პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №18/2019 - ვებგვერდი, 22.04.2019წ. |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №18/2019 - ვებგვერდი, 22.04.2019წ. |
| მუხლი 2 |
დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მფლობელ პირთა ბაზის გადაცემა, ამ დადგენილების მიზნებისთვის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შექმნის უზრუნველსაყოფად. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა და დამუშავების უფლების მინიჭება, განხორციელდეს ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. |
| მუხლი 3 |
პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/ბლოკების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის პროცედურების ელექტრონული საშუალებებით განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები/ბლოკები/ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №18/2019 - ვებგვერდი, 22.04.2019წ. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №9/2018 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისდადგენილება №21/2018
2018 წლის 17 მარტი ქ. თბილისიპარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
+
მუხლი 1დამტკიცდეს „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მფლობელ პირთა ბაზის გადაცემა, ამ დადგენილების მიზნებისთვის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შექმნის უზრუნველსაყოფად. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა და დამუშავების უფლების მინიჭება, განხორციელდეს ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. |
+
მუხლი 3პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/ბლოკების მიერ წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით პროცედურების განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები/ბლოკები/ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.
+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №9/2018 დადგენილება. |
+
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
+
მუხლი 6ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი |
+
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №21/2018
2018 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №18/2019 - ვებგვერდი, 22.04.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №31/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ .
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №18/2019 - ვებგვერდი, 22.04.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №31/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.
+
მუხლი 2
დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მფლობელ პირთა ბაზის გადაცემა, ამ დადგენილების მიზნებისთვის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შექმნის უზრუნველსაყოფად. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა და დამუშავების უფლების მინიჭება, განხორციელდეს ცესკოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, მათ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №31/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ
+
მუხლი 3
პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის პროცედურების ელექტრონული საშუალებებით განხორციელება ნებაყოფლობითია. პარტიები/საარჩევნო ბლოკები/ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები უფლებამოსილი არიან, იმოქმედონ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 20 ივლისის დადგენილება №29/2018 - ვებგვერდი, 23.07.2018წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის დადგენილება №18/2019 - ვებგვერდი, 22.04.2019წ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №31/2019 - ვებგვერდი, 09.09.2019წ
+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №9/2018 დადგენილება.
+
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
+
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“, №21/2018, 17.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016396 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4104039-3/