საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (16 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 |
|
2018 წლის 29 მარტი ქ. თბილისი |
|
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიური პარკის სივრცეში გაწეული მომსახურების სახეებს, გაწეული მომსახურების საფასურს და აღნიშნული საფასურისაგან გათავისუფლების პირობებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტექნოლოგიური პარკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ინოვაციების ქუჩა №7-ში შექმნილი სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირს აწვდის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურებას; ბ) ტექნოლოგიური პარკის წევრობა – სტატუსი, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას, მიიღოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურება; გ) ტექნოლოგიური პარკის წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც ამ დადგენილების შესაბამისად გაივლის რეგისტრაციას; დ) ბიზნესინკუბატორი – სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას; ე) ბიზნესინკუბატორის წევრობა – ერთწლიანი სტატუსი, რომელიც ენიჭება სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბიზნესინკუბატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირს; ვ) მომსახურების საფასური – საფასური, რომელსაც პირი იხდის ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნოლოგიური პარკის ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ; ზ) ფაბლაბი (Fab Lab) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას. თავი II
ტექნოლოგიური პარკის წევრობა მუხლი 3. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი
1. ტექნოლოგიური პარკის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი. 2. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი პირს ანიჭებს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ საჯარო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის უფლებას, ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტის“) საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. 3. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება ხდება ტექნოლოგიური პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://techpark.ge) რეგისტრაციის გზით, რაც დასტურდება შესაბამისი ბარათით, რომელსაც სააგენტო გადასცემს პირს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიურ პარკში პირველი ვიზიტისას. 4. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება არის უფასო. 5. სააგენტო უფლებამოსილია, პირს შეუწყვიტოს ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ პირი არღვევს ტექნოლოგიურ პარკში სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების/ქცევის წესებსა და მომსახურებისათვის დადგენილ პირობებს. თავი III
ბიზნესინკუბატორი მუხლი 4. ტექნოლოგიური პარკის მომსახურება ბიზნესინკუბატორის წევრებისათვის
სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტექნოლოგიური პარკის ბიზნესინკუბატორის კონკურსში გამარჯვებულ პირებს ენიჭებათ ბიზნესინკუბატორის წევრის სტატუსი. ბიზნესინკუბატორის წევრობა უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურების მიღებას: ა) ვირტუალური ინკუბატორის მომსახურება – ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გარდა, ვირტუალური ბიზნესინკუბატორის წევრობა პირს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს ტექნოპარკში ხელმისაწვდომი საკონსულტაციო მომსახურებით, სატრენინგო ოთახებითა და საკონფერენციო დარბაზით; ბ) ინკუბატორის მომსახურება – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების გარდა, ინკუბატორის წევრობა დამატებით ანიჭებს პირს უფლებას, ისარგებლოს რეზერვირებული სამუშაო სივრცით. თავი IV
ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბის მომსახურების პირობები მუხლი 5. ფაბლაბის მომსახურება და საფასური
ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბში მიიღოს ამ მუხლით განსაზღვრული შემდეგი ფასიანი მომსახურებები: ა) მომსახურება, რომლის ღირებულება გამოითვლება დახარჯული დროის ან/და მასალის მიხედვით:
ბ) 3D სკანირების (Artec Spyder) მომსახურების საფასური შეადგენს:
გ) PCB დანადგარის მომსახურების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით: სადაც y არის საფასური, ხოლო x არის ბეჭდური პლატების რაოდენობა. მუხლი 6. ფაბლაბით სარგებლობის პირობები და შეღავათები
სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ფაბლაბით სარგებლობის წესი, ინვენტართან დაშვებისა და გამოყენების პირობები, ასევე დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებზე სამუშაოდ ფაბლაბით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი და მეწარმე სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. თავი V
ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით, სატრენინგო ოთახითა და სამუშაო სივრცით სარგებლობის, ასევე ღონისძიების ორგანიზების პირობები მუხლი 7. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება
1. ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება გულისხმობს საკონფერენციო დარბაზისა და შესაბამისი აპარატურის გამოყენების უფლებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების და ასევე ტექნოლოგიური პარკისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ღონისძიებების ჩატარების მიზნით, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ტექნოლოგიური პარკისთვის პრიორიტეტულ სფეროებს განსაზღვრავს სააგენტო. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურისგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ღონისძიების ჩატარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. 3. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზებით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის. მუხლი 8. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური
1. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურია:
2. სტანდარტული პაკეტის აღჭურვილობა მოიცავს პროექტორს, გასაშლელ ეკრანს, ორ მიკროფონსა და 200 სკამს. 3. სრული პაკეტის საფასური მოიცავს სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას. მუხლი 9. სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება
1. ტექნოლოგიური პარკის სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ სატრენინგო ოთახით, მასში განთავსებული ინვენტარითა და აპარატურით დროებით სასყიდლიან და მიზნობრივ გამოყენებას, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს სატრენინგო ოთახით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატრენინგო ოთახის სარგებლობის საფასურისგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ტრენინგების ჩატარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. მუხლი 10. სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური
1. სატრენინგო ოთახით („Carl Sagan“) სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 50 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 100 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს სმარტდაფას და 30 სკამს. 2. პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 100 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 150 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს 20 ლეპტოპს, 20 სკამსა და 10 მაგიდას. 3. iMac-ებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 150 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 200 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს 15 iMac-ს, 15 სკამსა და 15 მაგიდას. მუხლი 11. ტექნოლოგიური პარკის სამუშაო სივრცე სააგენტო უფლებამოსილია, კონკურსის შედეგად შერჩეული პირები ტექნოლოგიურ პარკში უსასყიდლოდ უზრუნველყოს სამუშაო სივრცით ინოვაციურ იდეებსა და პროექტებზე სამუშაოდ. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 12. ღონისძიების ორგანიზების მომსახურება 1. სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს ტექნოლოგიურ პარკში ამ დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება. მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს, რაც მოიცავს ღონისძიებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებას (მათ შორის, კვებითი მომსახურების, დამატებითი ტექნიკის ან თარჯიმნის მომსახურების ორგანიზებას, ასევე ღონისძიებისთვის საჭირო სარეკლამო მასალის დამზადების ორგანიზებას). 2. სააგენტო უფლებამოსილია, ღონისძიების ორგანიზების მომსახურების ფარგლებში ან დამოუკიდებლად, დამატებით გასწიოს ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის მომსახურება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის მომსახურების საფასური დღეში შეადგენს 300 ლარს. მუხლი 13. ანგარიშსწორების ფორმა
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება სააგენტოსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. |
+
ქ. თბილისი
+
+
+
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
+
+
მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიური პარკის სივრცეში გაწეული მომსახურების სახეებს, გაწეული მომსახურების საფასურს და აღნიშნული საფასურისაგან გათავისუფლების პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: |
ა) ტექნოლოგიური პარკი/ინოვაციების ცენტრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ინფრასტრუქტურული სივრცეები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აწვდის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურებას;
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
2. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი პირს ანიჭებს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ საჯარო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის უფლებას, ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტის“) საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.
3. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება ხდება ტექნოლოგიური პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://techpark.ge) რეგისტრაციის გზით, რაც დასტურდება შესაბამისი ბარათით, რომელსაც სააგენტო გადასცემს პირს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიურ პარკში პირველი ვიზიტისას. 4. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება არის უფასო. 5. სააგენტო უფლებამოსილია, პირს შეუწყვიტოს ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ პირი არღვევს ტექნოლოგიურ პარკში სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების/ქცევის წესებსა და მომსახურებისათვის დადგენილ პირობებს.მუხლი 5. ფაბლაბის მომსახურება და საფასური🔗
1. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკების ფაბლაბებში მიიღოს ამ მუხლით განსაზღვრული ფასიანი მომსახურება.
