ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს.
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.
2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.
3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის მოსათავსებლად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება;
ბ) პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და არანაკლებ 45X70 სმ ზომის პლასტიკის პარკებზე;
დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პლასტიკის პარკი − პლასტიკისგან დამზადებული პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც განკუთვნილია საქონლის ან პროდუქტის მოსათავსებლად, მისი გადატანის მიზნით;
ბ) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი ან ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას;
გ) პლასტიკი − სინთეზური ორგანული პოლიმერი (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები;
დ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკი − ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულისგან წარმოებული, ბიოდეგრადაციას ან/და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს სტანდარტი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული, ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი სტანდარტი − „შესაფუთი მასალა − მოთხოვნები შესაფუთი მასალის მიმართ, რომლის აღდგენა შესაძლებელია კომპოსტირებითა და ბიოდაშლით − გამოცდის სქემა და შეფუთვის საბოლოო შეფასების კრიტერიუმები“.
2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
1. საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკებისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა;
ბ) 2018 წლის 1 ოქტომბრიდან − 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
გ) 2019 წლის 20 ივლისიდან − ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.
3. საქართველოში ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოება და მათი რეალიზაცია დასაშვებია პარკების „საქართველოს სტანდარტთან“ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო 2021 წლის 1 იანვრამდე ასევე დასაშვებია შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პარკი არ შეიცავს პლასტიკს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
ექსპორტის მიზნით პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოებისას, მწარმოებელი ვალდებულია, პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოების დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების რაოდენობის, ზომების, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

1. საქართველოში დასაშვებია სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ან ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალის გამოყენება.
2. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების საწარმოებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) მის მწარმოებელზე გაცემულია სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა;
ბ) მწარმოებლის მიერ გაცემულია პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
1. საქართველოში დასაშვებია სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი.
2. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტისას ტვირთს უნდა ახლდეს:
ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები;
ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
1. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია - 26.07.2019, №346).

1. პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) პლასტიკის პარკის მწარმოებელი;
ბ) პლასტიკის პარკის სისქე;
გ) პლასტიკის პარკის შემადგენლობა.
2. ბიოდეგრადირებად პარკებზე ან/და კომპოსტირებად პარკებზე ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) წარწერა − ბიოდეგრადირებადი პარკი ან/და კომპოსტირებადი პარკი;
ბ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი.
3. წარწერა − ბიოდეგრადირებადი პარკი ან/და კომპოსტირებადი პარკი პარკზე შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარკი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რაც დადასტურებელია ამავე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
4. ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.
5. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.
6. პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.

პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას, იმპორტისას და რეალიზაციისას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − პარკების წარმოებისას;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტისას;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციისას.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №472
2018 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №538 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 2. მიზანი და რეგულირების ობიექტი🔗
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.
2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.
3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის მოსათავსებლად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება;
ბ) პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და არანაკლებ 45X70 სმ ზომის პლასტიკის პარკებზე;
დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“.
ე) ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №538 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პლასტიკის პარკი − პლასტიკისგან დამზადებული პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც განკუთვნილია საქონლის ან პროდუქტის მოსათავსებლად, მისი გადატანის მიზნით;
ბ) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი ან ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას;
გ) პლასტიკი − სინთეზური ორგანული პოლიმერი (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები;
დ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკი − ბიოდეგრადაციას ან/და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) სტანდარტი – ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტი ან/და ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტი.
2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №538 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 4. პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ბაზარზე განთავსების პირობები🔗
1. საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკებისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა;
ბ) 2018 წლის 1 ოქტომბრიდან − 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
გ) 2019 წლის 20 ივლისიდან − ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.
3. საქართველოში ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოება და მათი რეალიზაცია დასაშვებია მათი „სტანდარტთან“ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №538 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 41. პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ექსპორტის მიზნით წარმოება🔗
ექსპორტის მიზნით პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოებისას, მწარმოებელი ვალდებულია, პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოების დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების რაოდენობის, ზომების, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
მუხლი 42. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა🔗
1. საქართველოში დასაშვებია სტანდარტთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალის გამოყენება.
2. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების საწარმოებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი მასალის შემთხვევაში:
ა.ა) მის მწარმოებელზე გაცემულია სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა;
ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემულია პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტის შესაბამის მასალის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №538 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 43. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი🔗
1. საქართველოში დასაშვებია სტანდარტთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი.
2. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტისას ტვირთს უნდა ახლდეს:
ა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში:
ა.ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები;
ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტის შესაბამის ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №538 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 5. შესაბამისობის შეფასება🔗
1. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია - 26.07.2019, №346).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
მუხლი 6. ნიშანდება🔗
1. პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) პლასტიკის პარკის მწარმოებელი;
ბ) პლასტიკის პარკის სისქე;
გ) პლასტიკის პარკის შემადგენლობა.
2. ბიოდეგრადირებად პარკებზე ან/და კომპოსტირებად პარკებზე ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) წარწერა − ბიოდეგრადირებადი პარკი ან/და კომპოსტირებადი პარკი;
ბ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი.
3. წარწერა − ბიოდეგრადირებადი პარკი ან/და კომპოსტირებადი პარკი პარკზე შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარკი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რაც დადასტურებელია ამავე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
4. ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.
5. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.
6. პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 31.07.2019წ.
მუხლი 7. შესაბამისობის კონტროლი🔗
პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას, იმპორტისას და რეალიზაციისას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − პარკების წარმოებისას;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტისას;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციისას.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის🔗
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, №472, 14.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020788 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4325640-1/