საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-300 |
|
2018 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
|
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;
დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება;
ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების განხილვა და დასკვნის მომზადება;
ვ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ზ) საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში შემუშავებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაბამისობის ცხრილების მომზადება;
თ) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;
ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს, მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ა) გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული;
ბ) სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული.
ა) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
გ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;
დ) ამზადებს დასკვნას და შესაბამისობის ცხრილს, სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით გარემოს დაცვის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას/ჰარმონიზაციას;
ვ) ახორციელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გარემოს დაცვის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაციას;
ზ) ამზადებს მოხსენებებს და ანგარიშებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;
თ) ახორციელებს გარემოს დაცვის მიმართულებით ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობას, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას;
ი) ახორციელებს საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტროს საქმიანობის კოორდინაციას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული:
ა) ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
გ) ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;
დ) ამზადებს დასკვნას და შესაბამისობის ცხრილებს სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას/ჰარმონიზაციას;
ვ) ახორციელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაციას;
ზ) ამზადებს მოხსენებებს და ანგარიშებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;
თ) ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობას, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს მეორად სტრუქტურულ ერთეულში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს შორის და უზრუნველყოფს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის დავალებებს;
ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.
+
:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
+
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
+
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
და
ამოცანები+
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
დ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის/სამმართველოს ხელმძღვანელსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-494 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.
+
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
ა) გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო;
ბ) სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-494 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.
+
მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები
1. გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენცია:
ა) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ბ) წინადადებების შემუშავება გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
გ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
დ) დასკვნისა და შესაბამისობის ცხრილის მომზადება, სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით გარემოს დაცვის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას/ჰარმონიზაციას;
ვ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, გარემოს დაცვის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) მოხსენებების და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;
თ) გარემოს დაცვის მიმართულებით, ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას;
ი) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ბ) წინადადებების შემუშავება სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
გ) ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
დ) დასკვნისა და შესაბამისობის ცხრილების მომზადება სამინისტროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას/ჰარმონიზაციას;
ვ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) მოხსენებების და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;
თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-494 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.
+
მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 25 ივნისის მბრძანება №2-494 - ვებგვერდი, 27.06.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-300. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.023.016489.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.02.2021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-300, 30.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016489 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4158620/