უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2018 ბოლო ცვლილება 26.12.2025
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
001330000.22.026.016607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №60

2018 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

 


„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.გ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლის ნიმუშები №1 დანართის შესაბამისად;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლისა და მედლის თამასების ტარების წესი №2 დანართის შესაბამისად;

გ)  სამკერდე ნიშნის ნიმუშები №3 დანართის შესაბამისად.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №77 ბრძანება.
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №60, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 001330000.22.026.016607 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4238184-9/