საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :
ა) საჯარიმო ქვითრის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი №1);
ბ) საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2);
გ) საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 24 მარტის ბრძანება №2-274 - ვებგვერდი, 24.03.2020წ.
|
+
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-610
2018 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :
+
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) საჯარიმო ქვითრის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი №1);
ბ) საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2);
გ) საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).
+
მუხლი 11🔗
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა უზრუნველყონ საჯარიმო ქვითრის შევსება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ ბრძანების შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევებზე. (ძალაშია საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე)მუხლი 11. (ძალადაკარგულია)🔗
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 24 მარტის ბრძანება №2-274 - ვებგვერდი, 24.03.2020წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს №2-134 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №2-610, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.023.016528 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4270271-1/