საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-129 |
|
2018 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საკომუნიკაციო გზავნილებისა და ვიზუალური მასალის შემუშავება/გავრცელება; ქვეყნის შიგნით და გარეთ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის იმპლემენტაცია და კოორდინაცია; საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სამეცნიერო, დონორ, კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული თანამშრომლობა; ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება; საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი; ციფრული დიპლომატია. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით, საკომუნიკაციო ღონისძიებებისა და კამპანიების, ასევე სამეცნიერო ფორუმებისა და კონფერენციების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, შესაბამისი გზავნილებისა და საინფორმაციო/ვიზუალური მასალების მომზადება და ასახვა სასაუბროებში, საჯარო გამოსვლებსა და ტრადიციულ და სოციალურ მედიაში; გ) საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოზიტიური იმიჯის ფორმირების მიზნით ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და წარმატებული რეფორმების შესახებ საინფორმაციო/ვიზუალური მასალების მომზადება და გავრცელება; დ) სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ე) ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და მისი განხორციელების მონიტორინგი; ვ) საგარეო პოლიტიკის კომუნიკაციის მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებითა და საინფორმაციო/ვიზუალური მასალებით და ამ კუთხით მათი საქმიანობის კოორდინაცია; ზ) ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და საპასუხო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება; თ) საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ საქართველოს მოქალაქეების განწყობების შეფასების მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარება და ჩატარებული კვლევების ანალიზი; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამეცნიერო წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან ურთიერთობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო/კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობა. 2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) კომპეტენციის ფარგლებს მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი პოლიტიკისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, კოორდინაციისა და მონიტორინგის, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციის ღონისძიებათა დაგეგმვისა და კოორდინაციის განხორციელება; დ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ე) ორგანიზება გაუწიოს შესაბამის დონეზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, კომპეტენციაში შემავალი მიმართულებებით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო წრეებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზისა და პოლიტიკის დაგეგმვის, ასევე საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით; ზ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; თ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს. მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტაციას; ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; კ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. 7. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი. |
+
ბრძანება №01-129
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი |
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
+
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საკომუნიკაციო გზავნილებისა და ვიზუალური მასალის შემუშავება/გავრცელება; ქვეყნის შიგნით და გარეთ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის იმპლემენტაცია და კოორდინაცია; საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სამეცნიერო, დონორ, კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული თანამშრომლობა; ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება; საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი; ციფრული დიპლომატია.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები🔗
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით, საკომუნიკაციო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;
ბ) ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
გ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე დეზინფორმაციის მონიტორინგი და ანალიზი;
დ) საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მიღწევების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის პოზიტიური/საიმიჯო ხასიათის ინფორმაციების მიწოდება რეგულარულად, ვებგვერდებსა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნების მიზნით;
ე) სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) ციფრულ გუნდთან ერთად, ციფრული კომუნიკაციის განვითარება – სამინისტროს სოციალური პლატფორმებისთვის შინაარსობრივი/ვიზუალური მასალის მომზადებაში მონაწილეობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა;
ვ) დირექტორატის ციფრულ გუნდთან ერთად საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების სოციალური ქსელების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით მათ განვითარებაზე ზრუნვა, შინაარსის ფორმირების ხელშეწყობა და მათი ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების მონიტორინგი;
ზ) სამინისტროს შიდა საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება და სამინისტროს პოზიტიური იმიჯის ფორმირების პროცესში თანამშრომელთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;
თ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, სამინისტროს საქმიანობაზე საჯარო გზავნილების მომზადება/დამუშავება;
ი) საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ მედიასთან თანამშრომლობის განვითარება, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელშეწყობა ადგილსამყოფელ ქვეყანაში მედიასთან ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარების მიზნით;
კ) ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება და გავრცელება;
ლ) სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა. კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-192 - ვებგვერდი, 30.10.2020წ.
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
3. ხელმძღვანელი:
ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
კ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს.
4. ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;
დ) ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე.
6. ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოადგილეს.
7. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-192 - ვებგვერდი, 30.10.2020წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 4 მარტის ბრძანება №01-253 - ვებგვერდი, 05.03.2025წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 06.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-129. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.030.016178.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №01-129, 06.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016178 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4216908/