სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.06.2018 ძალადაკარგული 21.01.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.120.016294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2018 წლის 4 ივნისი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის 1-ლი და  მე-3 პუნქტების, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-17 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

+
მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 02/02/2015. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016149).

 

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკობა ძიძიგური
+



დანართი №1

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 11.02.2019წ.

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

+
მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ხარჯის ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ი - 427,50 ლარი.

+
მუხლი 2. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდება საკრებულოს სხდომებზე დასწრების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის, ამომრჩეველთა მიღების, ამომრჩეველთა შეხვედრის, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული გონივრული (მატერიალური) ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდება ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილების განხორციელებისას.

2. საკრებულოს ყოველი თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა, საკრებულოს აპარტში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმს/ოქმებს.

3. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით.  საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა.


+
მუხლი 3. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, №27, 04.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016294 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4213566-1/