საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიური პარკის სივრცეში გაწეული მომსახურების სახეებს, გაწეული მომსახურების საფასურს და აღნიშნული საფასურისაგან გათავისუფლების პირობებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტექნოლოგიური პარკი/ინოვაციების ცენტრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ინფრასტრუქტურული სივრცეები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აწვდის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურებას; ბ) ტექნოლოგიური პარკის წევრობა – სტატუსი, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას, მიიღოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურება; გ) ტექნოლოგიური პარკის წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც ამ დადგენილების შესაბამისად გაივლის რეგისტრაციას; დ) ბიზნესინკუბატორი – სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას; ე) ბიზნესინკუბატორის წევრობა – ერთწლიანი სტატუსი, რომელიც ენიჭება სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბიზნესინკუბატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირს; ვ) მომსახურების საფასური – საფასური, რომელსაც პირი იხდის ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნოლოგიური პარკის ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ; ზ) ფაბლაბი (Fab Lab) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ. თავი II
ტექნოლოგიური პარკის წევრობა მუხლი 3. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი
1. ტექნოლოგიური პარკის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი. 2. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი პირს ანიჭებს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ საჯარო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის უფლებას, ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტის“) საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. 3. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება ხდება ტექნოლოგიური პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://techpark.ge) რეგისტრაციის გზით, რაც დასტურდება შესაბამისი ბარათით, რომელსაც სააგენტო გადასცემს პირს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიურ პარკში პირველი ვიზიტისას. 4. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება არის უფასო. 5. სააგენტო უფლებამოსილია, პირს შეუწყვიტოს ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ პირი არღვევს ტექნოლოგიურ პარკში სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების/ქცევის წესებსა და მომსახურებისათვის დადგენილ პირობებს. თავი III
ბიზნესინკუბატორი მუხლი 4. ტექნოლოგიური პარკის მომსახურება ბიზნესინკუბატორის წევრებისათვის
სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტექნოლოგიური პარკის ბიზნესინკუბატორის კონკურსში გამარჯვებულ პირებს ენიჭებათ ბიზნესინკუბატორის წევრის სტატუსი. ბიზნესინკუბატორის წევრობა უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურების მიღებას: ა) ვირტუალური ინკუბატორის მომსახურება – ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გარდა, ვირტუალური ბიზნესინკუბატორის წევრობა პირს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს ტექნოპარკში ხელმისაწვდომი საკონსულტაციო მომსახურებით, სატრენინგო ოთახებითა და საკონფერენციო დარბაზით; ბ) ინკუბატორის მომსახურება – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების გარდა, ინკუბატორის წევრობა დამატებით ანიჭებს პირს უფლებას, ისარგებლოს რეზერვირებული სამუშაო სივრცით. თავი IV
ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბის მომსახურების პირობები მუხლი 5. ფაბლაბის მომსახურება და საფასური
1. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკების ფაბლაბებში მიიღოს ამ მუხლით განსაზღვრული ფასიანი მომსახურება. 2. ფაბლაბის მომსახურების საფასური შეადგენს: ა) დანადგარების მომსახურების საფასური:
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ. მუხლი 6. ფაბლაბით სარგებლობის პირობები და შეღავათები
1. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ფაბლაბით სარგებლობის წესი, ინვენტართან დაშვებისა და გამოყენების პირობები, ასევე დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებზე სამუშაოდ ფაბლაბით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი და მეწარმე სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. „2. ფაბლაბის მომსახურების ღირებულებაზე სტუდენტური ტარიფი გავრცელდება ერთი პროექტის, პროდუქტის ან წარმოების ფარგლებში, ყოველწლიურად პირველი სამი ვიზიტის/ჯავშნის განმავლობაში. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ. თავი V
ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით, სატრენინგო ოთახითა და სამუშაო სივრცით სარგებლობის, ასევე ღონისძიების ორგანიზების პირობები მუხლი 7. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება
1. ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება გულისხმობს საკონფერენციო დარბაზისა და შესაბამისი აპარატურის გამოყენების უფლებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების და ასევე ტექნოლოგიური პარკისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ღონისძიებების ჩატარების მიზნით, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ტექნოლოგიური პარკისთვის პრიორიტეტულ სფეროებს განსაზღვრავს სააგენტო. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურისგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ღონისძიების ჩატარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. 3. საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო სივრცეებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზებით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო სივრცეებით სარგებლობის წესი, ასევე თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებული პირები გაათავისუფლოს განსაზღვრული საფასურებისგან. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ. მუხლი 8. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური
საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურია:
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ. მუხლი 9. სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება
1. ტექნოლოგიური პარკის სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ სატრენინგო ოთახით, მასში განთავსებული ინვენტარითა და აპარატურით დროებით სასყიდლიან და მიზნობრივ გამოყენებას, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს სატრენინგო ოთახით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატრენინგო ოთახის სარგებლობის საფასურისგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ტრენინგების ჩატარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. მუხლი 10. სატრენინგო ოთახებით სარგებლობის საფასურები
1. სატრენინგო ოთახებით სარგებლობის საფასურები განისაზღვრება საათობრივი ტარიფებით. 2. ერთი დღის განმავლობაში 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. 3. სატრენინგო ოთახების საფასურებია:
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ. მუხლი 11. ტექნოლოგიური პარკის სამუშაო სივრცე სააგენტო უფლებამოსილია, კონკურსის შედეგად შერჩეული პირები ტექნოლოგიურ პარკში უსასყიდლოდ უზრუნველყოს სამუშაო სივრცით ინოვაციურ იდეებსა და პროექტებზე სამუშაოდ. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 12. ღონისძიების ორგანიზების მომსახურება 1. სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს ტექნოლოგიურ პარკში ამ დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება. მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს, რაც მოიცავს ღონისძიებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებას (მათ შორის, კვებითი მომსახურების, დამატებითი ტექნიკის ან თარჯიმნის მომსახურების ორგანიზებას, ასევე ღონისძიებისთვის საჭირო სარეკლამო მასალის დამზადების ორგანიზებას). 2. სააგენტო უფლებამოსილია, ღონისძიების ორგანიზების მომსახურების ფარგლებში ან დამოუკიდებლად, დამატებით გასწიოს ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის მომსახურება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის მომსახურების საფასური დღეში შეადგენს 300 ლარს. მუხლი 121. ვიდეოგადაღება
1. ტექნოლოგიურ პარკებსა და ინოვაციების ცენტრებში ვიდეოგადაღება გულისხმობს შიდა და გარე სივრცეების გამოყენებას ვიდეოგადაღებების მიზნებისათვის. 2. ვიდეოგადაღების საფასურებია:
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ. მუხლი 13. ანგარიშსწორების ფორმა
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება სააგენტოსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №152
2018 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეები და საფასური“.
+
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №237 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეები და საფასური
ზოგადი დებულებები
+
მუხლი 1. მოქმედების სფერო🔗
ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიური პარკის სივრცეში გაწეული მომსახურების სახეებს, გაწეული მომსახურების საფასურს და აღნიშნული საფასურისაგან გათავისუფლების პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დადგენილების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტექნოლოგიური პარკი/ინოვაციების ცენტრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ინფრასტრუქტურული სივრცეები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აწვდის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურებას;
ა) ტექნოლოგიური პარკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ინოვაციების ქუჩა №7-ში შექმნილი სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირს აწვდის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურებას;
ბ) ტექნოლოგიური პარკის წევრობა – სტატუსი, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას, მიიღოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურება;
გ) ტექნოლოგიური პარკის წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც ამ დადგენილების შესაბამისად გაივლის რეგისტრაციას;
დ) ბიზნესინკუბატორი – სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას;
ე) ბიზნესინკუბატორის წევრობა – ერთწლიანი სტატუსი, რომელიც ენიჭება სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბიზნესინკუბატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირს;
ვ) მომსახურების საფასური – საფასური, რომელსაც პირი იხდის ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნოლოგიური პარკის ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ;
ზ) ფაბლაბი (Fab Lab) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
ტექნოლოგიური პარკის წევრობა
მუხლი 3. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი🔗
1. ტექნოლოგიური პარკის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი.
2. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი პირს ანიჭებს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ საჯარო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის უფლებას, ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტის“) საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.
3. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება ხდება ტექნოლოგიური პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://techpark.ge) რეგისტრაციის გზით, რაც დასტურდება შესაბამისი ბარათით, რომელსაც სააგენტო გადასცემს პირს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიურ პარკში პირველი ვიზიტისას.
4. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება არის უფასო.
5. სააგენტო უფლებამოსილია, პირს შეუწყვიტოს ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ პირი არღვევს ტექნოლოგიურ პარკში სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების/ქცევის წესებსა და მომსახურებისათვის დადგენილ პირობებს.
