გაცემა.
3. ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაწყების შესახებ ჯგუფის წევრების ინფორმირების დღიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, უნდა დასრულდეს კურსის გავლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, მათ შორის, კურსის სრულად გავლის სერტიფიკატის გაცემა.
4. ხანგრძლივობა ძირითადი მოსამზადებელი კურსისთვის შეადგენს - 21 ასტრონომიულ საათს, ხოლო კურსი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით - 7 ასტრონომიულ საათს.
4. ხანგრძლივობა ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის შეადგენს 21 ასტრონომიულ საათს, ხოლო კურსი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის, ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიულ საათს.
5. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 7. მოსამზადებელი კურსის ორგანიზების ფინანსური უზრუნველყოფა🔗
1. მოსამზადებელი კურსების ორგანიზებისათვის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებით.
მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისათვის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებით ან/და შესაბამისი სახსრებით.
2. სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისას ფულადი დანახარჯები შეიძლება მოიცავდეს:
სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისას ფულადი დანახარჯები შეიძლება მოიცავდეს:
ა) სასწავლო/სატრენინგო პროცესის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სივრცით სარგებლობის ხარჯებს;
ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ გადახდილი თანხის 20%-ს (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს);
ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ გადახდილი თანხის 25%-ს; (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს);
გ) საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარის შესაძენად გაწეულ ხარჯებს;
გ) საკანცელარიო ინვენტარის შესაძენად გაწეულ ხარჯებს;
დ) ხარჯებს სატრენინგო ჯგუფის წევრებისა და ტრენერების შესვენებისათვის საკვები პროდუქტების შესაძენად;
დ) სატრენინგო ჯგუფის წევრების და ტრენერებისათვის ყავის შესვენების უზრუნველყოფის ხარჯებს;
ე) შესაბამისი სახის სერტიფიკატების ტირაჟირების ხარჯებს;
ვ) მივლინების ხარჯებს, მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელთათვის.
3. შვილად აყვანის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ორგანიზებისთვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებიდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
4. მინდობით აღზრდის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგის ორგანიზებისათვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
5. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სატრენინგო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია თანამშრომელთან დამატებით გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება ან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი დამატება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
6. სწავლების/ტრენინგის ჩატარების მიზნით ტრენერთან, რომელიც არ არის სააგენტოს თანამშრომელი, შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება, როგორც ანაზღაურებით, ისე ანაზღაურების გარეშე.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 8. მიმართვა მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით🔗
1. პირმა, რომელსაც სურს გაიაროს მოსამზადებელი კურსი, უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და შეავსოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმა.
2. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამზადებელი კურსის გავლის სურვილის შემთვევაში საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი და საფასურის გადახდის ქვითარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 9. მოსამზადებელი კურსის ჩატარების პირობები🔗
1. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და ადგილის (ხოლო კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.
1. მე-6 მუხლით გათვალისწინებული რაოდენობის ბოლო განაცხადის მიღებიდან, არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და ადგილის შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი უნდა დაიწყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა და დასრულდეს სასწავლო/სატრენერო კურსის პროცესის დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი უნდა დაიწყოს საჭირო რაოდენობის ბოლო განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა და დასრულდეს სასწავლო/სატრენერო კურსის პროცესის დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში.
3. კურსის ხანგრძლივობა დღეში თითო ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 7 ასტრონომიულ საათს.
3. კურსის ხანგრძლივობა დღეში თითო ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს - 6 ასტრონომიულ საათს.
4. კურსის სრულად გავლის შემდეგ პირზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
4. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
5. მოსამზადებელი კურსის სწავლებაზე/ტრენინგზე დასწრების, აღრიცხვის და ქცევის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 10. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესზე გამოცხადება და დაშვება🔗
1. მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის პროცესზე დასწრების მიზნით, პირი უნდა გამოცხადდეს მისთვის წინასწარ ცნობილ ადგილზე მითითებულ დროს.
1. მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის პროცესზე დასწრების მიზნით, პირი უნდა გამოცხადდეს მისთვის წინასწარ ცნობილ მითითებულ დროსა და ადგილზე.
2. პირი, რომელიც არ გამოცხადდება სასწავლო/სატრენინგო პროცესზე ან გამოცხადდება დაგვიანებით ან სასწავლო/სატრენინგო პროცესს დროზე ადრე დატოვებს, იმ დღეს მოიხსნება ჯგუფიდან.
3. მოსამზადებელი კურსის გაცდენილი საათების შესაბამისი სასწავლო თემატიკა პირმა უნდა გაიაროს მომდევნო ნაკადის იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც არ იქნება სრულად დაკომპლექტებული.