2. ფაბლაბის მომსახურების საფასური შეადგენს:
ა) დანადგარების მომსახურების საფასური:
ბ) 3D სკანირების (Artec Spyder) მომსახურების საფასური შეადგენს:
y = 0.6 x + 300 ლარი,
დანადგარი
ფიზიკური და
იურიდიული პირი
სტუდენტი/ მოსწავლე
ლაზერული მჭრელი
1 წთ – 0,6 ₾
1 წთ – 0,4 ₾
3D პრინტერი
I კატეგორია
1 სმ3 – 2 ₾
1 სმ3 – 1 ₾
3D პრინტერი
II კატეგორია
1 გ – 2 ₾
1 გ – 1 ₾
3D პრინტერი
III კატეგორია
1 მ – 3 ₾
1 მ – 1,5 ₾
CNC რუტერები
ფერადი ლითონები
1 წთ – 3.50 ₾;
ფერადი ლითონები 1 წთ – 1.75 ₾;
შავი ლითონები
1 წთ – 7 ₾;
შავი ლითონები
1 წთ – 3.50 ₾;
სხვა მასალები – ყველგან გარდა ბათუმის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბისა -
1 წთ – 1,2 ₾
სხვა მასალები – ბათუმის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი –
1 წთ – 0.80 ₾
სხვა მასალები
1 წთ – 0.6 ₾
ფართოფორმატიანი პრინტერი
ბანერით/სტიკერით 1 მ2 – 24 ₾
ბანერის/სტიკერის
გარეშე 1 მ2 – 18 ₾
ბანერით/სტიკერით 1 მ2 – 12 ₾
ბანერის/სტიკერის
გარეშე 1 მ2 – 9 ₾
სასერი პლოტერი
1 მ2 – 5 ₾
1 მ2 – 2,5 ₾
ვაკუუმ ფორმირება
1 ფორმირება – 5 ₾
1 ფორმირება –
2,5 ₾
საკერავი მანქანა
1000 დარტყმა –
0,50 ₾
1000 დარტყმა –
0,25 ₾
ბ) 3D სკანირების მომსახურება:
3D სკანირების მომსახურების საფასური შეადგენს:
ობიექტის დეტალიზაცია
მარტივი
საშუალო
რთული
ობიექტის მაქსიმალური
გაბარიტული ზომა
< 20 სმ
50 ₾
100 ₾
150 ₾
20 სმ - 50 სმ
100 ₾
150 ₾
200 ₾
50 სმ <
200 ₾
350 ₾
500 ₾
გ) PCB დანადგარის მომსახურება:
PCB ბეჭდური პლატების დანადგარი:
მომსახურების ღირებულება გამოითვლება კონკრეტული ფორმულით: X=300+PCB+C1*3+C2*2,სადაც: X = მომსახურების ღირებულება;
PCB = ბეჭდური პლატების რაოდენობა;
C1 = უნიკალური SMD კომპონენტების რაოდენობა;
C2 = SMD კომპონენტების სრული რაოდენობა;
დ) ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვის საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ბრტყელ ზედაპირზე მბეჭდავი პრინტერი:
ფიზიკური და იურიდიული პირის მომსახურების ღირებულება გამოითვლება ფორმულით: X=(T*0.5)+(M*5)
სტუდენტი/მოსწავლის მომსახურების ღირებულება გამოითვლება
ფორმულით: X=((T*0.5)+(M*5))/2
სადაც:
T = დროის ხანგრძლივობა (წთ);
M =გამოყენებული საღებავების რაოდენობა (გრ);
X = სრული ღირებულება;
1 გ = 5ლ; 1 წთ = 0.5 ლ;
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
1. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ფაბლაბით სარგებლობის წესი, ინვენტართან დაშვებისა და გამოყენების პირობები, ასევე დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებზე სამუშაოდ ფაბლაბით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი და მეწარმე სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
„2. ფაბლაბის მომსახურების ღირებულებაზე სტუდენტური ტარიფი გავრცელდება ერთი პროექტის, პროდუქტის ან წარმოების ფარგლებში, ყოველწლიურად პირველი სამი ვიზიტის/ჯავშნის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით, სატრენინგო ოთახითა და სამუშაო სივრცით სარგებლობის, ასევე ღონისძიების ორგანიზების პირობები
3. საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო სივრცეებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზებით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო სივრცეებით სარგებლობის წესი, ასევე თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებული პირები გაათავისუფლოს განსაზღვრული საფასურებისგან.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 8. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური🔗
საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურია:
სამუშაო დღეებში
უქმე/არასამუშაო დღეებში
თბილისის ტექნოლოგიური პარკი
ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი
500 ლარი
750 ლარი
ბათუმის ტექნოლოგიური პარკი
400 ლარი
600 ლარი
თელავის ტექნოლოგიური პარკი
350 ლარი
525 ლარი
რუხის ინოვაციების ცენტრი
100 ლარი
150 ლარი
გურჯაანის ინოვაციების ცენტრი
350 ლარი
525 ლარი
კასპის ინოვაციების ცენტრი
350 ლარი
525 ლარი
ახმეტის ინოვაციების ცენტრი
100 ლარი
150 ლარი
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 10. სატრენინგო ოთახებით სარგებლობის საფასურები🔗
1. სატრენინგო ოთახებით სარგებლობის საფასურები განისაზღვრება საათობრივი ტარიფებით.
2. ერთი დღის განმავლობაში 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას.
3. სატრენინგო ოთახების საფასურებია:
სამუშაო დღეები
1 საათი
უქმე/ არასამუშაო დღეები
1 საათი
თბილისის ტექნოლოგიური პარკი
სატრენინგო ოთახი („Carl Sagan“)
50 ლარი
100 ლარი
სატრენინგო ოთახი (1-ლი სართული)
100 ლარი
150 ლარი
iMac-ებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახი
150 ლარი
200 ლარი
ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი
სატრენინგო ოთახი
100 ლარი
150 ლარი
ბათუმის ტექნოლოგიური პარკი
სატრენინგო ოთახი (რობოტექნიკის ოთახი)
50 ლარი
100 ლარი
სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი)
100 ლარი
150 ლარი
თელავის ტექნოლოგიური პარკი
შეხვედრების ღია სივრცე
150 ლარი
200 ლარი
გურჯაანის ინოვაციების ცენტრი
სატრენინგო ოთახი „ალექსანდრე ქართველი”
50 ლარი
100 ლარი
სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი) „დავით სარაჯიშვილი“
100 ლარი
150 ლარი
კასპის ინოვაციების ცენტრი
სატრენინგო ოთახი
50 ლარი
100 ლარი
სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი)
100 ლარი
150 ლარი
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
მუხლი 11. ტექნოლოგიური პარკის სამუშაო სივრცე🔗
მუხლი 12. ღონისძიების ორგანიზების მომსახურება🔗
მუხლი 121. ვიდეოგადაღება🔗
1. ტექნოლოგიურ პარკებსა და ინოვაციების ცენტრებში ვიდეოგადაღება გულისხმობს შიდა და გარე სივრცეების გამოყენებას ვიდეოგადაღებების მიზნებისათვის.
2. ვიდეოგადაღების საფასურებია:
ერთი სამუშაო დღე
ერთი უქმე/არასამუშაო დღე
თბილისის ტექნოლოგიური პარკი
4000 ლარი
2500 ლარი
ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი
2500 ლარი
1500 ლარი
ბათუმის ტექნოლოგიური პარკი
1750 ლარი
1000 ლარი
თელავის ტექნოლოგიური პარკი
2000 ლარი
1250 ლარი
რუხის ინოვაციების ცენტრი
500 ლარი
300 ლარი
გურჯაანის ინოვაციების ცენტრი
2000 ლარი
1250 ლარი
კასპის ინოვაციების ცენტრი
2000 ლარი
1250 ლარი
ახმეტის ინოვაციების ცენტრი
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №425 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება სააგენტოსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №152. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.020467.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 16 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №152, 29.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020467 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4117464/