ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (16 მუხლი)
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-75/ნ |
|
2017 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20მუხლის მე-2 პუნქტ ის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
+
ბრძანება №01-75/ნ
„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
დამტკიცდეს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი.
+
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
+
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მოსამზადებელი კურსის მიზანია შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა/განმტკიცება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
ბ) მოსამზადებელი კურსი – ბავშვის, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
გ) მოსამზადებელი კურსის ორგანიზება – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების განაცხადების მიღება/დამუშავებას, მოსამზადებელი კურსის სასწავლო სესიის დაგეგმვას, სასწავლო/სატრენინგო პროცესის განხორციელებას, სერტიფიკატის გაცემას/აღრიცხვას და კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო მოქმედებებს;
დ) სერტიფიკატი – ბავშვის შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ წესის მიზნებისათვის ტრენერი შეიძლება იყოს:
ა) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარების ფუნქციის მქონე სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა ან/და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის შესაბამისად და რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) ფიზიკური პირი, რომელსაც გავლილი აქვს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, სამინისტროსთან შეთანხმებული სასწავლო/სატრენინგო პროგრამის შესაბამისად და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება;
გ) პირი, რომელიც არის იმ იურიდიული პირის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროგრამა შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან და სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება.
3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
1. მოსამზადებელი კურსი მოიცავს:
ა.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის სურვილის შემთხვევაში);
2. მოსამზადებელი კურსის სასწავლო პროგრამის მოდული შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან.
3. მოსამზადებელი კურსის გავლა ხორციელდება უსასყიდლოდ, გარდა ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირის მოსამზადებელი ძირითადი კურსისა, რომლის საფასური თითოეული პირისათვის შეადგენს – 50 ლარს.
4. პირი, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი კურსი და მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში დააფიქსირებს განსხვავებული საჭიროების მქონე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის სურვილს, გათავისუფლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კურსის საფასურის გადახდისგან და გადახდილი თანხა დაუბრუნდება ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
5. დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის უფლებას იპოვებს პირი, რომელსაც გავლილი აქვს ძირითადი მოსამზადებელი კურსი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
1. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო.
2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისთვის სააგენტო უზრუნველყოფს:
ბ) შესაბამისი მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაგეგმვას;
გ) სწავლების/ტრენინგის ჩატარებას ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული პირების მეშვეობით;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
მუხლი 6. მოსამზადებელი კურსის განხორციელების ძირითადი კრიტერიუმები🔗
1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 20 პირისათვის (ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო პროცესი ხორციელდება ნაკადებად.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს 20-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არ შედგა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა რაოდენობა.
3. ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაწყების შესახებ ჯგუფის წევრების ინფორმირების დღიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, უნდა დასრულდეს კურსის გავლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, მათ შორის, კურსის სრულად გავლის სერტიფიკატის გაცემა.
4. ხანგრძლივობა ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის შეადგენს 21 ასტრონომიულ საათს, ხოლო კურსი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის, ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიულ საათს.
5. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
1. მოსამზადებელი კურსების ორგანიზებისათვის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებით.
2. სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისას ფულადი დანახარჯები შეიძლება მოიცავდეს:
ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ გადახდილი თანხის 20%-ს (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს);
გ) საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარის შესაძენად გაწეულ ხარჯებს;
დ) ხარჯებს სატრენინგო ჯგუფის წევრებისა და ტრენერების შესვენებისათვის საკვები პროდუქტების შესაძენად;
3. შვილად აყვანის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ორგანიზებისთვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებიდან.
4. მინდობით აღზრდის მსურველი პირების მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგის ორგანიზებისათვის საჭირო დაფინანსება განხორციელდება სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
5. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სატრენინგო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია თანამშრომელთან დამატებით გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება ან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი დამატება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
6. სწავლების/ტრენინგის ჩატარების მიზნით ტრენერთან, რომელიც არ არის სააგენტოს თანამშრომელი, შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება, როგორც ანაზღაურებით, ისე ანაზღაურების გარეშე.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
2. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამზადებელი კურსის გავლის სურვილის შემთვევაში საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
1. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების დღიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და ადგილის (ხოლო კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.
2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი უნდა დაიწყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა და დასრულდეს სასწავლო/სატრენერო კურსის პროცესის დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში.
3. კურსის ხანგრძლივობა დღეში თითო ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 7 ასტრონომიულ საათს.
4. კურსის სრულად გავლის შემდეგ პირზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
1. მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის პროცესზე დასწრების მიზნით, პირი უნდა გამოცხადდეს მისთვის წინასწარ ცნობილ ადგილზე მითითებულ დროს.
3. მოსამზადებელი კურსის გაცდენილი საათების შესაბამისი სასწავლო თემატიკა პირმა უნდა გაიაროს მომდევნო ნაკადის იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც არ იქნება სრულად დაკომპლექტებული.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსამზადებელი კურსის ხელახლა გავლა, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესახებ შეტყობინება პირს გაეგზავნება მის მიერ განაცხადში მითითებული ფორმით დაფიქსირებული რეკვიზიტების შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
ა) საფასური გადახდილია, თუმცა პირი, განაცხადის წარდგენამდე, წერილობით უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;
ბ) განცხადების მიღებიდან 4 თვის განმავლობაში სააგენტო ვერ უზრუნველყოფს მოსამზადებელი კურსის ორგანიზებას/ჩატარებას;
გ) პირი გათავისუფლდა საფასურის გადახდისგან ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. საფასურის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომიდან 1 თვის განმავლობაში.
ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირის მშვილებლად რეგისტრაციის დღიდან 1 თვის განმავლობაში.
3. ამ მუხლით დადგენილი საფასური ბრუნდება წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საფასური არ ბრუნდება და ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
1. სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი მოსამზადებელი კურსის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს არ აქვს გავლილი ძირითადი მოსამზადებელი კურსისათვის 21 ასტრონომიული საათი, ხოლო განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა ან მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით 7 ასტრონომიული საათი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
3. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსდა მინდობით აღსაზრდელი, სერტიფიკატი ძალას ინარჩუნებს სერტიფიკატის მფლობელთან ბოლოს გაფორმებული მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 3 წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მინდობით აღმზრდელი უფლებამოსილია, ახალი სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
1. მშვილებელს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით რიგითობის (რეგიონული განსახლების გათვალისწინებით), აგრეთვე, მინდობით აღმზრდელს, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის დაწყების თარიღისა და ადგილის (კურსის დისტანციურად ჩატარების შემთხვევაში – შესაბამისი ელექტრონული ფორმატის) შესახებ. აღნიშნულის შესახებ მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება სააგენტოსათვის ცნობილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი). სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სავალდებულოა შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს.
2. თანხმობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მშვილებელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. აღნიშნული განცხადება, თანდართული დოკუმენტებით, დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს.
3. პირი, რომელმაც მშვილებელად/მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი სააგენტოში შეიტანა 2017 წლის 31 დეკემბრამდე და აღნიშნული თარიღის შემდეგ განხორციელდა მისი რეესტრში აღრიცხვა/რეგისტრაცია, მოსამზადებელ კურსს გაივლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი პირი მოიხსნება რეესტრიდან, ხოლო მინდობით აღმზრდელს გაუუქმდება რეგისტრაცია. მშვილებლის მიერ უარის თქმად აგრეთვე, ჩაითვლება შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა.
5. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელიც ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს ვერ ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანება №01-4/ნ - ვებგვერდი, 20.07.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-74/ნ- ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2021.
- როდის იქნა მიღებული „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 29.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-75/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016483.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 16 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“, №01-75/ნ, 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016483 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3962723/