ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2018 ბოლო ცვლილება 25.07.2025
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.160.016475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38

2018 წლის 21 მარტი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 122-129-ე მუხლების,  საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის შესაბამისად

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 16.05.2018წ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №132 - ვებგვერდი, 23.08.2019წ.


+
მუხლი 1
  მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დამტკიცდეს:

ა)   შემოწმების აქტების ფორმები (დანართი N1, დანართი N2);

ბ)   მითითების ფორმა (დანართი N3);

გ)   საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ“ აქტის ფორმა (დანართი N4).

  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №132 - ვებგვერდი, 132.08.2019წ.

+
მუხლი 2. (ამოღებულია)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 16.05.2018წ.

+
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დოკუმენტაციის შევსების უფლებამოსილება მიენიჭოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს და მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და სამსახურების დებულებების შესაბამისად.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 მაისის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 16.05.2018წ.

+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების (ნიმუშების) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება-აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის №97 დადგენილება (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი: 01025002035160005229; თარიღი: 05.03.2007).
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“, №38, 21.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016475 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4107098-2/