2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/581 |
|
2017 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი”. |
| მუხლი 2 |
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2017 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის №90 ბრძანება.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
+
ბრძანება №1-1/581
+
დამტკიცდეს თანდართული „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი”.
+
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
+
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“?
- „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/581. სარეგისტრაციო კოდი — 300320000.22.024.016513.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №1-1/581, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016513 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3972964/