პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ.
+
მუხლი 2
დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მფლობელ პირთა ბაზის გადაცემა, ამ დადგენილების მიზნებისთვის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შექმნის უზრუნველსაყოფად. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა და დამუშავების უფლების მინიჭება, განხორციელდეს ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
+
მუხლი 3
პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/ბლოკების მიერ წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით პროცედურების განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები/ბლოკები/ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ.
+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №9/2018 დადგენილება.
+
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“, №21/2018, 17.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016396 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4104039-1/