სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2017 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№581
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.020291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №581

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა. 
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2018  წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის

2018 წლის სახელმწიფო პროგრამა


+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო  პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და  ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

ა.ა) სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

ა.ბ) სარეზერვო გარეელექტრომომარაგების განაცხადის საფასურის გადასახადი;

ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადის გადახდა;

გ) პროგრამის ადმინისტრირება;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების  შესყიდვა;

ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა;

ვ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო  რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა;

ზ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
ზ.ა) 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით;
ზ.ბ) სპეციალიზებული ფორმის (ფეხსაცმლის) შესყიდვა;
ზ.გ) რეანიმობილის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის (2 ერთეული) აღჭურვისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;

თ) საინჟინრო სამუშაოები;

ი) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) კომუნალური მომსახურების ხარჯები;

კ) საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის (სენაკი, ხაშური, წყალტუბო, ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი, მესტია) სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობის, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა;

ლ) შპს „დმანისის ცენტრალური საავადმყოფოს“ (ს/კ: 428884059) კაპიტალში წილის 100%-ის  გამოსყიდვა;

მ) სამინისტროს ძირითადი სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) ინფრასტრუქტურის განახლების/მოდერნიზაციისა და სარეზერვო სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) მოწყობის შესყიდვა;

ნ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25  იანვრის  დადგენილება №34  – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №444 - ვებგვერდი, 30.08.2018წ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №507 - ვებგვერდი, 31.10.2018წ.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“, ხოლო მე-11 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ანგარიშებზე მიმართვა;
ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.

3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.

4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25  იანვრის  დადგენილება №34  – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №444 - ვებგვერდი, 30.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №507 - ვებგვერდი, 31.10.2018წ.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №444 - ვებგვერდი, 30.08.2018წ.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 17 163.6 ათასი ლარით:

 

№

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

5 502.5

1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 500.0

1.2. სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების განაცხადის საფასურის გადასახადი

2.5

2

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო  გადასახადის  გადახდა  

430.0

3

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

4

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საჭიროებისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების  შესყიდვა   

41.5

5

საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა

11.8

6

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო  რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა

199.0

7

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

745.7

 

7.1. 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით

510.0

7.2. სპეციალიზებული ფორმის (ფეხსაცმლის) შესყიდვა

112.0

7.3. რეანიმობილის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის (2 ერთეული) აღჭურვისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

123.7

8

საინჟინრო სამუშაოები

2.0

9

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) კომუნალური მომსახურების ხარჯები

1.5

10

საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის (სენაკი, ხაშური, წყალტუბო,ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი, მესტია) სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობის, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა

464.0

11

შპს „დმანისის ცენტრალური საავადმყოფოს“ (ს/კ: 428884059) კაპიტალში წილის 100%-ის გამოსყიდვა

1 943.1

12

სამინისტროს ძირითადი სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) ინფრასტრუქტურის განახლების/ მოდერნიზაციისა და სარეზერვო სერვერული ცენტრის („დატა ცენტრის“) მოწყობის შესყიდვა

7 189.5

13

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

585.0

 

სულ:

17 163.6

 

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25  იანვრის  დადგენილება №34  – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №444 - ვებგვერდი, 30.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №507 - ვებგვერდი, 31.10.2018წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №581, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020291 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3971394-4/