3. მოსამზადებელი კურსის გაცდენილი საათების შესაბამისი სასწავლო თემატიკა პირმა უნდა გაიაროს მომდევნო ნაკადის იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც არ იქნება სრულად შევსებული.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსამზადებელი კურსის ხელახლა გავლა, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსამზადებელი კურსის ხელახლა გავლა, რა დროსაც ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესახებ შეტყობინება პირს გაეგზავნება მის მიერ განაცხადში მითითებული ფორმით დაფიქსირებული რეკვიზიტების შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესახებ შეტყობინება პირს გაეგზავნება მის მიერ განაცხადში მითითებული ფორმით და რეკვიზიტების მიხედვით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 11. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი🔗
1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება თუ:
ა) საფასური გადახდილია, თუმცა პირი, განაცხადის წარდგენამდე, წერილობით უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;
ა) თუ საფასური გადახდილია, თუმცა პირი, განაცხადის წარდგენამდე, წერილობით უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;
ბ) განცხადების მიღებიდან 4 თვის განმავლობაში სააგენტო ვერ უზრუნველყოფს მოსამზადებელი კურსის ორგანიზებას/ჩატარებას;
ბ) განცხადების მიღებიდან 4 თვის განმავლობაში კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი პირი ვერ უზრუნველყოფს მოსამზადებელი კურსის ორგანიზებას/ჩატარებას.
გ) პირი გათავისუფლდა საფასურის გადახდისგან ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. საფასური დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომიდან 1 თვის განმავლობაში.
2. საფასურის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის:
3. ამ მუხლით დადგენილი საფასური ბრუნდება წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში.
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომიდან 1 თვის განმავლობაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საფასური არ ბრუნდება და ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირის მშვილებლად რეგისტრაციის დღიდან 1 თვის განმავლობაში.
3. ამ მუხლით დადგენილი საფასური ბრუნდება წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საფასური არ ბრუნდება და ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 12. სერტიფიკატის გაცემა🔗
1. სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი მოსამზადებელი კურსის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი მოსამზადებელი კურსის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
2. სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს არ აქვს გავლილი ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის 21 ასტრონომიული საათი, ხოლო განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიული საათი.
სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს არ აქვს გავლილი ძირითადი მოსამზადებელი კურსისთვის 21 ასტრონომიულ საათი, ხოლო განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით - 7 ასტრონომიული საათი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 13. სერტიფიკატის ვადა🔗
1. ბავშვის შვილად აყვანის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და მოქმედებს მოსამზადებელი კურსის სწავლების დასრულების დღიდან.
2. ბავშვის მინდობით აღზრდის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება სწავლება/ტრენინგის დასრულების დღიდან 3 წლის ვადით, თუ მინდობით აღმზრდელთან ამ ვადაში არ განთავსდა მინდობით აღსაზრდელი.
3. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსდა მინდობით აღსაზრდელი, სერტიფიკატი ძალას ინარჩუნებს სერტიფიკატის მფლობელთან ბოლოს გაფორმებული მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 3 წლის განმავლობაში.
3. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსდა მინდობით აღსაზრდელი სერტიფიკატი ძალას ინარჩუნებს სერტიფიკატის მფლობელთან ბოლოს გაფორმებული მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 3 წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მინდობით აღმზრდელი უფლებამოსილია, ახალი სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მინდობით აღმზრდელი უფლებამოსილია, ახალი სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები🔗
1. მშვილებელს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით რიგითობის (რეგიონული განსახლების გათვალისწინებით), აგრეთვე, მინდობით აღმზრდელს, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის დაწყების თარიღისა და ადგილის (კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ. აღნიშნულის შესახებ მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება სააგენტოსათვის ცნობილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი). სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სავალდებულოა შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს.
1. მშვილებელს/მინდობით აღზრდის მსურველ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის დაწყების თარიღისა და ადგილის შესახებ. აღნიშნული შესახებ მშვილებელს/მინდობით აღზრდის მსურველ პირს, შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება ან ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, მის შესახებ რეესტრში დაფიქსირებული საცხოვრებელი ადგილის და მითითებული ტელეფონის ნომრის მიხედვით. სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სავალდებულოა შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს მშვილებელს/მინდობით აღზრდის მსურველ პირს.
2. თანხმობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მშვილებელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. აღნიშნული განცხადება, თანდართული დოკუმენტებით, დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს.
2. თანხმობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მშვილებელმა/მინდობით აღზრდის მსურველ პირმა, ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და შეავსოს შესაბამისი განაცხადის ფორმა, რომელსაც უნდა დაურთოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განაცხადი თანდართული დოკუმენტებით დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს.
3. პირი, რომელმაც მშვილებელად/მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი სააგენტოში შეიტანა 2017 წლის 31 დეკემბრამდე და აღნიშნული თარიღის შემდეგ განხორციელდა მისი რეესტრში აღრიცხვა/რეგისტრაცია, მოსამზადებელ კურსს გაივლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი/მინდობით აღზრდის მსურველ პირი მოიხსნება რეესტრიდან. მშვილებლის მიერ უარის თქმად აგრეთვე, ჩაითვლება შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა.
4. კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი პირი მოიხსნება რეესტრიდან, ხოლო მინდობით აღმზრდელს გაუუქმდება რეგისტრაცია. მშვილებლის მიერ უარის თქმად აგრეთვე, ჩაითვლება შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა.
4. პირს, რომელმაც მშვილებელად/მინდობით აღზრდის მსურველ პირად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი სააგენტოში შეიტანა 2017 წლის 31 დეკემბრამდე და აღნიშნული თარიღის შემდეგ განხორციელდა მისი რეესტრში აღრიცხვა, მოსამზადებელ კურსს გაივლის ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
5. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ვერ ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
5. 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელიც ამ მუხლის პირველ - მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობებს ვერ ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 წლისა.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“, №01-75/ნ, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016483 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3962723-2/