2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2017 ძალადაკარგული 20.12.2018
ნომერი
№1-1/581
სარეგისტრაციო კოდი
300320000.22.024.016513
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/581

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ


+
მუხლი 1
 დამტკიცდეს თანდართული „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი”.  
+
მუხლი 2
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.   
+
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2017 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №90 ბრძანება.
+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №1-1/581, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016513 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3972964-1/