ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2018 ბოლო ცვლილება 25.07.2025
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.160.016475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38

2018 წლის 21 მარტი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 16.05.2018წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა)   საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №1);

ბ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მითითების ფორმა (დანართი №2);

გ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, უწყების ფორმა საქმის განხილვის  თაობაზე (დანართი №3);

დ) დათვალიერების ოქმის ფორმა (დანართი №4);

ე) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის 23-ე  ნაწილის  შესაბამისად,  „შემოწმების  აქტის“  ფორმა  (დანართი №5);

ვ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-19, მე-20 ნაწილის შესაბამისად „საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ“ აქტის ფორმა (დანართი №6).

+
მუხლი 2. (ამოღებულია)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 16.05.2018წ.

+
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დოკუმენტაციის შევსების უფლებამოსილება მიენიჭოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს და მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და სამსახურების დებულებების შესაბამისად.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 16.05.2018წ.

+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების (ნიმუშების) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება-აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის №97 დადგენილება (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი: 01025002035160005229; თარიღი: 05.03.2007).
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“, №38, 21.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016475 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4107098-1/