ბიზნესინკუბატორი
მუხლი 4. ტექნოლოგიური პარკის მომსახურება ბიზნესინკუბატორის წევრებისათვის🔗
სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტექნოლოგიური პარკის ბიზნესინკუბატორის კონკურსში გამარჯვებულ პირებს ენიჭებათ ბიზნესინკუბატორის წევრის სტატუსი. ბიზნესინკუბატორის წევრობა უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურების მიღებას:
ა) ვირტუალური ინკუბატორის მომსახურება – ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გარდა, ვირტუალური ბიზნესინკუბატორის წევრობა პირს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს ტექნოპარკში ხელმისაწვდომი საკონსულტაციო მომსახურებით, სატრენინგო ოთახებითა და საკონფერენციო დარბაზით;
ბ) ინკუბატორის მომსახურება – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების გარდა, ინკუბატორის წევრობა დამატებით ანიჭებს პირს უფლებას, ისარგებლოს რეზერვირებული სამუშაო სივრცით.
ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბის მომსახურების პირობები
მუხლი 5. ფაბლაბის მომსახურება და საფასური🔗
1. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკების ფაბლაბებში მიიღოს ამ მუხლით განსაზღვრული ფასიანი მომსახურება.
ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბში მიიღოს ამ მუხლით განსაზღვრული შემდეგი ფასიანი მომსახურებები:
2. ფაბლაბის მომსახურების საფასური შეადგენს:
ა) მომსახურება, რომლის ღირებულება გამოითვლება დახარჯული დროის ან/და მასალის მიხედვით:
ა) დანადგარების მომსახურების საფასური:
ბ) 3D სკანირების (Artec Spyder) მომსახურების საფასური შეადგენს:
გ) PCB დანადგარის მომსახურების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
y = 0.6 x + 300 ლარი,
იურიდიული პირი
სადაც y არის საფასური, ხოლო x არის ბეჭდური პლატების რაოდენობა.
1 სმ3 – 2 ₾
1 სმ3 – 1 ₾
1 წთ – 3.50 ₾;
1 წთ – 7 ₾;
1 წთ – 3.50 ₾;
1 წთ – 0.6 ₾
ბანერით/სტიკერით 1 მ2 – 24 ₾
ბანერის/სტიკერისგარეშე 1 მ2 – 18 ₾
ბანერით/სტიკერით 1 მ2 – 12 ₾
ბანერის/სტიკერისგარეშე 1 მ2 – 9 ₾
1 მ2 – 5 ₾
1 მ2 – 2,5 ₾
გაბარიტული ზომა
< 20 სმ
50 სმ <
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 6. ფაბლაბით სარგებლობის პირობები და შეღავათები🔗
1. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ფაბლაბით სარგებლობის წესი, ინვენტართან დაშვებისა და გამოყენების პირობები, ასევე დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებზე სამუშაოდ ფაბლაბით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი და მეწარმე სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ფაბლაბით სარგებლობის წესი, ინვენტართან დაშვებისა და გამოყენების პირობები, ასევე დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებზე სამუშაოდ ფაბლაბით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი და მეწარმე სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
„2. ფაბლაბის მომსახურების ღირებულებაზე სტუდენტური ტარიფი გავრცელდება ერთი პროექტის, პროდუქტის ან წარმოების ფარგლებში, ყოველწლიურად პირველი სამი ვიზიტის/ჯავშნის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით, სატრენინგო ოთახითა და სამუშაო სივრცით სარგებლობის, ასევე ღონისძიების ორგანიზების პირობები
ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით, სატრენინგო ოთახითა და სამუშაო სივრცით სარგებლობის, ასევე ღონისძიების ორგანიზების პირობები
მუხლი 7. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება🔗
1. ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება გულისხმობს საკონფერენციო დარბაზისა და შესაბამისი აპარატურის გამოყენების უფლებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების და ასევე ტექნოლოგიური პარკისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ღონისძიებების ჩატარების მიზნით, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ტექნოლოგიური პარკისთვის პრიორიტეტულ სფეროებს განსაზღვრავს სააგენტო.
2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურისგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ღონისძიების ჩატარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას.
3. საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო სივრცეებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზებით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო სივრცეებით სარგებლობის წესი, ასევე თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებული პირები გაათავისუფლოს განსაზღვრული საფასურებისგან.
3. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზებით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 8. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური🔗
1. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურია:
საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურია:
სამუშაო დღეები –
9 საათიდან 16 საათამდე
სამუშაო დღეებში –
სამუშაო დღეებში
9 საათიდან 24 საათამდე
უქმე და
უქმე/არასამუშაო დღეებში
არასამუშაო დღეები –
9 საათიდან 16 საათამდე
უქმე და არასამუშაო დღეები –
9 საათიდან 24 საათამდე
თბილისის ტექნოლოგიური პარკი
სტანდარტული პაკეტი:
500 ლარი
800 ლარი
1000 ლარი
1250 ლარი
სრული პაკეტი:
1500 ლარი
2300 ლარი
ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი
2500 ლარი
3000 ლარი.
500 ლარი
2. სტანდარტული პაკეტის აღჭურვილობა მოიცავს პროექტორს, გასაშლელ ეკრანს, ორ მიკროფონსა და 200 სკამს.
