სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.05.2024 ბოლო ცვლილება 02.03.2026
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
120000000.22.026.017226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
📑 სარჩევი (19 მუხლი)
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №49

2024 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულება


მუხლი 1

სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – ბარათი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სამსახურის/სწავლის, დაკავებული თანამდებობისა და მინიჭებული წოდების დამადასტურებელი დოკუმენტი. ბარათი ასევე ადასტურებს დაკავებული თანამდებობისა და წოდების შესაბამისად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას.     

მუხლი 2

1. ბარათი სამინისტროს კუთვნილებაა.  

2. ბარათის ნიმუში მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3

ბარათი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით ეძლევათ, მოსამსახურეებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.

თავი II

ბარათის გაცემის წესი

მუხლი 4

ბარათის დამზადება, გაცემა, შეცვლა და განადგურება ხორციელდება საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის (შემდგომში – სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი) მეშვეობით.

მუხლი 5

1. ბარათი ეძლევა:

ა) სამინისტროს სისტემაში საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გამონაკლისისა;

ბ) სამინისტროს სისტემაში (გარდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა) ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გამონაკლისისა;

გ) აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს (რეზერვისტს);

დ) სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდგომში – ლიცეუმი) ჩარიცხულ მოსწავლეს (კადეტს).

2. სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ (შემდგომში – ცენტრი) მოსამსახურეებზე, რომლებიც დანიშნული არიან სამმართველოს უფროსის ან უფრო მაღალ თანამდებობებზე (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა), ბარათი გაიცემა ცენტრის დირექტორის მიერ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრზე წერილობითი მიმართვის შემთხვევაში.

მუხლი 6

ბარათი გაიცემა თანამდებობაზე დანიშვნის/ხელშეკრულების გაფორმების, თანამდებობის შეცვლის, წოდების მინიჭების, ლიცეუმში ჩარიცხვის, ადრე გაცემული ბარათის ვადის გასვლის, გამოყენებისთვის უვარგისობის (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვის, სახელის და/ან გვარის შეცვლის და ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენის შემთხვევებში.

მუხლი 7

ახალი ბარათის მიღებისთანავე ძველი ბარათი ბარდება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს.

მუხლი 8

1. ბარათის დამზადება/გაცემა/შეცვლა ხორციელდება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისათვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეთაურის/უფროსის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსამსახურის ინდივიდუალური მოთხოვნით, ბარათი შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის ან მისი  მოადგილის თანხმობით.

3. კადრების განკარგულებაში გადაყვანილი ან თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული, მოსამსახურისათვის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვა ხორციელდება სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის გადაგზავნილი მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანის ან თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 9

ბარათის გაცემისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელი მოსამსახურე(ებ)ს/კადეტ(ებ)ს უტარებენ ინსტრუქტაჟს მისი გამოყენებისა და შენახვის წესის შესახებ.

მუხლი 10

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ნაწილ(ებ)ის) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები:
ა) პერიოდულად ამოწმებენ ბარათის თანამდებობასთან/წოდებასთან, სახელთან/გვართან და მოქმედების ვადასთან შესაბამისობას;
ბ) მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ან კადეტის ლიცეუმიდან გარიცხვის შემთხვევაში აცნობებენ  სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს და წარუდგენენ ბარათს.

მუხლი 11

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:

ა) მოსამსახურემ/კადეტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს;

ბ) შესაბამისმა ქვედანაყოფმა ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ინფორმაცია უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ (სიტყვიერად), ხოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით.

მუხლი 12

ბარათის დაკარგვის, სხვა პირზე გადაცემის ან არადანიშნულებისამებრ გამოყენების ყოველ ფაქტზე ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა, მიიღება ზომები დაკარგული ბარათის საპოვნელად, დგება პირის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი. დაკარგული ბარათის ჩამოწერისა და საჭიროებისამებრ ახლის დამზადების შესახებ ეცნობება სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს.

მუხლი 13

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ბარათი გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო კადეტისათვის – 3 წლის ვადით.

თავი III

ბარათის შევსების, აღრიცხვისა და გაუქმების წესი

მუხლი 14

პერსონალის მართვის ცენტრი უზრუნველყოფს დამზადებული ბარათ(ებ)ის გადაგზავნას შესაბამისი ქვედანაყოფის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის. შესაბამისი ქვედანაყოფის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ბარათის კონკრეტული პირისათვის ჩაბარებას.

მუხლი 15

ბარათზე განთავსდება ფოტო შემდეგი წესით:

ა) სამხედრო მოსამსახურე ფოტოს იღებს სამხედრო ფორმაში ქუდის გარეშე;

ბ) კადეტი ფოტოს იღებს ყოველდღიურ ფორმაში;

გ) სამოქალაქო/სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები ფოტოს იღებენ სამოქალაქო ტანსაცმელში (საოფისე, კლასიკური ჩაცმულობა).

მუხლი 16

1. ბარათი ივსება კომპიუტერული წესით ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეთითება:

ა) მოსამსახურის შემთხვევაში – ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, მოსამსახურის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, წოდება (არსებობის შემთხვევაში), თანამდებობის დასახელება, დაბადების თარიღი, სისხლის ჯგუფი, იმ ქვედანაყოფის დასახელება, სადაც იგი გადის სამსახურს;  

ბ) კადეტის შემთხვევაში – ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, კადეტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სისხლის ჯგუფი, სტატუსი (კადეტი), ლიცეუმის დასახელება.

2. ბარათს შესაძლებელია მიენიჭოს გარკვეული ფერი, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.

მუხლი  17

1. გაცემული ბარათის აღრიცხვა ხდება ელექტრონულ ბაზაში.

2. ბარათი ჩაბარების ან გამოცვლის შემთხვევაში ექვემდებარება განადგურებას, რაც ასევე, მიზეზის მითითებით აღინიშნება ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ელექტრონულ ბაზაში.

3. ძალადაკარგული/დაზიანებული ბარათების განადგურების, ასევე სახარჯ მასალებთან დაკავშირებული ინფორმაციის განსაზღვრის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია, მტკიცდება კომისიის საქმიანობის წესი და კომისიის მიერ გამოსაცემი დოკუმენტის ნიმუში.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2026.
როდის იქნა მიღებული „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.05.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 120000000.22.026.017226.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2026.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 19 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №49, 01.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017226 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6157787/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება