უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)
შემდგომი ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
+
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლის ნიმუშები №1 დანართის შესაბამისად; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და მედლის თამასების ტარების წესი №2 დანართის შესაბამისად; გ) სამკერდე ნიშნის ნიმუშები №3 დანართის შესაბამისად. |
+
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №77 ბრძანება. |
+
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №60, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 001330000.22.026.016607 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4238184-1/