1. ამ კანონში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო დაწესებულება – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია;
ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) – თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი, დიპლომატიური რანგის დანამატი, ფულადი ჯილდო;
ბ1) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც სტაჟიორი შესაბამისი დაწესებულების გადაწყვეტილებით იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში;
გ) თანამდებობრივი სარგო – საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით;
დ) სახელფასო დანამატი – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, განსაზღვრული თანხა;
ე) საკლასო დანამატი – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი;
ე1) დიპლომატიური რანგის დანამატი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგისთვის დაწესებული დანამატი;
ვ) ფულადი ჯილდო – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალება; საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული წახალისების საშუალება;
ზ) საბაზო თანამდებობრივი სარგო – ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობა, რომლის ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო;
თ) თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვა – კონკრეტული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შეფასების შედეგი, რომელიც ეფუძნება ამ თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხს, მოვალეობათა შესრულების სირთულეს, შესაბამის კომპეტენციას, კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებას.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2298 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2385 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 01.11.2023 კანონი №3626
- 15.12.2022 კანონი №2385
- 14.12.2022 კანონი №2298
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო დაწესებულება – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია; ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) – თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი, დიპლომატიური რანგის დანამატი, ფულადი ჯილდო; [ბ1) ბ 1 ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც სტაჟიორი შესაბამისი დაწესებულების გადაწყვეტილებით იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)] გ) თანამდებობრივი სარგო – საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით; დ) სახელფასო დანამატი – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, განსაზღვრული თანხა; ე) საკლასო დანამატი – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი; ე1) დიპლომატიური რანგის დანამატი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგისთვის დაწესებული დანამატი; ვ) ფულადი ჯილდო – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალება; საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული წახალისების საშუალება; ზ) საბაზო თანამდებობრივი სარგო – ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობა, რომლის ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო; თ) თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვა – კონკრეტული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შეფასების შედეგი, რომელიც ეფუძნება ამ თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხს, მოვალეობათა შესრულების სირთულეს, შესაბამის კომპეტენციას, კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-163(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2025
კასატორის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავს - თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურების დანამატს, საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობისთვის დანამატსა და ფულად ჯილდოს.
- საქმე №ბს-708(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურება (ხელფასი) არის თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი და ფულადი ჯილდო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/12/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება