სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.03.2018 ბოლო ცვლილება 30.05.2024
ნომერი
№01-14/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016496
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-14/ნ

2018 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს  კანონის  21-ე მუხლის მე-3  პუნქტის, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების №2 დანართის მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2005 წლის 31 დეკემბრის  №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმები (დანართი №1).
2. სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების  ფორმა (დანართი №2).
3. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №3).
4. სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი №4).
მუხლი 2
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით,  ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
მუხლი 3
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი), ხოლო №3 და №4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
მუხლი 4
ეთხოვოთ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალიურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.
მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2024.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“?
„სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 22.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-14/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016496.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2024.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე“, №01-14/ნ, 22.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016496 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4108900/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2024. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება