სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.03.2018 ბოლო ცვლილება 30.05.2024
ნომერი
№01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-14/ნ

2018 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“   საქართველოს  კანონის  21-ე მუხლის მე-3  პუნქტის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №01-28/ნ- ვებგვერდი, 29.03.2019წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმები (დანართი №1).
2. სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების  ფორმა (დანართი №2).
2​1. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების  ფორმა (დანართი №2​1).
3. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №3).
4. (ამოღებულია - 29.03.2019, №01-28/ნ).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №01-28/ნ- ვებგვერდი, 29.03.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 7 აპრილის ბრძანება №01-39/ნ- ვებგვერდი, 07.04.2020წ.
+
მუხლი 2
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით,  ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №01-28/ნ- ვებგვერდი, 29.03.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №01-69/ნ- ვებგვერდი, 23.10.2019წ.

+
მუხლი 3
1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართებით (№1, №2, №2​1 და №3) განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი (USB)), ასევე ქაღალდის მატარებელზე, რომლის ყოველი გვერდი დამოწმებულია დაწესებულების ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

2. დანართებით (№1, №2, №2​1, №3) განსაზღვრული ფორმების შევსებისას გამოყენებული უნდა იქნეს ფონტი Sylfaen, სიმბოლოების ზომა – 10.

3. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) დაწესებულების ანგარიშგების ფორმებში არ შეიტანება ინფორმაცია იმ პერსონალის შესახებ, რომელიც მომსახურებას აწვდის სტაციონარული დაწესებულების მხოლოდ ამბულატორიულ ერთეულებში;

ბ) ანგარიშგების ფორმებში არ ფიქსირდება ინფორმაცია უმცროსი ექიმების შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ ექთნის თანამდებობაზე დასაქმებულია დიპლომირებული ექიმი/დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, მის თაობაზე ინფორმაცია ფიქსირდება ექთნის შესაბამის ველში სტატუსის – დიპლომირებული ექიმი/სტუდენტი მითითებით).

4. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის გააჩნიათ ფილიალ(ებ)ი, ანგარიშგების ფორმები უნდა წარმოადგინონ როგორც ლიცენზიაში მითითებულ მისამართზე განთავსებული ძირითადი დაწესებულებისთვის, ასევე ამ იურიდიული პირის თითოეული ფილიალისათვის ცალ-ცალკე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №01-28/ნ- ვებგვერდი, 29.03.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 7 აპრილის ბრძანება №01-39/ნ- ვებგვერდი, 07.04.2020წ.
+
მუხლი 4
ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №01-28/ნ- ვებგვერდი, 29.03.2019წ.

+
მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“, №01-14/ნ, 22.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016496 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4108900-5/