სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №581 |
|
2017 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2018 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება); ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადის გადახდა; გ) პროგრამის ადმინისტრირება; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა; ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა; ვ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა; ზ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით. მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ანგარიშზე მიმართვა; ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება. 3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად. 4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით. მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 6 740.3 ათასი ლარით:
|
+
+
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა.
+
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია: |
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:
ა.ა) სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);
ა.ბ) სარეზერვო გარეელექტრომომარაგების განაცხადის საფასურის გადასახადი;
ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის:
ბ.ა) ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადის გადახდა;
ბ.ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვის ხარჯები;
ზ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
ზ.ა) 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით;
ზ.ბ) სპეციალიზებული ფორმების (ფეხსაცმელი) შესყიდვა;
ზ.გ) რეანიმობილის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის (2 ერთეული) აღჭურვისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;
ზ.დ) სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების (12 ერთეული მაღალი გამავლობის, 7 ერთეული რეანიმობილი, 17 ერთეული მიკროავტობუსის ტიპის) შესყიდვა;
ზ.ე) სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;
თ) საინჟინრო სამუშაოები;
ი) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) კომუნალური მომსახურების ხარჯები;
კ) საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის (სენაკი, ხაშური, წყალტუბო, ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი, მესტია) სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობის, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა;
ლ) შპს „დმანისის ცენტრალური საავადმყოფოს“ (ს/კ: 428884059) კაპიტალში წილის 100%-ის გამოსყიდვა;
მ) სამინისტროს ძირითადი სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) ინფრასტრუქტურის განახლების/მოდერნიზაციისა და სარეზერვო სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) მოწყობის შესყიდვა;
ნ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;
ო) შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები.
პ) NordDRG-ის გამოყენების უფლების ლიცენზიისა და NordDRG Grouper პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №34 – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №444 - ვებგვერდი, 30.08.2018წ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №507 - ვებგვერდი, 31.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №564 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“, მე-2 პუნქტის 2.2 პუნქტით განსაზღვრული თანხის სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“, მე-11 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისა“ და მე-14 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ ანგარიშებზე მიმართვა;
ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.
3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფომ“ და სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა უზრუნველყონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №34 – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №444 - ვებგვერდი, 30.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №507 - ვებგვერდი, 31.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №564 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება🔗
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №444 - ვებგვერდი, 30.08.2018წ.
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 24 138.7 ათასი ლარით:
№
№
ღირებულება ( ათასი ლარი )
1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:
5 002.5
1.1. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)
5 000.0
1.2. სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების განაცხადის საფასურის გადასახადი
2.5
2
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“:
1 559.1
2.1. ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა
2.2. ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვის ხარჯები
1 129.1
3
პროგრამის ადმინისტრირება 48.04
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა37.5
5
საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა
11.7
6
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა170.0
7
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
7 115.2
7.1. 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით
525.7
7.2. სპეციალიზებული ფორმის (ფეხსაცმლის) შესყიდვა
91.2
7.3. რეანიმობილის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის (2 ერთეული) აღჭურვისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა
108.8
7.4. სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების (12 ერთეული მაღალი გამავლობის, 7 ერთეული რეანიმობილი, 17 ერთეული მიკროავტობუსის ტიპის) შესყიდვა
5 617.7
7.5. სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა
771.8
8
საინჟინრო სამუშაოები
1.2
9
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) კომუნალური მომსახურების ხარჯები
1.5
10
საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის (სენაკი, ხაშური, წყალტუბო, ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი, მესტია) სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობის, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა
384.8
11
შპს „დმანისის ცენტრალური საავადმყოფოს“ (ს/კ: 428884059) კაპიტალში წილის 100%-ის გამოსყიდვა
1 943.1
12
სამინისტროს ძირითადი სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) ინფრასტრუქტურის განახლების/ მოდერნიზაციისა და სარეზერვო სერვერული ცენტრის („დატა ცენტრის“) მოწყობის შესყიდვა
7 162.5
13
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვა
531.1
14
შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს“ გათბობის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები
50.0
15
NordDRG-ის გამოყენების უფლების ლიცენზიისა და NordDRG Grouper პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი
120.5
სულ :
24 138.7
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №34 – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №444 - ვებგვერდი, 30.08.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №507 - ვებგვერდი, 31.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №564 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №647 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.11.2022.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №581. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.020291.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №581, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020291 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3971394/