შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №81 |
|
2018 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) შემაკავებელი ორდერის თანდართული ფორმა (დანართი №1); ბ) შემაკავებელი ორდერის ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემდეგი თანამდებობის პირები: ა.ა) ოცეულის მეთაური; ა.ბ) ათეულის მეთაური; ა.გ) პატრულ-ინსპექტორი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შემდეგი თანამდებობის პირები: ბ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი; ბ.ბ) უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; ბ.გ) მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი; ბ.დ) მართლწესრიგის ოფიცერი; ბ.ე) დეტექტივ-გამომძიებელი; ბ.ვ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების მეორე მუხლით განსაზღვრული პირები:
ა) ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, შემაკავებელი ორდერის ოქმის კითხვარების საშუალებით ახორციელებენ განმეორებითი ძალადობის რისკების სიმძიმის შეფასებას; ბ) სათანადო საფუძვლების არსებობისას გამოსცემენ შემაკავებელ ორდერს; გ) უზრუნველყოფენ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვას და ერთიანი აღრიცხვის მიზნით სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა, წარდგენას. |
| მუხლი 4 |
1. განმეორებითი ძალადობის რისკებისა და რისკის სიმძიმის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული კითხვების საშუალებით.
2. განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი, რომლის განსაზღვრა ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე. 3. განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 5 ქულა; განმეორებითი ძალადობის საშუალო რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 3 ქულა; განმეორებითი ძალადობის დაბალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ მხოლოდ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 1 ქულა. 4. როცა სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი ან საშუალო რისკი, ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით, ხოლო როცა სახეზეა დაბალი რისკი, ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს უფრო მცირე ვადითაც. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის №491 ბრძანება. |
| მუხლი 6 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
+
ბრძანება №81
№81
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
ბ) შემაკავებელი ორდერის ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №2);
გ) ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის შესახებ ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №3).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №124 - ვებგვერდი, 26.08.2020წ.
+
ბ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორი;
ბ.ბ) უბნის ინსპექტორი;
ბ.ე) (ამოღებულია - 27.03.2023, №19);
ბ.ვ) (ამოღებულია - 27.03.2023, №19);
ბ.ზ) უფროსი დეტექტივი;
ბ.თ) დეტექტივი;
ბ.ი) უფროსი გამომძიებელი;
ბ.კ) გამომძიებელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №123 - ვებგვერდი, 24.08.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 27 მარტის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 28.03.2023წ.
+
ბ1) აწესებენ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ზედამხედველობას;
გ) უზრუნველყოფენ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სისტემაში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №123 - ვებგვერდი, 24.08.2020წ.
+
2. განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე განისაზღვრება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე.
3. განმეორებითი ძალადობის რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვებზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 3 ქულა. განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 5 ქულა.
4. ორდერი გამოიცემა 1 თვის (30 დღე) ვადით, თუ სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი, ხოლო სხვა შემთხვევაში, ორდერი შეიძლება გამოცემულ იქნეს უფრო მცირე ვადითაც.
5. შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა მინიმუმ 5 ქულა.
6. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მოძალადის მიმართ შესაძლოა დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-დან 15 ქულამდე და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.
7. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება სავალდებულოა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 15 ან მეტი და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.
8. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურის შეწყვეტის თაობაზე, თუ შემაკავებელი ორდერის ოქმით გათვალისწინებულ ქულათა რაოდენობა საკმარისია ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისთვის და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ:
ა) მოძალადე დააკავეს;
ბ) მოძალადე დააპატიმრეს;
გ) მიღებულია გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დაკავების/დაპატიმრების დაუყოვნებლივ გამოყენებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №152 - ვებგვერდი, 23.10.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 08.02.2023წ.
+
+
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“?
- „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 13.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №81. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016772.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“, №81, 13.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016772 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4262664/