ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2018 ბოლო ცვლილება 17.06.2022
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016399
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №51

2018 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

 

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​2 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის შემდეგი დიფერენცირებით:
ა) 01 იანვრიდან – 30 აპრილის ჩათვლით 20 (ოცი) ლარის ოდენობით;
ბ) 01 მაისიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №76 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.

+
მუხლი 2
განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი  M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის 20 (ოცი) ლარით.
+
მუხლი 3
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.
+
მუხლი 4
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.
+
მუხლი 5
ნებართვის ფასის გადახდის ვადები:

1. M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, გადახდის თვის არაუგვიანეს 10 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M2 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით;

2. M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტლის პირველი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M3 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით.

+
მუხლი 6
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი განისაზღვროს 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“, №51, 28.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016399 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4237833-1/