საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.07.2018 ბოლო ცვლილება 01.12.2021
ნომერი
№2-610
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.023.016528
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-610

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :


+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საჯარიმო ქვითრის შევსებისა და წარდგენის წესი  (დანართი №1);

ბ) საჯარიმო ქვითრის ფორმა  (დანართი №2);

გ) საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის  ჟურნალის ფორმა (დანართი №3);

დ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).

+
მუხლი 1​1. (ძალადაკარგულია)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 24 მარტის ბრძანება №2-274 - ვებგვერდი, 24.03.2020წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს №2-134 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №2-610, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.023.016528 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4270271-2/