ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2018 ბოლო ცვლილება 17.06.2022
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016399
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №51

2018 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 28.04.2021წ.


„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​2 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის 20 (ოცი) ლარით, გარდა ამ დადგენილების 2​1 მუხლისა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №76 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №24 - ვებგვერდი, 27.08.2019წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 28.04.2021წ.

+
მუხლი 2
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის 20 (ოცი) ლარით, გარდა ამ დადგენილების 2​1 მუხლისა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 28.04.2021წ.

+
მუხლი 2​1
2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის განისაზღვროს 0,1 ლარით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 31.03.2021წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 28.04.2021წ.

+
მუხლი 3
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.
+
მუხლი 4
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 28.04.2021წ.

+
მუხლი 5
ნებართვის ფასის გადახდის ვადები:

1. M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის – ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, გადახდის თვის არაუგვიანეს 25 რიცხვიდან 30 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M2 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით;

2. M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტლის პირველი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M3 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №24 - ვებგვერდი, 27.08.2019წ.

+
მუხლი 6
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი განისაზღვროს 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“, №51, 28.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016399 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4237833-4/