1. საჯარო დაწესებულების სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა უნდა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.12.2017).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-340(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2025
აღნიშნული ბრძანების თანახმად, პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-3 ნაწილის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/12/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება