ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2018 ბოლო ცვლილება 11.11.2025
ნომერი
№ნ-22
სარეგისტრაციო კოდი
010240080.64.076.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (18)

შემდგომი ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-22
2018 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

 


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში მოხელედ მიღებასთან დაკავშირებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე და ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
+
მუხლი 2
ამ ბრძანებით გათვალისწინებული უმაღლესი განათლება მოიცავს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს ან მათთან გათანაბრებულ ხარისხს.
+
მუხლი 3
ამ ბრძანებაში მითითებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-12 ბრძანება.
+
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 30 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე
+



ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თავი I. აპარატი
 
მუხლი 1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება);
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
 
მუხლი 2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ I და II თავები, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
 
მუხლი 3. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების მიმართულება)
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია პირველი თავი, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი – III და IV თავები, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და IV თავები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
 
მუხლი 4. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება)
ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან სოციალური მუშაობის სპეციალობით;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის ან/და საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა. 
 
მუხლი 5. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მთარგმნელობითი პროგრამული მომსახურების მიმართულება)
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, დამხმარე მთარგმნელობით პროგრამაში დამუშავების გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია – I თავი, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) დამხმარე მთარგმნელობითი პროგრამის – SDL Trados Studio ძალიან კარგი ცოდნა, ასევე, საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
 
მუხლი 5​1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულება)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ლოჯისტიკის, მატერიალური ან/და ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია (I თავი), საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (I და VII თავები), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I და III თავები), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილების „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 05.04.2021წ.

მუხლი 5​2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კონსულტაციების გაწევის მიმართულება)

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით;

ბ) სახელმწიფო რეესტრების მართვასთან/წარმოებასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გაწევის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია (I თავი), საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (I და IV თავები), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 05.04.2021წ.
 
თავი II. აუდიტის და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტი
 
მუხლი 6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი)
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ბ) აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება);
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC1), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;
დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
 
მუხლი 7. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი)
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ბ) აუდიტის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების  სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC1), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (IVS); საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის, საქართველოში აკრედიტებული მასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ გაცემული შემფასებლის სერტიფიკატის ფლობა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 17.02.2020წ.
 
მუხლი 8. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სექტორში სამართალშემოქმედებითი მუშაობის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის  7 სექტემბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 09.09.2020წ.
 
მუხლი 8​1. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ (I და II თავები), საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ I თავიდან VIII თავის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 17.02.2020წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის  7 სექტემბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 09.09.2020წ.
 
მუხლი 9. (ამოღებულია)
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 აპრილის ბრძანება №ნ-4 - ვებგვერდი, 05.04.2021წ.
 
მუხლი 10. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტის  ზედამხედველობისა და  ვებგვერდისა და რეესტრების წარმოების მიმართულება)
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ბ) აუდიტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC1), ეთიკის კოდექსი სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;
დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 5 ივნისის ბრძანება №ნ-8 - ვებგვერდი, 06.06.2019წ.
 
მუხლი 11. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; 
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის  7 სექტემბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 09.09.2020წ.
 
მუხლი 11​1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით)

ა) უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ფინანსური მიმართულებით);

ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ან/და იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის  22 დეკემბრის ბრძანება №ნ-19 - ვებგვერდი, 23.12.2020წ.
 
მუხლი 12. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ვებგვერდისა და რეესტრების წარმოების საკითხებში კონსულტაციების მიმართულება)
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით;
ბ) რეესტრების მართვასთან/წარმოებასთან ან/და კონსულტაციების გაწევის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია (I თავი), საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (I და IV თავები), საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები (ISQC1), ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №ნ-24 - ვებგვერდი, 09.11.2018წ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 17.02.2020წ.
 
 
თავი III. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტი
 
მუხლი 13. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური  ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
 
მუხლი 14. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; მათ შორის საჯარო სექტორში სამართალშემოქმედებითი მუშაობის გამოცდილება; 
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობისსამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა“;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის  7 სექტემბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 09.09.2020წ.
 
მუხლი 14​1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” I თავიდან VIII თავის ჩათვლით, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 17.02.2020წ.
 
მუხლი 15. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულება)
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა; 
ვ) ინგლისური ენის B1დონეზე ცოდნა.
 
მუხლი 16. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ანგარიშგების წარდგენის და გასაჯაროების პორტალის ადმინისტრირების მიმართულება)
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ბ) ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების სფეროში, აუდიტის სფეროში ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობისსამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა“;
დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ვ) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის  7 სექტემბრის ბრძანება №ნ-11 - ვებგვერდი, 09.09.2020წ.
 
მუხლი 16​1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ანგარიშგების წარდგენა/ ადმინისტრირების საკითხებში კონსულტაციების მიმართულება)
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით;
ბ) რეესტრების მართვასთან/წარმოებასთან ან/და კონსულტაციების გაწევის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუცია I თავი, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (I და IV თავები), საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 14 თებერვლის ბრძანება №ნ-1 - ვებგვერდი, 17.02.2020წ.
 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №ნ-22, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240080.64.076.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4270161-6/