მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.02.2018 ბოლო ცვლილება 26.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2018 წლის 12 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №19 (matsne.gov.ge, 13/10/2014, 010250000.35.153.016224),  „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №24 (matsne.gov.ge, 13/10/2014, 010260020.35.153.016229) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის  №13 (matsne.gov.ge, 01/04/2015, 010260020.35.175.016065) დადგენილებები.

 

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
+



დანართი  

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.

 


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილების საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მერიის დებულების, ამ დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. სამსახური წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, მათ შორის, საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას. კოორდინაციას უწევს მერის წარმომადგენლების საქმიანობას.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.


+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) (ამოღებულია - 30.03.2018, №43);

დ) იურიდიული განყოფილება;

ე) (ამოღებულია - 20.03.2018, №37).

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 22.03.2018წ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.


+
მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელი
1. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის  მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
 ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ)  უზრუნველყოფს მერიაში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, დოკუმენტაციის ასლების კანონით დადგენილი წესით დამოწმებას;

ი) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.


+
მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის/განყოფილების ხელმძღვანელი
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებების საქმინაობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი.

2. განყოფილების ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.

3. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.

4. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების ხელმძღვანელის  უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.


+
მუხლი 5. საქმისწარმოების განყოფილება
საქმისწარმოების განყოფილება კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მერიის კორესპონდენციის მიღებას და ადრესატისთვის გაგზავნას;

ბ)მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

გ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადო გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

დ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციას და ინდექსაციას;

ე) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისთვის;

ვ) დოკუმენეტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ზ)საქმეთა მომზადებას არქივისთვის ჩასაბარებლად;

თ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ი) მერიაში დასაქმებული პირებისთვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

კ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას და ელექტრონულ საქმისწარმოებას;

ლ) მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

მ) კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ასევე მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა;

ნ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას;

ო) სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციული ერთეულებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას;

პ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.


+
მუხლი 6. ადამიანური რესურების მართვის განყოფილება
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

ბ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის და შესაბამისობის შემოწმებას;

გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

დ) შრომითი ხელშეკრულების შემუშავებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;

ე) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.


+
მუხლი 7. ამოღებულია
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.

+
მუხლი 8. იურიდიული განყოფილება
განყოფილება, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა)  მერიის სამართლებრივ მომსახურებას;

ბ) მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;

გ)  კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და  მომართვების განხილვას; 

დ) მერის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სხვა თანამშრომლების იურიდიულ კონსულტაციას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ე) მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას;

ვ) სამართლებრივი აქტების ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას; 

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.


+
მუხლი 9. ამოღებულია
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 22.03.2018წ.

+
მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი
1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.

2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 მარტის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 22.03.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №16, 12.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016410 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4058659-2/