სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №324 |
|
2018 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი |
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების თანდართული წესი.
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 20 მაისის №68 ბრძანება.
|
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
1.
დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების თანდართული წესი.1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 20 მაისის №68 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 20 მაისის №68 ბრძანება.საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
+
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისების წესს.
წახალისების წესი
მუხლი 2🔗
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსამსახურის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი (შემდგომ – გენერალური დირექტორი), ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის, ასევე გენერალური დირექტორის წახალისების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
2. (ამოღებულია - 3.12.2021, №799).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №799 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
მუხლი 3🔗
1. მოსამსახურე შეიძლება წახალისდეს როგორც კონკრეტული დამსახურებისათვის, ისე ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.
2. წახალისებული პირი ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ წახალისდეს იმავე ან სხვა წახალისების ფორმით.
3. მოსამსახურის დაჯილდოება შეიძლება გარდაცვალების შემდეგაც.
მუხლი 4🔗
1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენებაზე (გარდა „გ“−„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა) მოსამსახურეს წარადგენს:
ა) გენერალური დირექტორის მოადგილე;
ბ) სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი;
გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი;
დ) სამსახურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
2. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენებაზე მოსამსახურეს წარადგენს გენერალური დირექტორი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიმართვის საფუძველზე. მინისტრი − გენერალური დირექტორის წახალისების შემთხვევაში, ხოლო გენერალური დირექტორი − გენერალური დირექტორის მოადგილის წახალისების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების გარეშე.
3. წარდგინებაში აღინიშნება:
ა) პირის შესახებ მონაცემები;
ბ) პირის წახალისებაზე წარდგენის მიზეზი;
გ) პირის სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოების შემთხვევაში − იარაღის მოდელი და ნომერი.
4. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ჯილდოსთან ერთად წახალისებულს გადაეცემა წახალისების ბრძანება. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეშიც.
5. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
6. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის წარდგენა წახალისების მიზნით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №799 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
მუხლი 5🔗
1. მოსამსახურის წახალისება შესაძლებელია განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში.
2. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა მოსამსახურის ოჯახს.
3. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ მოსამსახურეს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამსახურს.
4. დაუშვებელია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯილდოს დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მათი ასლის გაცემა.
წახალისების ფორმები
მუხლი 6🔗
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.
2. ერთდროულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.
21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენების შემთხვევაში, გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელიც გადაეცემა წახალისებულ მოსამსახურეს. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეშიც.
22. წახალისების შესახებ ბრძანებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მონაცემებისა, ასევე აღინიშნება:
ა) პირის შესახებ მონაცემები;
ბ) პირის წახალისების მიზეზი;
გ) წახალისების სახე (სახეები), მოსამსახურისათვის წახალისების სახით ფულადი ჯილდოს მიცემის შემთხვევაში − ოდენობა, ხოლო სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოების შემთხვევაში − იარაღის მოდელი და ნომერი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სიგელის, სამკერდე ნიშნის, აგრეთვე სამინისტროს მედალიონისა და სამინისტროს მედლის ნიმუშები დადგენილია ამ წესის №1 დანართით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №799 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
მუხლი 7 (ამოღებულია)🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №799 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
მუხლი 8🔗
1. ამ წესის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (პირველი ხარისხი), სამსახურის სისტემაში განვლილი უმწიკვლო სამსახურისათვის ჯილდოვდება უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. ამ წესის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისთვის“ (მეორე ხარისხი), სამსახურის სისტემაში განვლილი უმწიკვლო სამსახურისათვის ჯილდოვდება უმცროსი, საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში მის მიმართ გამოყენებული წახალისებების რაოდენობა აღემატება დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას და დაჯილდოების პერიოდში მასზე არ მოქმედებს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
3. სამინისტროს სამკერდე ნიშანი მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელსა და ქურთუკზე, მარჯვენა მხარეს, ჯიბის სარქველის ქვევით. სამკერდე ნიშანი მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარცხნიდან მარჯვნივ.
4. პირველი სამკერდე ნიშანი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო სამკერდე ნიშნის მიღების შემთხვევაში სამკერდე ნიშნები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს სამი სამკერდე ნიშანი.
5. სამკერდე ნიშნით მოსამსახურის დაჯილდოების შემთხვევაში მინისტრის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელშიც მიეთითება სამკერდე ნიშნის ნომერი.
6. სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა შეიძლება შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოსამსახურის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗
ამ წესის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედალიონით ჯილდოვდებიან მოსამსახურეები სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშო შესრულებისთვის.
მუხლი 10🔗
1. ამ წესის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედლით „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (პირველი ხარისხი) ჯილდოვდება უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღწეული განსაკუთრებული წარმატების ან/და მართვისას გამოჩენილი ლიდერის თვისებებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.
2. ამ წესის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედლით „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (მეორე ხარისხი) ჯილდოვდება საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღწეული წარმატების ან/და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.
3. სამინისტროს მედალი მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელზე მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე. მედალი მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.
4. პირველი მედალი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში მედლები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს ხუთი მედლისა.
5. სამინისტროს მედლის თამასები ფორმის კიტელსა და ქურთუკზე მაგრდება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე. თამასები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.
6. პირველი თამასა მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში თამასები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არაუმეტეს ხუთი თამასისა.
მუხლი 11🔗
1. ამ წესის მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით ჯილდოვდებიან მოსამსახურეები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს – სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.
2. პირის სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით მოსამსახურის დაჯილდოების შესახებ ბრძანება შესასრულებლად ეგზავნება სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბს.
3. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოების შემდეგ, მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №799 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
მუხლი 12. წახალისების დროებითი წესი🔗
1. 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გენერალური დირექტორი.
2. 2022 წლის 1 იანვრამდე, წახალისების ფორმის (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა) გამოყენების თაობაზე მოსამსახურეს წარადგენს აგრეთვე სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. წარდგინებაში აღინიშნება პირის წახალისებაზე წარდგენის მიზეზი. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შემთხვევაში, გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელიც გადაეცემა წახალისებულ მოსამსახურეს. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეშიც
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №799 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.11.2024.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №324. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.027.016824.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.11.2024.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“, №324, 11.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016824 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4322756/