ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №472 |
|
2018 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს.
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.
1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პლასტიკის პარკი − პლასტიკისგან დამზადებული პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს საქონლის ან პროდუქტის გაყიდვის ადგილზე;
ბ) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას;
გ) პლასტიკი − სინთეზური ორგანული პოლიმერი (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები;
დ) ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი − მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული, ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს სტანდარტი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული, ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი სტანდარტი − „შესაფუთი მასალა − მოთხოვნები შესაფუთი მასალის მიმართ, რომლის აღდგენა შესაძლებელია კომპოსტირებითა და ბიოდაშლით − გამოცდის სქემა და შეფუთვის საბოლოო შეფასების კრიტერიუმები“.
2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
1. საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
ბ) 2018 წლის 1 ოქტომბრიდან − 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
გ) 2019 წლის 1 აპრილიდან − ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
3. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია საქართველოს სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
1. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.
2. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში, ტვირთს თან უნდა ახლდეს პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
1. პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) პლასტიკის პარკის მწარმოებელი;
ბ) პლასტიკის პარკის სისქე;
გ) პლასტიკის პარკის შემადგენლობა.
2. ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“;
ბ) ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი;
გ) ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.
3. წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“ პარკზე შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია უფლებამოსილი შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ და პარკი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
4. ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.
5. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.
6. პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.
პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას, იმპორტისას და რეალიზაციისას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − პარკების წარმოებისას;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტისას;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციისას.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
დანართი
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №571 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების
რეგულირების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
„ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს.
2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.
3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
ბ) პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე;
დ) პოლიპროპილენის ძაფისგან მოქსოვილ პარკებზე (ტომრებზე, ჩანთებზე);
ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“;
ვ) ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა).
ა) პლასტიკის პარკი − პლასტიკისგან დამზადებული პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც განკუთვნილია საქონლის ან/და პროდუქტის მოსათავსებლად, მისი გადატანის მიზნით. მათ შორის, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის ან რეალიზატორის მიერ დაუფასოებელი/დაფასოებული პროდუქტის ან/და საქონლის მოსათავსებლად, ასაწონად ან რეალიზაციის ადგილზე პროდუქტის დასაფასოებლად;
ბ) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი ან ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას;
ბ) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას;
გ) პლასტიკი − სინთეზური ორგანული პოლიმერი (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება, დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები;
დ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკი − ბიოდეგრადაციას ან/და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) სტანდარტი – ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტი ან/და ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტი;
ვ) შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი − საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც გამოიყენება მწარმოებლის/დამფასოებლის მიერ, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის ან/და საქონლის შესაფუთად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის/საქონლის მოხმარების დროს ხდება;
ზ) ნარჩენებისთვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, თასმით ან უთასმოდ, რომელიც გამოიყენება ნარჩენების მოსათავსებლად და გადასატანად.
1. საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ა) ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკებისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა;
ბ) ნებისმიერი სისქისა და ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა;
გ) შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის საქონლის ან/და პროდუქტის მიწოდების ადგილზე გამოყენება ან/და განთავსება, მასში საქონლის ან/და პროდუქტის მოთავსების მიზნით.
3. საქართველოში ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოება და მათი რეალიზაცია დასაშვებია მათი „სტანდარტთან“ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 5. პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ექსპორტის მიზნით წარმოება🔗
ექსპორტის მიზნით პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოების დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების რაოდენობის, ზომების, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
მუხლი 6. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა🔗
1. საქართველოში დასაშვებია სტანდარტთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალის გამოყენება.
2. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების საწარმოებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი მასალის შემთხვევაში:
ა.ა) მის მწარმოებელზე გაცემულია სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა;
ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემულია პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტის შესაბამისი მასალის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი🔗
1. საქართველოში დასაშვებია სტანდარტთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი.
2. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტისას ტვირთს უნდა ახლდეს:
ა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში:
ა.ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები;
ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 8. შესაბამისობის შეფასება🔗
ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 9. ნიშანდება🔗
2. ბიოდეგრადირებად პარკებზე ან/და კომპოსტირებად პარკებზე ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) წარწერა − „ბიოდეგრადირებადი პარკი“ ან/და „კომპოსტირებადი პარკი“;
ბ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი.
3. შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი.
[ 4. ნარჩენებისთვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე ქართულ ან ინგლისურ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა − „ნარჩენებისთვის“ ან შესაბამისი სიმბოლო. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან)]
5. წარწერა − „ბიოდეგრადირებადი პარკი“ ან/და „კომპოსტირებადი პარკი“ პარკზე შეიძლება, გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარკი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რაც დადასტურებელია ამავე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
6. ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.
7. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.
8. პარკზე შეიძლება, დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.
მუხლი 10. შესაბამისობის კონტროლი🔗
მუხლი 11. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის🔗
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №472. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.020788.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, №472, 14.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020788 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4325640/