3. სრული პაკეტის საფასური მოიცავს სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას.
750 ლარი
ბათუმის ტექნოლოგიური პარკი
400 ლარი
600 ლარი
თელავის ტექნოლოგიური პარკი
350 ლარი
525 ლარი
რუხის ინოვაციების ცენტრი
100 ლარი
150 ლარი
გურჯაანის ინოვაციების ცენტრი
350 ლარი
525 ლარი
კასპის ინოვაციების ცენტრი
350 ლარი
525 ლარი
ახმეტის ინოვაციების ცენტრი
100 ლარი
150 ლარი
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 9. სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება🔗
1. ტექნოლოგიური პარკის სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ სატრენინგო ოთახით, მასში განთავსებული ინვენტარითა და აპარატურით დროებით სასყიდლიან და მიზნობრივ გამოყენებას, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს სატრენინგო ოთახით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატრენინგო ოთახის სარგებლობის საფასურისგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ტრენინგების ჩატარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას.
მუხლი 10. სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური🔗
1. სატრენინგო ოთახებით სარგებლობის საფასურები განისაზღვრება საათობრივი ტარიფებით.
1. სატრენინგო ოთახით („Carl Sagan“) სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 50 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 100 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს სმარტდაფას და 30 სკამს.
2. ერთი დღის განმავლობაში 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას.
2. პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 100 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 150 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს 20 ლეპტოპს, 20 სკამსა და 10 მაგიდას.
3. სატრენინგო ოთახების საფასურებია:
3. iMac-ებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 150 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 200 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს 15 iMac-ს, 15 სკამსა და 15 მაგიდას.
მუხლი 11. ტექნოლოგიური პარკის სამუშაო სივრცე🔗
თბილისის ტექნოლოგიური პარკი
100 ლარი
100 ლარი
150 ლარი
150 ლარი
ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი
100 ლარი
150 ლარი
ბათუმის ტექნოლოგიური პარკი
100 ლარი
100 ლარი
150 ლარი
თელავის ტექნოლოგიური პარკი
150 ლარი
გურჯაანის ინოვაციების ცენტრი
100 ლარი
100 ლარი
150 ლარი
კასპის ინოვაციების ცენტრი
100 ლარი
100 ლარი
150 ლარი
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 11. ტექნოლოგიური პარკის სამუშაო სივრცე
სააგენტო უფლებამოსილია, კონკურსის შედეგად შერჩეული პირები ტექნოლოგიურ პარკში უსასყიდლოდ უზრუნველყოს სამუშაო სივრცით ინოვაციურ იდეებსა და პროექტებზე სამუშაოდ. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 12. ღონისძიების ორგანიზების მომსახურება
მუხლი 12. ღონისძიების ორგანიზების მომსახურება🔗
1. სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს ტექნოლოგიურ პარკში ამ დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება. მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს, რაც მოიცავს ღონისძიებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებას (მათ შორის, კვებითი მომსახურების, დამატებითი ტექნიკის ან თარჯიმნის მომსახურების ორგანიზებას, ასევე ღონისძიებისთვის საჭირო სარეკლამო მასალის დამზადების ორგანიზებას).
2. სააგენტო უფლებამოსილია, ღონისძიების ორგანიზების მომსახურების ფარგლებში ან დამოუკიდებლად, დამატებით გასწიოს ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის მომსახურება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის მომსახურების საფასური დღეში შეადგენს 300 ლარს.
მუხლი 121. ვიდეოგადაღება🔗
1. ტექნოლოგიურ პარკებსა და ინოვაციების ცენტრებში ვიდეოგადაღება გულისხმობს შიდა და გარე სივრცეების გამოყენებას ვიდეოგადაღებების მიზნებისათვის.
2. ვიდეოგადაღების საფასურებია:
ერთი სამუშაო დღე
ერთი უქმე/არასამუშაო დღე
თბილისის ტექნოლოგიური პარკი
4000 ლარი
2500 ლარი
ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი
2500 ლარი
1500 ლარი
ბათუმის ტექნოლოგიური პარკი
1750 ლარი
1000 ლარი
თელავის ტექნოლოგიური პარკი
2000 ლარი
1250 ლარი
რუხის ინოვაციების ცენტრი
500 ლარი
300 ლარი
გურჯაანის ინოვაციების ცენტრი
2000 ლარი
1250 ლარი
კასპის ინოვაციების ცენტრი
2000 ლარი
1250 ლარი
ახმეტის ინოვაციების ცენტრი
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 13. ანგარიშსწორების ფორმა🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება სააგენტოსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება სააგენტოსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №152, 29.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020467 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4117464-1/