საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.04.2018 ბოლო ცვლილება 15.07.2025
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.016740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №48

2018 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
+



დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულება


+
თავი I

ზოგადი დებულებანი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი ) სამართლებრივ სტატუსს , სტრუქტურას , უფლებამოსილებას , ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს .

 მუხლი 2

1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს , რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს .

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს .

3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით .

4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს , სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით .

5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი ) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) წინაშე .

 მუხლი 3

დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების , საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების , საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად .

 თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები

  მუხლი 4

დეპარტამენტის ამოცანებია :

ა ) სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა ;

ბ ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ , აგრეთვე საზოგადოების მართლშეგნების /ცნობიერების ამაღლების მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ;

გ ) საინფორმაციო არხების მეშვეობით სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ;

დ ) კომპეტენციის ფარგლებში , სახელმწიფო , არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება ;

ე ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით , კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება ;

ვ ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ ;

ზ ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების , პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა ;

თ ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა ან /და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება ;

ი ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა ;

კ ) სამინისტროს ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება ;

ლ ) საქართველოს კანონმდებლობით , ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება .

 მუხლი 5

დეპარტამენტის უფლებამოსილებებია :

ა ) საკომუნიკაციო კონცეფციის , სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება , განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი ;

ბ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა , მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების , საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და გავრცელება ;

გ ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი /ანალიზი ;

დ ) სამინისტროს საკომუნიკაციო კონცეფციის , სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება ;

ე ) საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება ;

ვ ) მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია , რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას ;

ზ ) საომარი და /ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება ;

თ ) ვიზუალური მასალის ტექნიკური მხარის მონიტორინგი და საორგანიზაციო -ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა ;

ი ) მიმდინარე ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება , გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება ;

კ ) მოქალაქეებისგან შემოსულ კითხვებზე პასუხების გაცემა ;

ლ ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მ ) სამინისტროს დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების /პირების საქმიანობის კოორდინაცია ;

ნ ) კომპეტენციის ფარგლებში საქმისწარმოების ორგანიზება ;

ო ) საქართველოს კანონმდებლობით , ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება .

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 22.06.2021წ.

 თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა

მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მედიასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო:

ა.ა) პრესცენტრი (სამმართველო):

ა.ა.ა) მონიტორინგის და ანალიზის განყოფილება;

ა.ბ) რეგიონალური სამმართველო;

ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო:

ბ.ა) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 22.06.2021წ.

 მუხლი 7

1. მედიასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილებაა :

ა ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება ;

ბ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა , მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების , საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და გავრცელება ;

გ ) (ამოღებულია - 22.06.2021, №37);

დ ) (ამოღებულია - 22.06.2021, №37);

ე ) მედიაგეგმის შემუშავება და მისი აღსრულების პროცესის კოორდინაცია ;

ვ ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ ;

ვ​1) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვა;

ვ​2) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთან ურთიერთობის საკითხზე სამინისტროს მოსამსახურეებისთვის ინსტრუქციის შემუშავება, გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარის ორგანიზება;

ვ​3) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

ვ​4) საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასევე, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ვ​5) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, მედიასემინარების, მედიატურებისა და სხვა აქტივობების განხორციელება;

ზ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

2. პრესცენტრის (სამმართველო ) კომპეტენციაა :

ა ) საინფორმაციო არხების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება ;

ბ ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები , ოფიციალური შეხვედრები , ვიზიტები და ა .შ .) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება ;

გ ) პრესრელიზების , საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელება ;

დ ) მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია , რეგისტრაცია და მათი თანხლება სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას ;

დ​1) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი;

ე ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .

3. (ამოღებულია - 22.06.2021, №37).

4. რეგიონალური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) რეგიონში მიმდინარე აქტივობების ფოტო- და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის დამუშავება, აღრიცხვა და დაარქივება;

ბ) რეგიონში დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობის კოორდინაცია;

გ) თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება და გამართვა;

დ) ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 22.06.2021წ.

 მუხლი 8

სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფლებამოსილებაა:

ა) სამინისტროს სისტემის ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;

ბ) დეპარტამენტის მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

გ) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, აგრეთვე საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამინისტროს სისტემის დანაყოფების მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადება და აღნიშნულ ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება;

ე) შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიციირება;

ვ) სამინისტროს სისტემის დანაყოფებისგან დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიღება და საერთო კოორდინაცია;

ზ) სამოქალაქო სექტორთან, სახელმწიფო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

თ) ციფრული მედიისთვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულება;

ი) საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;

კ) ციფრულ მედიაში არსებული საკომუნიკაციო არხების მართვა;

ლ) მოქალაქეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;

მ) სოციალური მედიის მონიტორინგი, ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ნ) შიდასაკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და სისტემატიზაცია;

ო) სამინისტროს დანაყოფებში სპიკერის მოძიება და მათი გადამზადება;

პ) ოფიციალური გამოსვლის ტექსტების მომზადება;

ჟ) სამინისტროსთვის ვიზუალური ფოტო/ვიდეომასალების მომზადება;

რ) მიმდინარე ღონისძიებების ფოტო-და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 22.06.2021წ.

 მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 22.06.2021წ.

 თავი IV

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

  მუხლი 10

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .

2. დეპარტამენტის დირექტორი :

ა ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს , წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს , წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის ;

ბ ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს ;

გ ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას ;

დ ) ანაწილებს ფუნქცია -მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ;

ე ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე ;

ვ ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ ;

ზ ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ , მათ შორის , დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით ;

თ ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების , მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე , რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად ;

ი ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას ;

კ ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ , მინისტრს ან /და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ;

ლ ) ამტკიცებს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას ;

მ ) კომპეტენციის ფარგლებში საჭიროებისამებრ უფლებამოსილია დეპარტამენტში შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები ;

ნ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს , ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) ცალკეულ დავალებებს .

3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში ) დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე .

მუხლი 11

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები , რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .

2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე :

ა ) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში ;

ბ ) ზედამხედველობს სტრუქტურულ ერთეულში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას , აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს ;

გ ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ;

დ ) ასრულებს მინისტრის , კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში ) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს და მითითებებს ;

ე ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის , კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში ) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე .

 მუხლი 12

1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი , რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .

2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი :

ა ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს ;

ბ ) ანაწილებს საქმეებს , აძლევს დავალებებსა და მითითებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს ; უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას ;

გ ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ;

დ ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ;

ე ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ ;

ვ ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ;

ზ ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ ;

თ ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს , აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის /დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს .



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №48, 02.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016740 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4124091-2/